;
30 მაი 2013      ANGEL     41 კომენტარი     ნანახია 23531-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, თბილისი style, for ANGEL.ge



ნინი ზარქუა ქართველი მოდელი და ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. გამორჩეულად დახვეწილია ნინის სტილი, ამიტომ მოვიწვიეთ ამ პროექტში გადასაღებად. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ამჟამად რუსეთში თამაშობს, ნინი კი შვილებთან ერთად საქართველოშია და მეუღლეს პერიოდულად სტუმრობს.

ნინი ზარქუა ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია; ჟურნალისტი: თათია მსხვილიძე





თქვენი სტილი გამორჩეულია და ფეხდაფეხ მიყვებით მოდას, ხშირად შეგვინიშნიხართ ცნობილი ბრენდების ნივთებში გამოწყობილი. როგორ არჩევთ მოდის ტენდენციებს, როგორ ეცნობით მათ და შოპინგ-ლოკაციები, სადაც ანახლებთ გარდერობს და რა სიხშირით

❝ ძალიან ხშირად მიწევს ევროპაში სიარული და იქ ვშოპინგობ, საქართველოშიც, თბილისში ძირითადად ქართველი დიზაინერების სამოსს ვყიდულობ. მოდას თუ მივსდევ, ასე ძალიან რთულია მოდას მიყვე იმიტომ, რომ ტენდენციები იცვლება ძალიან ხშირად და ძალიან დიდი ფულია საჭირო რომ მოდას მისდიო. მაგალითად, როგორც ანა დელა რუსოა, აი ის მართლა მისდევს მოდას, ჩემზე მიმაჩნია რომ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, რომ - მივსდევ მოდას. მე არ მივსდევ მოდას, მე მაცვია ის, რაც მე მინდა და რაც მე მომწონს. არის ისეთი რაღაცეები მოდაში,მაგალითად ტოპები, რომლებსაც მე არ ჩავიცვამ და ჩემს სტილში არ ჯდება. შეიძლება 3-4 წლის წინანდელი ნაყიდი ტანისამოსი ჩავიცვა და ისე წარმოვაჩინო, თითქოს ახალი და მოდურია ❞



# 1 ლუქი: სახლში, ინტერვიუს დროს
ნახატი: ოლეგ ტიმჩენკო





არ არის საჭირო გეცვას ძალიან ბრენდული ტანისამოსი რომ გამოიყურებოდე მოდურად, ჩემს მაგალითზე გეტყვით მიუხედავად იმისა რომ გარდერობში ძალიან ბევრი ბრენდი მაქვს, სულ ბრენდები არ მაცვია, შემიძლია ლუქი ავაწყო H&M -ში,Topshop-ში , zara-ს იშვიათად, აი მანგოს საერთოდ არ ვიყენებ. არა ბრენდული და არც ძალიან ძვირიანი ბრენდისაგან შეიძლება რომ აიწყოს ძალიან კარგი ლუქი. ვისაც არ აქვს საშულება რომ ბრენდები ეცვას, შესაძლებელია ქართველი დიზაინერების ტანისამოსის შეძენა, რომლებიც საკმაოდ იაფი ღირს თბილისში. ჩემ ლუქში ფეხაცმელი და ჩანთა ყოველთვის არის ძვირადღირებული, ეს ორი რამ არის სტილის განმსაზღვრელი, და მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მათ. ძალიან მიყვარს საათები და ვცდილობ, რომ ყოველთვის კარგი და ბრენდული საათი მეკეთოს.



❝ განსაკუთრებული თავის მოვლის საშუალებები არ მაქვს, მაგალითად რაღაც ნიღბები, ვფიქრობ რომ ჯერ არ მჭირდება, ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ და გადამეტება არ მჭირდება. აუცილებლად ვურჩევ ყველას ვისაც სჭირდება, მიხედოს თავს და გაიკეთოს თუნდაც ბოტოქსი. ესაა ადამიანის კულტურა, თუ გჭირდება აუცილებლად უნდა გაიკეთო და მიხედო საკუთარ თავსა და გარეგნობას, გააჩნია როგორი შესაძლებლობა გაქვს იმის და მიხედვით რა თქმა უნდა. ❞

