;
26 ივნისი 2013      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 3499-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge


OASIS ფესტივალის პირველი დღე - მთავარი სცენა
OASIS -ის ფესტივალის შესახებ აქტიურად ვიტყობინებოდით, გაწვდიდით განახლებებს ლაინ-აპის და საფესტივალო აქტივობების შესახებ. ენჯელ.ჯი - ფესტივალის ოფიციალური საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ და ახლა შემოგთავაზებთ, თუ როგორ ჩაიარა ფესტივალმა.

OASIS -ის ფესტივალის პირველი დღე - მთავარი სცენა, არტისტები


ფესტივალი ენერგიული ტალღით გახსნა ქართულმა ჯგუფმა The Jetbird , დათო ლომიძე და ტონი მოხარულნი იყვნენ, რომ ფესტივალის გახსნის პატივი მათ ახლად ჩამოყალიბებულ ჯგუფს მიანდეს. როგორც ენჯელ.ჯი -სთან საუბარში აღნიშნა დათო ლომიძემ ის სცენაზე ბოლოდე დაიხარჯა, რაც ძალიან მონატრებული ქონდა და ეს ენერგია გადმოაფრქვია. დათო დრამერის როლშიც ვიხილეთ ლაივში და პუბლიკას სამახსოვროდაც დაუტოვა ჯოხი.

OASIS ფესტივალის პირველი დღე - მთავარი სცენა
დათო: ❝ ვრეპეტიციობდდით ღამე, ვუკრავდით გაუჩერებლად და ძაან ვიღლებოდით, ღამეები გვაქვს გათენებული როგორც წინა თაობას. ფესტივალის გახსნას რაც შეეხება მე მგონია სწორი არჩევანი არის, იმიტომ რომ ჩვენი აქ გამოსვლა არის ის რომ ის ენერგია გავუშვათ რომელიც დიდი ხანია დაგვიგროვდა. დიდი ხნაია სექსი არ მქონია, ძაან მინდა რომ ეს ენერგია აქ ყველას ვესროლო, ვაჩუქო, მე თავშეკავების აღქმა მაქვს დადებული, რომ სცენაზე ვიყო The Best! მე დრამთან მექნება სექსი.
ტონი: ❝ ფესტივალის გახსნა არის დიდი პატივი, მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიაროს ტექნიკური მხრით.


www.facebook.com/the jetbird


Photo: Natia Sopromadze for ტაბულაART
www.facebook.com/TabulaArt/photos_albums


Bomber Girl (demo) by TheJetBird


Music Box: "ლოკაცია იდეალურად შერჩეული, სივრცე კარგად იყო განაწილებული, დიდი ტერიტორია კარვებისთვის, ჰამაკები და სხვადასხვა თამაშსა თუ სეირნობაში გართული ადამიანები, აქცენტი თანამედროვე პოპულარულ ჯგუფებზე გაკეთდა"

Music Box -ის სიუჟეტი: OASIS Festival Mtskheta 1st Day



ფესტივალს მასშტაბური სახე ქონდა, ყველამ ერთხმად აღიარა რომ ეს საქართველოში ჩატარებულ ოუფენ ეარ ფესტივალებს შორის ყველაზე კარგად ორგანიზებული, დინამიური ფესტივალი იყო. თუმცა კი ფრანგული ჯგუფის Juveniles გამოსვლა ბოლო წამს გაუქმდა და სხვა ჯგუფმა ჩაანაცვლა.



საქართველოში კი ამ ბოლო დროს გააქტიურებული მუსიკალური სივრცის დახმარებით პუბლიკისთვის უკვე კარგად ცნობილი ქართული ჯგუფის LoudSpeakers -ის გამოსვლამ დიდი ოვაციებით ჩაიარა, საფესტივალო #1 დღეს - სწორედ მათ გამოსვლას უამრავი ხალხი ელოდა! LoudSpeakers თავად მოხარულნი იყვნენ რომ მსოფლიო დონის არტისტებთან ერთად მოუწიათ გამოსვლა და მოხდა მათი და უცხოელი მუსიკოსების შემოქმედების კომბინირება.



LoudSpeakers, ლევანი: ❝ ძალიან გვიხარია, ასეთ არტისტებთან ერთად გამოსვლა.
ვფიქრობთ, რომ ასეთი მასშტაბის და ასეთი კარგი ფესტივალი ჯერ არ ჩატარებულა!
სანდრო: ❝ კარგია, რომ უცხოელი ბენდები ჩამოყავთ, ჩვენთვისაც ძალიან დიდი სტიმულია, იმიტომ რომ რაღაც ისე არ გამოდის, რომ "ერთ ქვაბში ვიხარშებით" მარტო ქართველი მუსიკოსები.

www.facebook.com/LOUDspeakersBand




საღამოს სცენა Jahcoozi -მ დაიკავა, რომელსაც LoudSpeakers-ის გახურებული პუბლიკის დაყოლიება მოუწია. დაღამდა და თითქოს სცენის ინსტალაცია სათვალეებიანი პორტრეტი კი უფრო ცოცლად ახამხამებდა თვალებს :)



