;
24 მაი 2013      Tatia_M.     17 კომენტარი     ნანახია 4087-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები

ერთად გავაცილოთ კალა
გთავაზობთ კახის ბიოგრაფიას და მის საკლუბო და სანაკრებო მიღწევებს
კახა კალაძე (დ. 27 თებერვალი, 1978) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. მილანში ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993-1997) და კიევის „დინამოში“ (1998-2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.

კარიერა საქართველოში კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში. მისი მამა, კარლო კალაძე, სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე. 1993 წელს კახა თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც დებიუტი 1993–1994 წლების სეზონში ჰქონდა, 16 წლის ასაკში. კალაძემ 82 საჩემპიონატო მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. 1998 წელს კალაძე მონაწილეობდა საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრაში, რომელიც 0-0 დასრულდა. მისი თქმით, კრისტიან ვიერის წინააღმდეგ კარგმა თამაშმა განაპირობა კიევის „დინამოს“ დაინტერესება ქართველი მცველით.
ერთად გავაცილოთ კალა

კიევის „დინამო“ 1998 წლის იანვარში კახა კიევის „დინამოში“ 280 000 ევროდ გადავიდა და 4–წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ორნახევარი სეზონის განმავლობაში მან 71 საჩემპიონატო შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში უკრაინული კლუბის პრეზიდენტი გრიგორი სურკისი , ხოლო მთავარი მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი იყო. კალაძემ „დინამოსთან“ ერთდ ზედიზედ 3–ჯერ მოიგო ჩემპიონატი. კალაძემ მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის 1998–1999 წლების გათამაშებაში, სადაც „დინამომ“ გზიდან ჩამოიცილა მადრიდის „რეალი“ და ლონდონის „არსენალი“ და მიაღწია ნახევარფინალამდე, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ ორი თამაშის ჯამში 3–4 დამარცხდა.
ერთად გავაცილოთ კალა

„მილანი“ კახა კალაძე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში კიევის „დინამოს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა. თავდაპირველად კალაძე სხვადასხვა პოზიციებზე ისინჯებოდა და იააპ სტამისა და კაფუს ადგილებზეც ჩნდებოდა. 2002-2003 წლების სეზონში „მილანის“ შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 27 სერია A–ში. ამ წელს „მილანმა“ მოიგო იტალიის თასი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა. ფინალში, პენალტების სერიაში, კალაძემ გააფუჭა პენალტი. კალაძე გახდა პირველი და ჯერ–ჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2003-2004 წლების სეზონში კალაძემ სერია A–ში 6, საერთო ჯამში კი 11 მატჩი ჩაატარა. შემდეგ სეზონში კი იტალიის ჩემპიონატში 19, ჩემპიონთა ლიგაში კი 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ორივე ტურნირში „მილანმა“ მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულთან“ 3-3 დასრულებულ შეხვედრაში ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია, მიზიზად კი მისი ლონდონის „ჩელსიში“ ერნან კრესპოს სანაცვლოდ 24 მილიონ ფუნტად სავარაუდო გადასვლა დასახელდა. საბოლოოდ „ჩელსიმ“ მის მაგივრად ასიერ დელ ორნო შეიძინა, კალაძემ კი ამ ვარიანტის ჩაშლის შემდეგ განაცხადა რომ გახარებული იყო. 2006 წლის 4 სექტემბერს კახა კალაძემ „მილანთან“ 2011 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. 2005-2006 წლების სეზონში პაოლო მალდინის ტრავმის გამო კალაძემ თავის საყვარელ ადგილას, დაცვის ცენტრში გადაიწია. ეს სეზონი „მილანმა“ იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე დაასრულა. 2006-2007 წლების სეზონში კახამ „სამპდორიას“ კარში გოლი გაიტანა. ეს იყო მისი ერთადერთი გოლი სეზონში. რვაქულიანი დანაკლისის მიუხედავად მილანმა იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. 2007 წლის 23 მაისს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულის“ 2–1 ძლევის შემდეგ კალაძემ მეორედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. იგი შეცვლაზე 79–ე წუთზე შევიდა. 2007 წლის დეკემბერში კალაძემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, დაამარცხა რა არგენტინული ბოკა ხუნიორსი 4–2. 2008-2009 წლების სეზონში კალაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, ჩაატარა 32 საჩემპიონატო თამაში, თუმცა 2008 წელს „ციურიხთან“ უეფა-ს თასის მატჩში მუხლის იოგების ტრავმა მიიღო და გუნდს გამოაკლდა. 2009 წლის 15 თებერვალს მილანურ დერბიში კახა კალაძის თამაში იტალიურმა არხმა Channel 4–მა შეაფასა როგორც „საშინელი შოუ“, რამაც გამოიწვია დაპირისპირება კალაძესა და ქართულ გაზეთ „ლელოს“ შორის, რომელმაც დაწერა იტალიურ მედიაში გამოქვეყნებილი მასალა. ეს სეზონი „მილანმა“ მესამე ადგილზე დაასრულა და 10 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „ინტერს“. კალაძის აზრით ეს გამოწვეული იყო გუნდში ტრავმების სიმრავლით.
ერთად გავაცილოთ კალა

