;

31 May 2013      ANGEL     Views 3301    
Category: Georgians



1 ივნისს კუს ტბაზე


1 ივნისს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რომელიც ასევე უნარშეზღუდულ ბავშვთა ინტეგრაციას ისახავს მიზნად. 12:00 საათიდან ყველა ბავშვი ერთად დახატავს, ითამაშებს ფეხბურთს, მაგიდის ჩოგბურთს, გააკეთებენ სათამაშოებს და დაკავდებიან სხვა აქტივობებით იქ მისულ ბავშვებთან ერთად.

1 ივნისს კუს ტბაზე - სპორტული შეჯიბრებები, კონცერტი, SOS ბავშვთა სოფლის -მხიარული ავტობუსი, ხრიდოლი, გამოფენა, ილუზიონისტი, წიგნების კუთხე, ეკო სკოლა - მცენარეების გამოფენა-გაყიდვა, ზღაპრის გმირები, საბავშვო თამაშები!




"ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" - ვებ-გვერდი: www.cync.ge
ფეისბუქზე: www.facebook.com/cync.ge

1 ივნისს "თბილისი მოლში"


ხოლო 1 ივნისს, 11 საათიდან ასევე დაგეგმილია ღონისძიება სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი, კერძოდ მინდობით აღზრდაში განთავსებული ჯანმრთელი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის.

ორგანიზაცია ,,საქართველოს ბავშვები“ და სავაჭრო ცენტრი ,,თბილისი მოლი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მართავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი, კერძოდ მინდობით აღზრდაში განთავსებული 70 ბავშვისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.

ღონისძიების მიზანია მინდობით აღზრდის, როგორც ალტერნატიული მზრუნველობის ფორმის პოპულარიზება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შემთხვევაში. (ბავშვთა უფლებათა კონვენციის მუხლი 20 - მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოში აღზრდა)




ღონისძიება გაიმართება ,,თბილისი მოლში“, მეორე სართულზე, სადაც იგეგმება:
• ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ბავშვების ნახატების გამოფენა, ბავშვები ადგილზეც შეძლებენ მხატვართან ერთად ჩაერთონ ხატვით აქტივობაში;
• ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მიერ წარმოდგენილი იქნება მინი საბალეტო წარმოდგენა;
• ბავშვები ჩაერთვებიან გასართობ-შემეცნებით თამაშებში ზღაპრის გმირების მონაწილეობით, სახის მოხატვა, თეატრალიზებული წარმოდგენა და სხვა;
• ღონისძიების განმალობაში ბავშვებს მხარდამჭერი კომპანიები: ,,ბარამბო“, ,,ზედაზენი“ და ,,კენდი“ გაუმასპინძლდებიან ტკბილეულით;
• ღონისძიების შემდეგ, ბავშვებს გადაეცემათ საბავშვო წიგნები ჰიპერმარკეტ ,,კარფურისაგან“.

ღონისძიებას დაესწრებიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ლომიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები

ღონისძიების ადგილი: ,,თბილისი მოლი“ , მეორე სართული


„საქართველოს ბავშვები“ - ვებ-გვერდი: www.cog.ge
ფეისბუქზე: www.facebook.com/ChildrenofGeorgia


Category: Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top