;
15 ივნისი 2013      ANGEL     10 კომენტარი     ნანახია 7244-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge



Tbilisi Open Air 2013 დინამო არენაზე ჩატარებული 5 ივნისის ამსახველი ფოტო მასალა განთავსდა ენჯელ.ჯი-ს ფეისბუქის ფოტოალბომში: Tbilisi Open Air - 5 ივნისი - angel.ge, რომელმაც ჩვენმა წარმომადგენელმა გადაიღო.

ასევე თქვენი ფოტოების მოძებნა შეგიძლიათ tbilisiopenairs.photos -ს სახელით შექმნილ ფეისბუქის გვერდზე, თუ რა თქმა უნდა ესწრებოდით ფესტივალს : )


Tbilisi Open Air 2013 FUN & Backstage by MusicBox
Tbilisi Open Air-ის ყველაზე სახალისო მომენტები - რა ხდებოდა კულისებში?!

Official Site - www.musicbox.ge
Facebook facebook.com/MusicBoxGeorgia



ნეგატიური გამოხმაურებების საპასუხოდ facebook.com/tbilisiopenair -მა პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც შემგოთავაზებთ, ჩვენ კი მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს შესანიშნავი ფესტივალისთვის <3

facebook.com/tbilisiopenair: უპირველეს ყოვლისა, თავს ვალდებულად ვთლით, რომ მთლიანად ფესტივალისა და მისი საორგანიზაციო ჯგუფის სახელით ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რაც Modeselektor-თან დაკავშირებით მოხდა. ტექნიკური მიზეზებისა და დაგვიანების ხარვეზების გამო, მათი გამოსვლა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, წარმოადგენდა თუ არ წარმოადგენდა ჯგუფი ჰედლაინერს ამ ფესტივალზე, ასი პროცენტით გასაგებია იმ ადამიანების იმედგაცრუება, რომლებიც მათ (თუნდაც არა მარტო მათ) მოსასმენად იყვნენ ფესტივალზე. ერთადერთი, რაც ახლა შეგვიძლია გითხრათ, არის რომ ბენდთან ლაპარაკის შედეგად, გვაქვს დიდი იმედი, რომ უახლოეს მომავალში მათ კვლავ ვიხილავთ საქართველოში. ამ მომენტისათვის უკვე რაც შეგვიძლია გამცნოთ, არის რომ ფესტივალის სამაჯურის მქონე ადამიანები (იმ შემთხვევაში თუ ეს სამაჯური შეინახეს/შეინახავენ) ბენდის მომავალ ლაივს დაესწრებიან უფასოდ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოვასწოროთ. აგრეთვე ძალიან ვნანობთ, რომ ბენდის ვერ გამოსვლის შესახებ (რომელიც გარემოებათა გამო ბოლო საათში გადაწყდა) დროულად ვერ შეგატყობინეთ და ამ ინფორმაციის გაჟღერება დაცვის წევრებს მოუწიათ.




რამდენჯერმე გაიჟღერა უკმაყოფილებამ ბილეთების ფასის შესახებ - მეგობრებო, ბილეთების ფასი 3 ლარითაც ვერ იქნებოდა უფრო იაფი. ეს არის ზღვარი, რომლის იქითაც უბრალოდ ვერ ჩავატარებდით ფესტივალს. ბევრს ჰგონია რომ ფესტივალი მარტო არტისტების ჰონორარი ჯდება. სინამდვილეში ეს ზღვაში წვეთია იმ სამუშაოების ხარჯთან და რესურსთან შედარებით, რაც ამხელა ივენთის ჩატარებას სჭირდება. წარმოიდგინეთ - 1000 კაცი მარტო დაცვა გახლდათ. მარტო შემოგარენის სტაფი 800 კაცს შეადგენდა. და ეს მთლიანი პროდაქშენის ნახევარიც არაა.

ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ, რომ შეიძლება კონცერტისათვის რამდენიმე კვირა (ან თვე) აგროვებდე ფულს, და საღამოს ლუდის დალევის ალტერნატივად კი არ განიხილო, არამედ მოვლენად, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწრო.







facebook.com/tbilisiopenair:ხალხნო, რეალურად გუშინდელი ივენთი თავისი მასშტაბით უპრეცედენტო იყო არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის ისტორიაში. მასშტაბს რომ თავი გავანებოთ, ზოგადად Open Air 2013 ის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ასეთი მოვლენები არა მარტო მუსიკალურ წრეებზე, არამედ ქვეყნის ავტორიტეტზე და პროგრესულობაზეც ახდენს გავლენას. აქამდე მოსასვლელად 5 წელიწადი დაგვჭირდა როგორც ჩვენ, ასევე თქვენ. ვინაიდან ამ ფესტივალს არა მარტო ჩვენ, არამედ თქვენც აკეთებთ. ნებისმიერი თქვენი კომენტარი, მოთხოვნა, კრიტიკა (მართლზომიერი თუ არამართლზომიერი), პოსტი, თუნდაც ლაიქი ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს - გვერდიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, მაგრამ გვერწმუნეთ, რომ ნებისმიერი თქვენი აქტივობა შემდეგ მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე მოქმედებს.

გაითვალისწინეთ, ამ ყველაფერს 10-15 კაცი გეგმავს რეალურად. ამის ცოცხლად გადატანა და ამ პროდაქშენის განხორციელება არის ჯოჯოხეთური შრომა. ჩვენც თქვენთან ერთად ვსწავლობთ, ვიხვეწებით და ვპროგრესირებთ. გაიხსენეთ, 5 წლის წინ სად ვიყავით - ასეთი არტისტების ერთად ნახვის ნატვრაც კი უაზრობა იყო. ახლა ხალხი უკვე ლაინაფის თავიანთ ვერსიებს გვკარნახობს და ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ უკვე რეალურად მიაჩნიათ ის, რასაც ამბობენ.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გუშინ ჩვენც და თქვენც კიბის ერთბაშად რამდენიმე საფეხურით ავიწიეთ მაღლა. რა თქმა უნდა, ზემოთაღნიშნულის გარდა კიდევ იყო minor ხარვეზები - უკვე მოვიდა ინფორმაცია ბარში პრობლემების შესახებ (თუმცა შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო), კოორდინაციის ხარვეზებზე, ა.შ. და ა.შ. - ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციაა - ნელ-ნელა ვეცნობით ამ ყველაფერს და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ.







facebook.com/tbilisiopenair: მთავარი, მთავარი, მთავარი რაც მოხდა, არის რომ თბილისში, დინამოს სტადიონზე მოვიდა რამდენიმე ათეული ათასი კაცი ბილეთი-სამაჯურებით, დადგნენ თავიანთ სექტორებში და ქართული ჯგუფის (Kid Jesus) შემდეგ მოუსმინეს Deep Purple-ს, Subways-ს, Tricky-ს, Black Strobe-ს და Infected Mushrooms. ეს რომ ვიღაცას სულ რამდენიმე წლის წინ ეთქვა, ალბათ გიჟად ჩათვლიდნენ.

ბუნებრივია, ჩვენ (ორგანიზატორები და მსმენელებიც) ამაზე არ გავჩერდებით, და არც უნდა გავჩერდეთ. რახან აქამდე მოსვლა შევძელით, ესე იგი შეუძლებელი არაფერია. უფრო დავიხვეწებით, უფრო ნაკლები ხარვეზი გვექნება, უფრო ორგანიზებულად ვიმოქმედებთ და საბოლოოდ იმედია მივალთ ისეთ გარემომდე, როდესაც ადამიანები საყვედურს მხოლოდ იმის გამო გვეტყვიან, რომ მათი საყვარელი ჯგუფის ნაცვლად სხვის საყვარელ ჯგუფს ჩამოვიყვანთ.

ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ აქამდე მოსვლაში დაგვეხმარეთ. ეს პირველ რიგში თქვენი დამსახურებაა, ამ ფესტივალს თქვენთვის ვაკეთებთ - იმ გოგოსთვის, Subways-ს ზე მეგობრის კისერზე შემომჯდარი რომ ცეკვავდა, იმ ასაკიანი კაცისთვის, ფარფლების გამოსვლისას ბავშვივით ტირილი რომ დაიწყო, იმ ბიჭისათვის, მაისურზე რომ I'm a man - so be my rock'n'roll queen ეწერა, თუნდაც იმ ტიპისთვის, სადღაც უკან რომ იდგა, ლუდს წრუპავდა და უბრალოდ თავს აქნევდა. ეს ფესტივალი თქვენია და თქვენთვის ტარდება.

აქამდე მოსვლაში მთავარი როლი თქვენ ითამაშეთ, როდესაც 2011ში წვიმიან და ტალახიან იპოდრომზე იდექით და როდესაც 2012 ში დდტს გამოსვლას საათნახევარი უცდიდით. ამის ჩატარების საშუალება თქვენ მოგვეცით. 5 ივნისს რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყო.