# 2 ლუქი: სახლში, "თავისუფალ დროს"






# 3 ლუქი: ვაკის პარკში ძაღლთან ერთად



დასთან ერთად



ნინი ზარქუა =  5 looks
ესწრებით თუ არა ამისულას თამაშებს. და ყოველთვის საინტერესო იყო - ვისთან ერთად და როგორ გამოწყობილები ადევნებენ თვალს ფეხბურთელის ცოლები მეუღლეების თამაშს

საქართველოს ნაკრების თამაშებს თუ კი თბილისშია აუცილებლად ვესწრები, საფრანგეთშიც ვიყავით ცოტა ხნის წინ და მატჩსაც დავესწარი სალომე ღვინიაშვილთან ერთად. ესპანეთშიც ვაპირებთ წასვლას. ლუქი ძალიან თავისუფალი მაქვს, სპორტული სტილი, არანაირი გადაპრანჭვები. ჩემი ქმარი რუსეთში თამაშობს და ძალიან არ მომწონს, როცა ვუყურებ იქაურ ცოლებს, რომლებიც 10 სმ-იან ფეხსაცმელებით დგანან და ზედმეტად გადაპრანჭულები არიან, ეს არის ჩემთვის ძალიან მიუღებელი. ❞

ქალიშვილი ანანო როგორც ინსტაგრამის ფოტოებიდან ჩანს საკმაოდ პრანჭია ტიპიური გოგოა, როგორ ანებივრებთ მას და რა ხდება მის გარდერობში

❝ ანანო - მის გარდერობში ძალიან ბევრი ფუშფუშა კაბები, ძალიან უყვარს დისნეის გმირების გამოსახულებიანი კაბები, ძალიან პრანჭიაა, თუმცა თავისი სტილი აქვს და მაგიჟებს მართლა, 4 წლისაა და როგორც თვითონ უნდა ისე იცვამს. ძალიან უყვარს მოკლე კაბები და წკაპუნა ფეხსაცმელები. ძალიან საყვარელი სტილი აქვს და დიდად არ ვერევი, იმიტომ, რომ მართლა მომწონს. ფუშფუშა კაბები კი ძირითადად სახლში აცვია.
ბიჭი დადის ფეხბურთზე, დინამოს აკადემიაში, ძალიან მოსწონს და უყვარს ფეხბურთი და დიდი სურვილი აქვს რომ როგორც მესი, ისეთივე წარმატებული ფეხბურთელი გამოვიდეს. მესი მისი საყვარელი ფეხბურთელია ❞

# 4 ლუქი: წყნეთის აგარაკზე შვილებთან ერთად





როგორია დღის განრიგი

❝ ჩვეულებრივი დღე - როცა ვიღვიძებ ბავშვებს სკოლაში და ბაღში გავუშვებ. ჯერჯერობით არ ვმუშაობ მეუღლისგან გამომდინარე, რადგან ძალიან ხშირად მიწევს მასთან გარკვეული დროთ ჩასვლა, ამიტომ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ მუშაობას. თუმცა როცა ორი შვილი და ოჯახი გყავს რა თქმა უნდა მასაც მოვლა სჭირდება. მეგობრებთანაც დიდ დროს ვატარებ, ამასთანავე ბავშვებიც დადიან წრეებზე: აუზე, ბალეტზე, ფეხბურთზე. მე დავდივარ ინგლისურზე და ვუღრმავდები ენას, ძალიან მინდა კურსები გავიარო ჯიპაში და მაქვს რაღაც გეგმები. ეხლა კიდე ზაფხული მოდის და ზღვის და გართობის დრო მოდის ❞






საყვარელი ადგილები თბილისში, სადაც ატარებთ თავისუფალ დროს

❝ ძალიან ბევრი საყვარელი ადგილი მაქვს თბილისში, მაგრამ ალბათ უფრო ფრანგული რესტორანი, ძალიან კარგად ვართ გოგოები მანდ. საერთოდ ყველაგან კარგად ვერთობი თუ კი ბევრნი და სამეგობრო წრე ვართ