„ჯენოა“ 2010 წელს კალაძეს სამი არჩევანი ჰქონდა - მილანში დარჩენა, სადაც იანვრამდე ვერ ითამაშებდა, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ საჩემპიონო განაცხადშიც კი არ შეიყვანა; „იუვენტუსსა“ და „ჯენოაში“ გადასვლა. ქართველმა ფეხბურთელმა სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე 1 საათით ადრე „ჯენოაში“ გადასვლა გადაწყვიტა. 2010 წლის 31 აგვისტოს კალაძე საფეხბურთო კლუბ „ჯენოაში“ გადავიდა და მასთან 2-წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი. „ჯენოაში“ კალაძემ ორი სეზონის მანძილზე 53 მატჩი ჩაატარა. 2012 წელს კალაძემ კარიერა დაასრულა.
ერთად გავაცილოთ კალა

სანაკრებო კარიერა კალაძის სანაკრებო კარიერა 1996 წლის 27 მარტს კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგა. იგი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად. ერთი წლის შემდეგ ლიბანის ნაკრების წინააღმდეგაც იქნა გამოძახებული. ოფიციალური დებიუტი შედგა 1997 წლის 14 ივნისს 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩში პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ. კალაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო ევრო 2000-ის შესარჩევი ციკლის რამდენიმე მატჩში. გიორგი ნემსაძის არყოფნაში კალაძე დროდადრო კაპიტნობდა ხოლმე გუნდს. კალაძე მონაწილეობდა 2002 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის ყველა მატჩში. 2002 წელს გაიტაცეს კალაძის ძმა ლევანი. კალაძემ მის გათავისუფლებამდე საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა, თუმცა ევრო 2004-ის შესარჩევი ციკლის წინ მაინც დაბრუნდა ნაკრებში და ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა. ასევე ყველა მატჩი ითამაშა კალაძემ მუნდიალი 2006-ის შესარჩევ რაუნდში. კალაძემ, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. კალაძემ თავისი ერთადერთი გოლი ნაკრებში 2008 წლის 6 თებერვალს, ლატვიელებთან 3–1 წაგებულ ამხანაგურ თამაშში გაიტანა. 2009 წლის 5 სექტემბერს მუნდიალი 2010-ის შესარჩევი ციკლის თამაშში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ კალაძემ საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანა. ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლი უკანასკნელი იყო კალაძის სანაკრებო კარიერაში. ის ნაკრების კაპიტანი იყო და მალტის ნაკრებტან საშინაო მატჩში საგოლე პასი გააკეტა. შესარჩევი ციკლის დასრულების შემდგომ, 2011 წლის 11 დეკემბერს კახა კალაძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ერთად გავაცილოთ კალა
ერთად გავაცილოთ კალა
ერთად გავაცილოთ კალა
ერთად გავაცილოთ კალა

31 მაისს დინამო არენაზე უამრავი ცნობილი ფეხბურთელი მოიყრის თავს, გთავაზობთ გრაფიკულ გამოსახულებას
ერთად გავაცილოთ კალა
ერთად გავაცილოთ კალა


ვიდეო რგოლი სადაც მილანის ლეგენდები ქართულად საუბრობენ



კატეგორია: ქართველები
Tags:

17


  • WTF თქვა:
    26 მაი 2013 05:41 - ID: 17,
    ციტატა: Nanuka.
    მართლა რომ იმ ორ გოლს გადააყოლეს, დამისახელეთ კალაძის გარდა ერთი ფეხბურთელი, რომელიც ასეთი ტიტულოვანია. კალას გარდა არც ერთ ქართველს არასდროს მოუგია ჩემპიონთა ლიგა. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ქართველი ფეხბურთელებიდან კალასნაირი აღიარებული არავინ ყოფილა და დარწმუნებული ვარ თვითონაც ძალიან განიცდის იმ ორ ავტოგოლს.



    ბერას ავტოგოლს მოუსმინეთ და გაიგებთ მაგ გოლების ამბავს!!!

  • Nanuka. თქვა:
    25 მაი 2013 23:39 - ID: 16,
    მართლა რომ იმ ორ გოლს გადააყოლეს, დამისახელეთ კალაძის გარდა ერთი ფეხბურთელი, რომელიც ასეთი ტიტულოვანია. კალას გარდა არც ერთ ქართველს არასდროს მოუგია ჩემპიონთა ლიგა. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ქართველი ფეხბურთელებიდან კალასნაირი აღიარებული არავინ ყოფილა და დარწმუნებული ვარ თვითონაც ძალიან განიცდის იმ ორ ავტოგოლს.