გმადლობთ ხალხნო!


იხილეთ მეტი ფოტოები ენჯელ.ჯი-ს ალბომში: Tbilisi Open Air - 5 ივნისი - angel.ge





































კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

10


  • KeSso13 თქვა:
    16 ივნისი 2013 19:45 - ID: 9,
    მეც ვიყავი და ძალიან მომეწონა მაგრად გავერთე love ფარფლების გამო ვიყავი მისული მაგრამ სხვების გამოსვლითაც მეტნაკლებად ვისიამოვნე smile ძალიან ბევრი მინუსი კი ქონდა ფესტივალს.. ჯერ გვიან შეგვიშვეს მერე გასაწმენდი სკამები დამხვდა (მე არ ვიჯექი მაგრამ მაინც) სასმელები და ჩიფსებიც ძვირი იყო, ბილეთისთვის ფულის შეგროვება ადრევე დავიწყე და ამიტომ ძალიანაც არ მიგრძვნია დასახარჯი.. მოკლედ ორგანიზება დაბალი დონის იყო მაგრამ ამის მიუხედავად ვისიამოვნე smile საბოლოო ჯამში სახლში ემოციებით დატვირთული წავედი love

  • წი წა კა თქვა:
    16 ივნისი 2013 16:00 - ID: 8,
    აუ სიმღერას რა ჰქვია დასაწკისში დაწერეთ რა ! ^^

  • SuZiii თქვა:
    15 ივნისი 2013 20:36 - ID: 7,
    კიდევ ერთი დაუვიწყარი და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში.. მადლობა OPEN AIRს შარშანაც ძალიან მაგარი იყო და წელსაც იმ განსხვავებით რო წელს DEEP PURPLE იყოოო love

  • ani_bey0nce თქვა:
    15 ივნისი 2013 19:33 - ID: 6,
    ქეთათო იმენა idiotia

  • Qetiiiiiiii თქვა:
    15 ივნისი 2013 18:53 - ID: 5,
    http://www.blogernkh.blogspot.com/

  • Nirvana თქვა:
    15 ივნისი 2013 16:37 - ID: 4,
    მე ჩემ პონტში ძალიან ძალიან მაგრად გავერთე და სხვას მოეწონა თუ არა მაგრად არ მაინტერესებს :D

  • salYyY თქვა:
    15 ივნისი 2013 15:57 - ID: 3,
    თავიდან სიმღერას რა ქვია ?

  • chyipina თქვა:
    15 ივნისი 2013 14:01 - ID: 2,
    მე მაგალუთად მიუხედვად პატარა უსიამოვნობებისა და ხარვეზებისა ძალიან ვისიამოვნე და დაუვიწყარო დრო გავატარტე :3 მუზიქ ბრეიქს ფრი! ოუ იე! :D

  • ANGEL თქვა:
    15 ივნისი 2013 13:32 - ID: 1,
    დაგვიანებით რომ შუეშვეს ხალხი ძალიან არაკომფორტული ხარვეზი იყო, Modeselektor რომ ვერ გამოვიდა ცუდია მათთვის ვინც მათ მოსასმენად იყო მისული,სტადიონი რომ არ იყო სავსე გულდასაწყვეტია... მართლაც ცოტა ნაკლები უნდა დაეფასებინათ (რაც არ უნდა თქვან), ნუ ხალხიდან გამომდინარე როგორც ჩანს ვერ იხდიან 40 ლარს და სირცხვილიც იყო ნახევრად ცარიელი სტადიონი(სკამები) ასეთ ფესტივალზე... ძალიან კარგი სიტუაცია იყო თვითონ მოედანზე

    ერთი ის 'გამიტყდა' ბლექ სთროუბს ეგონა ხალხი აყვებოდა სიმღერაში და არაავინ იცოდა ტექსტი :)) ვერ აყვნენ:)) მიყვარს მათი სიმღეერები მაგრამ, აი რაღაც ტექსტი ზეპირად ასე ძალიანაც არ ვიცოდი

    საერთო ჯამში კი ძალიან კარგი იყო! და მინუსებს ძაანაც არ დავითვლიდი
    და ეს პოსტი ძალიან მომეწონა, ამიჩუყდა გული:) - "ამ ფესტივალს თქვენთვის ვაკეთებთ - იმ გოგოსთვის,..."

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top