პროფესიით დიპლომატი ხართ, იყავით ნატალის მოდელი, თუმცა მოდელობას თავი მიანებეთ. ნათქვამი გაქვთ, რომ მოდის ბიზნესი არ ვითარდება და მომავალს ვერ ვხედავო, დღეს მრავალი თქვენი მეგობარი მოდელი პოდიუმს დაუბრუნდა "მოწვეული სტუმრის" სტატუსით, შესაძლოა თუ არა front-row-დან პოდიუმზე გადაინაცვლოთ


instagram @zarquanini


პოდიუმს ალბათ აღარ დავუბრუნდები, როდესაც პირველი ფეშენ ვიკი იყო მაშინ გამოვედი 9 ჩვენებაზე, მას შემდეგ არა და არც ვაპირებ თუ კი ძალიან ახლობელი არ მთხოვს. თითქმის ყველა დიზაინერთან ვმეგობრობ, შეიძლება გამონაკლისად, "არასდროს" - ნამდვილად არ ვიტყვი, მე თვითონ არ მაქვს სურვილი რომ გამოვიდე. საერთოდ ძალიან კარგი თაობა მოდის, ძალიან მომწონს და სჯობს რომ მათ დავუთმოთ გზა.

ნინი ზარქუა =  5 looks
❝ ფეშენ ვიკის შეფასება ალბათ უფრო მოდის კრიტიკოსებს უნდა მივანდოთ. მთავარია ის, რომ ვითარდება და ძალიან მიხარია. 4 წლის წინ იყო, როცა 2 ფეშენ ვიკი ჩატარდა, საერთოდ თბილისში ყველაფერი რაღაც განსხვავებულად შემოდის. ეხლა რაღაც დარეგულირდა, დაბალანსდა. თაკო ჩხეიძეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მან თავის თავზე აიღო და ძალიან კარგად უძღვება და ართმევს თავს. ვფიქრობ რომ მომავლისთვის კიდევ უფრო დაიხვეწება.❞❞


როგორ დაახასიათებდით (აღწერდით) თქვენს სტილს

თავისუფალი, ,,ქეჟუალი’’ სტილი მაქვს. არ მიყვარს მაღლების ჩაცმაა, მიუხედავად იმისა, რომ როცა შოპინგზე მივდივარ საერთოდ დაბლებს არ ვუყურებ, სულ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვყიდულობ. ძალიან ბევრი მაქვს, თუმცა რამდენიმე წყვილი საერთოდ არც ჩამიცვამს იმიტომ, რომ არ მიყვარს, არაკომფორტულად გვრძნობ თავს, ასე რომ ჩემთან უფრო თავისუფალი სტილია ახლოს



# 5 ლუქი: წყნეთის აგარაკზე





ცხოვრობთ საქართველოში, ხომ არ აპირებს ოჯახი ქვეყნის დატოვებას

ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ, გამომდინარე იქედან რომ ბავშვები სკოლაში ბაღში დადიან, მეუღლესთან თვე ან თვენახევრით ჩავდივარ, ისე რომ მაგალითად ერთი წლით წავიდე არა ❞



ნინი ზარქუა ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია; ჟურნალისტი: თათია მსხვილიძე

კატეგორია: ქართველები, თბილისი style, for ANGEL.ge
Tags: 5looks, angel.ge-სთვის, 5 looks, ინტერვიუ, ნინი ზარქუა

41


  • tetete თქვა:
    2 ივნისი 2013 21:57 - ID: 40,
    ერთი სოფლელი გოგოა!

  • nini:)(: თქვა:
    31 მაი 2013 14:18 - ID: 37,
    ლამაზი გოგოა მომწონს , მაგრამ ისე ლაპარაკობს თითქოს მარსიდან იყოს ჩამოფრენილი:D
    როცა ამბობს ქართველი დიზაინერებთან იაფია ტანსცმელი და ვისაც არ გაქვს საშუალება იქ შეიძინეთო ვერ მივხვდი მაგას, ქართველი დიზაინერები რო ადებენ ფასებს მგონი შანელი არ ღირს:D

  • inano თქვა:
    31 მაი 2013 12:36 - ID: 36,
    ასეთი მოდელები რომ გვყავს იმიტომ ვარტთ ჩამორჩენილები :D :D :D

  • Smiley :) თქვა:
    30 მაი 2013 18:43 - ID: 35,
    მის ინსტაგრამზე შევედი და იმდენი ვინმეს პროფილი დავათვალიერე, ამას რომ მიხვდი ჩემ თავზე გამეცინა wink
    დახატული ბავშვები ყავს, თვითონაც არაუშავს, კაი სტილი აქვს.

