;
3 ივნისი 2013      ANGEL     10 კომენტარი     ნანახია 3286-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები

ბავშვთა დღე მაკდონალდსში
1 ივნისს მაკდონალდსი მზრუნველობა მოკლებულ და
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მასპინძლობს


1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს მაკდონალდსი მზრუნველობა მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 250-მდე ბავშვს უმასპინძლებს და ზეიმს მოუწყობს. მაკდონალდსის მენეჯმენტის ინფორმაციით, კომპანია სპეციალურად მასპინძლობს ამ ბავშვებს, რადგანაც მაკდონალდსში არსებობს შესაფერისი ინფრასტრუქტურა მათ მისაღებად.

ბავშვებისთვის მომზადებულია სპეციალური გასართობი პროგრამა - სახალისო თამაშები, ჰეფი მილი, საჩუქრები, სახის მოხატვა და სხვა სიურპრიზები. ბავშვების ძირითადი ნაწილი წერეთლის გამზირზე არსებულ ფილიალს ესტუმრება, რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ეს არის შენობამდე მისასვლელი სპეციალური პანდუსები და საჭირო ოთახი. ასევე მოწვეული ბავშვები საბურთალოზე მდებარე მაკდონალდსშიც ისიამოვნებენ.

“გარდა ამისა, დღევანდელ დღეს ჩვენ არ დავივიწყეთ მოზარდები, რომლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, და მათაც უკვე ადგილზე გავუმასპინძლდებით მონატრებული მენიუთი”
-აცხადებს მაკდონალდსის დირექტორი თენგიზ კაპანაძე.

მისივე თქმით, მაკდონალდსი ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს ბავშვებზე და ცდილობს მუდამ შესთავაზოს მათ სიახლეები, მოუწყოს სასიამოვნო სიურპრიზები. ეს არის საქველმოქმედო ხასიათის აქცია, რომელსაც ბავშვთა საერთაშორისო დღეს ტრადიციულად ვახორციელებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ იმ ბავშვებისათვის, ვისაც ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საკითხია საზოგადოებაში ინტეგრაცია. „ამ სახით, ამჯერადაც ჩვენს პატარა სტუმრებს გვინდა განსაკუთრებული დღესასწაული მოვუწყოთ და ვასიამოვნოთ, გავახაროთ საჩუქრებით და სხვადასხვა გასართობი პროგრამებით“ - აღნიშნავს თენგიზ კაპანაძე. ბავშვთა დღე მაკდონალდსში

მაკდონალდსი გლობალური ქველმოქმედების მიმართულებით გამორჩეული კომპანიაა.
ყველაზე მასშტაბურია აქცია „ McHappy Days “, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის ნოემბერში ტარდება და საქართველოში “ბედნიერი დღეები მაკდონალდსში”-ს სახელით არის ცნობილი. აღნიშნული აქციის ფარგლებშიც მაკდონალდსი სხვადასხვა სახით ეხმარება ბავშვებს, რომელთაც აქვთ ამის საჭიროება, ეს იქნებიან იგივე მზრუნველობა მოკლებული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თუ სხვადასხვა სნეულებათა მატარებელი ბავშვები. მაგალითისთვის, შარშან საქველმოქმედო აქციდან დაგროვილი თანხით დაფინანდა სიმსივნით დაავადებული 5 ბავშვის მკურნალობა, რომელთაც არ შესწევდათ უნარი საკუთარი სახსრებით დაეფარათ საჭირო მკურნალობის თანხები.

მაკდონალდსი არის რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელი. მსოფლიოს 119 ქვეყანაში მაკდონალდსის 34,000-ზე მეტი რესტორანი ყოველდღიურად დაახლოებით 68,000,000 ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 6 ფილიალი აქვს - ოთხი თბილისში, და ერთი ქუთაისსა და ბათუმში.










კატეგორია: ქართველები
Tags:

10


  • 777 ANA 777 თქვა:
    4 ივნისი 2013 20:49 - ID: 10,
    ციტატა: ELE-elene
    მართლა კარგია, რომ ბავშვებს ეხმარებიან და თუნდაც ერთ დღეს ულამაზებენ, თუმცა იმდენად არაჯანსაღი საჭმელები აქვთ, რომ რა ვიცი :)) რატომ გიჟდება ხალხი ვერ ვხვდები..

    კი მართლა არაჯანსაღი საჭმელი კი აქვთ და ყველამ იცის, მარა მაინც ყველას უყვარს..მეც ძალიან მიყვარს თუმცა არ მეშინია იმიტომ რო ბოლოს როდის ვჭამე არც მახსოვს :D მაინც კაია პატარები გაახარეს მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ feel

  • Bao თქვა:
    4 ივნისი 2013 19:54 - ID: 9,
    რა კარგია გაახარეს ბავშვების გულები, ნატურალური პროდუქტი რომ იყოს უფრო კარგი იქნებოდა wink

  • meducha თქვა:
    4 ივნისი 2013 18:42 - ID: 8,
    love

  • ELE-elene თქვა:
    4 ივნისი 2013 18:24 - ID: 7,
    მართლა კარგია, რომ ბავშვებს ეხმარებიან და თუნდაც ერთ დღეს ულამაზებენ, თუმცა იმდენად არაჯანსაღი საჭმელები აქვთ, რომ რა ვიცი :)) რატომ გიჟდება ხალხი ვერ ვხვდები..

  • Ana smiley თქვა:
    3 ივნისი 2013 23:47 - ID: 5,
    რა კარგიაა

  • elga თქვა:
    3 ივნისი 2013 21:45 - ID: 4,
    ყოჩაღ მართლაც დასაფასებელი და გასახარია ამ ბავშვებს რო აჩუქეს ულამაზესი დღე

  • chyipina თქვა:
    3 ივნისი 2013 21:10 - ID: 3,
    ყოოოჩაღ მაკდონალდს, უფრო შემიყვარდი :3

  • Holly ❤ Shit თქვა:
    3 ივნისი 2013 20:51 - ID: 2,
    ძალიან კარგი სიახლეა.
    რა კარგები არიან

  • ANGEL თქვა:
    3 ივნისი 2013 20:35 - ID: 1,
    რა კარგი, ლამაზი ბავშვები არიანნნ love
    ვაჰ, არ ვიცოდი მაკდონალდსის ქველმოქედების შესახებ, დავაფასე:)

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top