;
17 ივნისი 2013      ANGEL     17 კომენტარი     ნანახია 7143-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები



კომპანია “იმიჯ-ცენტრი” გახლავთ მის საქართველო -ს ორგანიზატორი და მსოფლიოში აღიარებული სილამაზის საერთაშორისო კონკურსების Miss World-ის, Miss Universe-ის, Miss Intercontinental-ის და Miss Tourism International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

კონკურსი “მის საქართველო” ყოველწლიური პროექტია, რომელიც უკვე მეთერთმეტედ ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობაში.

პროექტი “მის საქართველო”
ემსახურება ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა: - საქართველოს კულტურის, ხელოვნების, ფოლკლორის პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე. ტურიზმის განვითარება, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა ახალგაზრდებში, მოდისა და ხელოვნების სფეროების განვითარება, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების განხორციელება. ქართული და საერთაშორისო ბრენდების და პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ცნობადობის ხელშეწყობა.



“მის საქართველო 2013” იქნება მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება
ტელეკომპანია იმედის და ღონისძიების სხვადასხვა პარტნიორების მხარდაჭერით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ 17-25 წლამდე ასაკის გოგონებს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 ივნისამდე , კომპანია “იმიჯ-ცენტრი”-ს ოფისში ნ. ნიკოლაძის 6-ში.

ფინალური კასტინგი ჩატარდება 21 ივნისს, სადაც შეირჩევა 20 გოგონა,
რომლებიც გააგრძელებენ “მის საქართველო 2013”-ის ტიტულისთვის ბრძოლას.

ტრადიციულად კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება მთავარი პრიზით - ავტომობილით.
უკვე მესამედ, ღონისძიების მთავარ პრიზს აწესებს კომპანია “ტოიოტა ცენტრი თბილისი” და გამარჯვებულ
“მის საქართველო 2013”-ს გადაეცემა ახალი მოდელის, ელეგანტური ავტომობილი “ტოიოტა RAV 4”.
“მის საქართველო 2013”-ის გამარჯვებული ტოპ-5 გაემგზავრება სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე.


ენჯელ.ჯი - “მის საქართველო 2013” საინფორმაციო მხარდამჭერია

კატეგორია: ქართველები
Tags: Miss Georgia, Miss, მის საქართველო, Georgia, Georgian

17


  • madi თქვა:
    17 ივნისი 2013 17:55 - ID: 17,
    მონაწილეობის გულისთვის თუ მიხვალ თორემ ფული უნდათ ყველგან , წარმოიდგინეთ რამდენი გოგონა მივა იმდენი 50 ლარი ან უფრო მეტი ყოველ შემთხვევაში ჩემ დროს ასე იყო , წამიხდა ყველანაირი სურვილი ნებისმიერ სააგენტოში სიარულის , ყველგან ფულს ითხოვენ ყველგან !!! ნატალიში სიარული 250 ლარი ღირდა , მოდის კვირეულისთვის აგვარჩიეს გოგონები სწორედ ეხლა ოქტომბერში გამოსასვლელად და ჭკუაზე არ ვიყავით მივედით და არც კი გვითხრეს პირობები , ელასტიკები და ცეკვის ჩუსტები არ მოიტანეთო?? გავიგეთ რომ თურმე 250 ლარი ღირს სიარული და ვის რათ უნდოდა მაგათი პლასტიკა , ვისაც საშუალება აქვს უნდა იაროს რათქმა უნდა უბრალოდ ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი უნდა იყოს, მითუმეტეს თვით ქალბატონი ნატალი ჭკუას კარგავდა თითოეულ გოგოზე ძალიან მაგრები ხართო , ვის რად უნდოდა ნატალის ნაირი ფანი რომელიც ფულს ითხოვდა ჩვენგან ?!!! ყველას ფული უნდა ყველას... ათასი გოგოდან ერთს თუ გაუმართლებს მეტს არა , ისიც ათასში ერთხელ რა უნდა მოხდეს ... ნუ ყოველ შემთხვევაში მე მაინც სულ ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ , მე შევეშვი უკვე ამ სფეროზე ფიქრს :))))))))))))))))))))))))))))

  • maikuna11 თქვა:
    15 ივნისი 2013 13:41 - ID: 16,
    პროსტა ყველგან ფულის მახეა რაა.გაატრაკეს საქმე მაინც ნაცნობი გაყავთ ბოლოს :( საქართველოში არ ღირს არსად მონაწილეობა ნერვები მოგეშლება ტყუი უბრალოდ