  • SuZiii თქვა:
    29 მაი 2013 23:55 - ID: 34,
    რა ლამაზი შვილი ყავსს გოგო love

  • katskatss თქვა:
    29 მაი 2013 23:20 - ID: 33,
    ძაან ლამაზი გოგოა!აი ძაან ლამაზი და სულ კარგ სტილზეა!მე ძაან მომწონს ))

  • Ana smiley თქვა:
    29 მაი 2013 22:57 - ID: 32,
    ლუქები ყველა შესანიშნავი იყოო მომეწონა love

  • Takkk... თქვა:
    29 მაი 2013 21:15 - ID: 31,
    ჩემი დაქალის დეიდაა <3 <3 ძაან საყვარელი გოგოა და ძალიან მომწონს love

  • barbare tsirekidze თქვა:
    29 მაი 2013 21:03 - ID: 30,
    მართლა ძაან მაგრა აცვია და ძაან ლამაზია მაგრამ მომწონს <3 <3 <3

  • Countess A. თქვა:
    29 მაი 2013 19:04 - ID: 29,
    არვიცი, რაც გინდათ ის მიწოდეთ: შურიანი, ბოღმა და ასე შემდეგ, მაგრამ არანაირად არ მომწონს "ფეხბურთელთა ცოლები".. ტიპიური, არაფრით განსხვავებული ადამიანები არიან.. ყველაზე მეტად რაც თვალში მხვდება ესაა მათი ინტელექტის დონე.. თითქოს ყველანი ერთმანეთს გვანან:"ლამაზები", "დახვეწილები", "გემოვნებიანები"..

  • lady_tamo თქვა:
    29 მაი 2013 19:01 - ID: 28,
    ანგელოზებივით ბავშვები ყავს
    გარეგნობითაც და სტილითაც ძალიან დახვეწილია, ჩემი დიდი სიმპათია დაიმსახურა
    დიდი მადლობა ელენესა და თათიას ამ შესანიშნავი ნიუსისთვის

  • NiNi_N თქვა:
    29 მაი 2013 18:34 - ID: 27,
    როგორ მომწონს, ძალიან საყვარელია ♥

  • gvancii111 თქვა:
    29 მაი 2013 17:46 - ID: 26,
    ულამაზესი და უსაყვარლესი გოგოა ..
    ძალიან კარგად იცვამს , გემოვნებიანია.
    ძალიან კარგი ოჯახი ყავს ლამაზი შვილები.. request

  • Afrodite...♥ თქვა:
    29 მაი 2013 17:19 - ID: 25,
    ძალიან ლამაზი გოგოა, უმშვენიერესი ოჯახით და შვილებით, ორივე უსაყვარლესია. სტილიც კარგი აქვს და გემოვნებიანია, ვფიქრობ რომ ასეთი გოგო იმსახურებს უფრო ცნობილი და წარმატებული იყოს საქართველოში love

  • amanda თქვა:
    29 მაი 2013 16:56 - ID: 24,
    დელა რუსოს გავლენა იგრძნობა მის სტილში :D საყვარელი გოგოა,მაგრამ მე დიდად არ მომწონს,ფეხბურთელების ცოლებიდან ყველაზე მეტად სალომე ღვინიაშვილი და ანუკი არეშიძე მომწონს,როგორც ფიზიკურად ისე დახვეწილი სტილით

  • candice თქვა:
    29 მაი 2013 16:06 - ID: 23,
    ძაან ლამაზი გოგოა და სუ არ ეტყობა რო ორი შვილი ყავს გაჩენილი

  • nnniiiaaa_1991 თქვა:
    29 მაი 2013 15:37 - ID: 22,
    სალომე ღვინიაშვილზეც გააკეთეეეთ რაა

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top