  • katokato თქვა:
    25 მაი 2013 22:17 - ID: 15,
    მაგარი ფეხბურთელია გოლი თავის კარში ბევრს გაუტანია ეხლახანს ბარსამაც გაიტანა და რა მერე ბურთი მრგვალია.მთავარი ისაა რომ უმაგრესი ფეხბურთელია და ბევრი რამ ააქვს გაკეთებული ფეხბურთში
    ნესტა რატო არ არიიიის თან ეგ და კალა მებობრობენ არადა უნდა ყოფილიყო

  • Ana smiley თქვა:
    25 მაი 2013 15:42 - ID: 14,
    ციტატა: ana_anano
    ფეხბურთიდან წასვლას პოლიტიკიდან წასულიყო ჯობდა :D

    მართლაც

  • TiKKaa RonaLDoo თქვა:
    25 მაი 2013 13:27 - ID: 13,
    ძალიან კარგი ნიუსია! love
    კალაძეე მაგარი ფეხბურთელი და ასევე ადამიანიც! love love
    გადააყოლეს იმ 2გოლს!მეტი არაფერი რომ არ გაუგიათ კალაძის შესახებ!
    ნამდვილად იმსახურებს ღირსეულად გაცილებას კალაძე დიდი ფეხბურთიდან!
    ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია,რომელმაც ორჯერ მოიგო "ჩემპიონთა ლიგა".
    მე მივდივარ 31 მაისს მისს გაცილებაზე.

  • rukuta თქვა:
    25 მაი 2013 11:33 - ID: 12,
    მაგარი ფეხბურთელი და ადამიანია <3 love მიხარია რო ესეთი რაგაცა ხდება love

  • Scouser Kate თქვა:
    25 მაი 2013 10:24 - ID: 11,
    ციტატა: niniko
    ისე 2 გოლი საკუთარ კარში-საქართველოში და მილანში 1 გოლი ესეც საკუთარ კარში ტეხავს ძაან winked

    მაგ ავტოგოლების დედაც ჯეკ.. მაგდენს ვერც ერთი ქართველი ფეხბურთელი ვერ მიაღწევს მგონი რასაც კალამ მიაღწია

  • salYyY თქვა:
    25 მაი 2013 10:10 - ID: 10,
    დატყნეს რა ის ორი გოლი..
    არა და მაგარი კაცია .. ;))

  • TaakuuSha თქვა:
    25 მაი 2013 08:20 - ID: 9,
    შევჩეეეეენკოოსს გამო უნდა წავიიდე ;დდდ
    ისეე კალაძე რასიმპატიურია ;დ

  • WTF თქვა:
    25 მაი 2013 07:54 - ID: 8,
    ციტატა: niniko
    ისე 2 გოლი საკუთარ კარში-საქართველოში და მილანში 1 გოლი ესეც საკუთარ კარში ტეხავს ძაან winked


    "კალა კალა კალაძემ აბურთავა ბოღმები" თუ როგორცაა ბერას ერთ ერთ სიმღერაში. ალბათ ძნელი მისახვედრი არაა რატომაც fellow

  • Ggvantsa თქვა:
    24 მაი 2013 23:50 - ID: 7,
    ციტატა: niniko
    ისე 2 გოლი საკუთარ კარში-საქართველოში და მილანში 1 გოლი ესეც საკუთარ კარში ტეხავს ძაან winked

    ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო 2-ჯერ და საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გაიტანა smile მოდი ნუ გადააყოლებთ რა იმ ერთ მატჩს, მოძველდა უკვე ეგ ღადაობაა თუ რაღაც, ტეხავს smile

  • Smile:) თქვა:
    24 მაი 2013 23:49 - ID: 6,
    აუცილებლად წავალ. მართლაც ღირსია საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ღირსეულად გავაცილოთ!

  • Monica Bellucci თქვა:
    24 მაი 2013 23:05 - ID: 5,
    სიახლე არაჩვეულებრივია ფავორიტებში :) ეს ადამიანი კი ჩემი აზრით,ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ გაცილებას.

  • ana_anano თქვა:
    24 მაი 2013 22:43 - ID: 4,
    ფეხბურთიდან წასვლას პოლიტიკიდან წასულიყო ჯობდა :D

  • niniko თქვა:
    24 მაი 2013 22:37 - ID: 3,
    ისე 2 გოლი საკუთარ კარში-საქართველოში და მილანში 1 გოლი ესეც საკუთარ კარში ტეხავს ძაან winked

  • Laaaa თქვა:
    24 მაი 2013 22:33 - ID: 2,
    ნამდვილად იმსახურებს გაცილებას! love

  • psiqologia თქვა:
    24 მაი 2013 22:14 - ID: 1,
    კარგი ფეხბურთელი იყო ნამდვილად!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top