  • candice თქვა:
    13 ივნისი 2013 15:33 - ID: 15,
    იმიჯ ცენტრის მოდელი თუ არ ხარ შანსი არ გაქვს

  • bibi თქვა:
    13 ივნისი 2013 13:49 - ID: 14,
    როგორ მაინტერესებს, იმედია მაღტლა კარგი გოგონები იქნებიან ♥

    ______________________

    My Webpage Creatiuli.Com

  • Ana smiley თქვა:
    12 ივნისი 2013 23:52 - ID: 13,
    სისულელეა, არც კი ღირს ცდა სულ წამიხდა ამ პროექტზე გული

  • mariamininutsa თქვა:
    12 ივნისი 2013 18:01 - ID: 12,
    ციტატა: liliana
    დიდი სიამოვნებით მივიდოდი ჩემი პარამეტრები 112-70 -98 რომ არ ...ალბათ სკამი მომხვდება თავში... lol lol

    მაგას მერამდენედ წერ უკვე ზეპირად ვიცი.

    აზრი არაა აქვს. ია კიწმარიშვილი არაფერს არ აკეთებს რაც საჭიროა,მარტო სილამაზე არაა საკმარისი.ვენესუელა 1 წელი ემზადება ამ კონკურსისთვის. აქ კიდევ თამთა შედანიამ თავისი ფულით იყიდა კაბა, იამ არ მიხედა.იქ უკვე გამარჯვებულს ძალიან ბევრი რამ სჭირდება და უამრავი სასცენო სამოსი,რასაც ქალბატონი ია არ უზრუნველყოფს.

  • WTF თქვა:
    25 მაი 2013 08:01 - ID: 11,
    ციტატა: psycho
    მე მინდა ძაან ბედის ცდა მაგრამ არ ვარ ჩემ თავში დარწმუნებული :( თანხა რამდენი უნდა რეგისტრაციას იცით ვინმემ%3F>


    დაახლოვებით 20 ან 30 ლარი ზუსტად არ ვიცი ეხლა რამდენია, ფოტოს გიღებენ და რაღაცა მაისურს გაძლევენ ყველა კონკურსანტს ერთნაირს! (ანუ ვითომ მაგის ფულს იხდი რა lol )ეგაა რეგისტრაცია

  • MELINDA თქვა:
    24 მაი 2013 22:23 - ID: 10,
    აუ მე მივალ და ყველას გაფრთხილებთ რომ უკვე მოგებული ვარ!!!! :D

  • liliana თქვა:
    23 მაი 2013 22:07 - ID: 9,
    [quote=keso_love] lol lol
    [quote=psiqologia მადლობა feel

  • marika0704 თქვა:
    23 მაი 2013 22:01 - ID: 8,
    იმედი მაქვს წელს კარგი გარეგნობის გოგონები იქნებიან.

  • elenuca44 თქვა:
    23 მაი 2013 19:32 - ID: 7,
    ბექა მონაწილეეობს როგორ მიხარიაა love

  • psycho თქვა:
    23 მაი 2013 19:07 - ID: 6,
    მე მინდა ძაან ბედის ცდა მაგრამ არ ვარ ჩემ თავში დარწმუნებული :( თანხა რამდენი უნდა რეგისტრაციას იცით ვინმემ%3F>

  • psiqologia თქვა:
    23 მაი 2013 18:45 - ID: 5,
    liliana
    სულაც არა, კარგი ფორმები გქონია request

  • keso_love თქვა:
    23 მაი 2013 18:20 - ID: 4,
    ციტატა: liliana
    დიდი სიამოვნებით მივიდოდი ჩემი პარამეტრები 112-70 -98 რომ არ ...ალბათ სკამი მომხვდება თავში... lol lol

    მაგ ფორმებშიც გენაცვალე love

  • lul თქვა:
    23 მაი 2013 18:03 - ID: 3,
    ვინ მოიგებს ნეტა ვინმე ნორმალური იქნებოდეს

  • ravierti თქვა:
    23 მაი 2013 17:57 - ID: 2,
    ნუ მანდ მარტო მონაწილეობისთვის თუ მიხვალ თორე უკვე წინასწარ იცის იაკომ ვინ იქნება გამარჯვებული wink

  • liliana თქვა:
    23 მაი 2013 17:36 - ID: 1,
    დიდი სიამოვნებით მივიდოდი ჩემი პარამეტრები 112-70 -98 რომ არ ...ალბათ სკამი მომხვდება თავში... lol lol

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top