;

29 April 2013      sabavachiberidze     15 Comments     Views 3213    
Category: Georgians, for ANGEL.ge

ლუკა მეტრეველი - ინტერვიუ


ლუკა მეტრეველი საზოგადოებამ პროექტ " სპიკერიდან " გაიცნო, ახლა კი ერთ-ერთი ყველა პოპულარული პროექტის, ასევე პოპულარული მონაწილეა. 16 წლის ახალგაზრდა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებს, რომ წლევანდელ წელს, სწორედ ის გახდეს, საქართველოს ვარსკვლავი! გაიგეთ მეტი ლუკას შესახებ




ლუკა მეტრეველი გამოსვლა წლევანდელ საქართველოს ვარსკვლავში ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო. 16 წლის ბიჭისთვის პროექტის ფორუმალა მთლიანად შეიცვალა და ლუკას გამო მთავარ შემადგენლობაში 10 მონაწილის ნაცვლად 11 მონაწილე გადაიყვანეს.

" ძალიან მაგარი იყო ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემს გამო ასეთი რამ მოხდებოდა რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მთელ იმ ხალხის შემადგენლობას რომელნიც საქართველოს ვარსკვლავზე მუშაობენ და ასეთი საჩუქაი გამიკეთეს მე.. ძალიან მაგარი იყო უმაგრესი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში" - ამბობს ლუკა




მას არ ჰყავს "მუდმივი " შთაგონება. ლუკა თავად წერს სიმღერებს და მისი შემოქმედება პირველ რიგში მას უნდა მოსწონდეს.
" მუდმივი ნამდვილად არ მყავს არაფერი და არავინ, სიმღერა შეიძლება გამხმარ ხეზეც დაწერო მთავარია იყოს ნამდვილი გრძნობით გაჯერებული და გულში ჩამწვდომი.. პირველ რიგში მე უნდა ვიყო ჩემი კომპოზიციით კმაყოფილი და მერე სხვა. "

სანამ საქართველოს ვარსკვლავში გამოჩნდებოდა იგი მონაწილეობას ღებულობდა პროექტ "სპიკერში " , სადაც პროექტს ადრევე გამოეთიშა
სპიკერზე -" სპიკერი ჩემი საერთოდ პირველი ტელეპროექტი იყო რომელშიც ძალიან კარგი დრო ვატარე და ბევრი კარგი მეგობარი გავიჩინე.. ისეთ თემებზე ვილაპარაკე რაც ტონკი და მხოლოდ ჩემთვის გასაგები იყო იმ მომენტში და ცოტა ვინერვიულე - გული არ დამწყვეტია მაგარი იყო სპიკერი!
"
საქართველოს ვარსკვლავზე - ძალიან კარგი პროექტია და მომღერლებისთვის წინ წამგდები მშვენიერი საშუალებაა, კარგად ორგანიზებული და გაწონასწორებული ობიექტურად და დისტანციურად რო შევაფასო ჩემი თავიდან არგამომდინარე მართლა ძალიან მაგარი ბავშვები არიან წელს ერთმანეთზე უკეთესები და განსხვავებულები ძალიან კარგი სატელევიზიო სეზონი იქნება! დარწმუნებული ვარ!



საინტერესოა ისიც თუ რატომ გადაწყვიტა 16 წლის ახალგაზრდამ პროექტში მონაწილეობა . " მამაჩემისთვის მინდოდა დამემტკიცებინა რომ ტყუილად არ ვუთმობდი ამდენ დროს მუსიკას და მაინც ვის არ უოცნებია სცენაზე დგომა?? "
თაყვანისმცემლებს - მინდა ვუთხრა ადამიანებს რომლებმაც 1ხელ მაინც მოისმინეს ჩემი ნამღერი საკუთარი სურვილით - უდიდესი მადლობა თქვენ ესეც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და მადლობა რომ გვერდში მიდგახართ თითოეული თქვენი მოლოცვა პირველივითაა და სულ მიხარია იმედი მაქვს იმედებს არ გაგიცრუვებთ!
თუკი ლუკას გულშემატკივარი ხართ მაშინ შეგიძლიათ მის მხარდასაჭერად ეს ფოტო გამოიყენოთ

ლუკა მეტრეველი - ინტერვიუ


Category: Georgians, for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top