საშა პერერამ Jahcoozi-ს სამომავლო გეგმები გაგვაცნო ენჯელ.ჯი -ს: ❝ ამჟამად ვმუშაობთ jahcoozi -ს ახალ ჩანაწერზე, რომელიც მზად იქნება 2014 წელს. პროდუსერს რობოტ კოჩს jahcoozi-დან აქვს სოლო პროექტი Robots Dont Sleep (four music), მეც (საშა პერერა) მაქვს თვით-პროდუსირებული სოლო პროექტი Perera Elsewhere (FoF label). ორივე ალბომი გამოვა მომდევნო 3 თვის განმავლობაში. Jahcoozi მიემგზავრება ბანგლადეშში და პაკისტანში, სადაც რამოდენიმე არტისტთან ერთად ვმუშაობთ გოეთეს ინსტიტუტის პროექტის SoundLab ფარგლებში. Jahcoozi ასევე ჩართულნი ვართ აფრიკულ მუსიკალურ პროექტში, რომელსაც ქვია 10 cities. მადლობას ვუხდით საქართველოს! we had fun!

www.facebook.com/Jahcoozi



Jahcoozi -ს შემდეგ სცენა Motorama -მ დაიკავა, რუსეთიდან.

Motorama - საქართველოში ვიზიტს სულმოუთქმელად ელოდა და მათ განსაკუთრებულ ინტერესს საბჭოთა მოდერნიზმის ნაკვალევი ყოფილი სატრანსპორტო სამინისტროს "კუბიკ-რუბიკ" შენობა იწვევდა, რომელთაც კომენტარების საშუალებით ქართველებმა მისი "კლიჩკაც" გაუმხილეს :)



თავად თქვეს, რომ ქართველი შემსრულებლების შესახებ სმენიათ და
განსაკუთრებული მოწონება LoudSpeakers-მა დაიმსახურა, რაც აღნიშნეს კიდეც.


www.facebook.com/wearemotorama


პირველი საფესტივალო დღე კი დღის ჰედლაინერმა WhoMadeWho დახურა, ტრიომ დანიიდან, რომელმაც პუბლიკა სრულიად აიყოლია და დახარჯა, მათი მელოდია ბევრს აეკვიატა და პირველი საფესტივალო დღის შთაბეჭდილებების დაღლილმა ნაწილმა კარვებს მიაშურა თავი, ნაწილმაც მცირე სცენასთან გადაინაცვლა.

www.facebook.com/whomadewho







თემატური ნიუსები OASIS -ის ფესტივალის შესახებ,
რომლის საინფორმაციო მხარდაჭერასაც ენჯელ.ჯი უზრუნველყოფდა


facebook album: ფოტოები OASIS ფესტივალიდან, ენჯელ.ჯი-ს ფოტოოებიექტივში


OASIS ფესტივალის პირველი დღე - მთავარი სცენა
OASIS ფესტივალის მეორე დღე - მთავარი სცენა
OASIS ფესტივალზე კემპინგით (fefe)

pre-posts:
festival season in style
SunSay
Juveniles [canceled]
WhoMadeWho
THE JETBIRD - ინტერვიუ
OASIS ფესტივალს ახალი შემსრულებლები დაემატნენ
OASIS -ის 2 დღიანი მუსიკალური ფესტივალი მცხეთაში!

კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

6


  • candyyy თქვა:
    25 ივნისი 2013 23:03 - ID: 6,
    ეს ბიცჰი ბუფალოში მღერის და დძალაინ მომეწონა)))))))))

  • chyipina თქვა:
    25 ივნისი 2013 22:39 - ID: 5,
    მართლა ძალიან მაგარი ფესტივალი იყო, ყველაზე მაგარი ოუფენ ეარი საქართველოში რაც კი ოდესმე მინახავს.. მოკლედ ძალიან ვისიამოვნე მე და წარმომიდგენია ის ხალხი ვინც იქ გაათენა ღამე რა მაგრად გაერთობოდა.

    რაც შეეხება ჯგუფებსმინდაქართველებზე ვთქვა: ბალუნ შუთერსი, ჯეთბერდი,სალიო და ლაუდსფიქრესი ოთხივე შესანიშნავიიყო!
    ჯეთბერდის დათომ გაამართლა დანაპირები და გვაჩვენადრამთან პორნო სცენაზე. ლაუდსფიქერსი ტრადიციული თავდაჯერებულობით და ძალიან მაგარი მუსიკით პირადად ჩემთვის საღამოს პიკი გახდა.
    ბალუნ შუთერსმა ვაფშე გამომაშტერა მართლა, რა მაგარი ინოვაციები და პროგრესი იყო! სალომე კი ისე დაიხარჯა სცენაზე ისე აიყოლია ხალხი და იმხელა სიამოვნება მოგვანიჭა ვერავინ დამაჯერებს რომ ვინმეს ამსაღამოზე სალიოს პერფომენსი არ მოეწონა და არ ისიამოვნა

    ოაზისი თამამად იკავებს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ვიქენდის ტიტულს! <3
    უი გამომრჩა და რომ არ ვთქვა არ შემიძლია,დაცვაზე ვარძალიან განაწყენებული... :))

  • Eleniko♥ თქვა:
    25 ივნისი 2013 22:03 - ID: 4,
    ძაან მაგარი ფესტივალი იყო აი ძაან თან მე მცხეთაში ვცხოვრობ და(რა შუაში იყო მაგრამ მაინც!;)
    ისე ამ დღეს 60 კაცი დაიჭირეს ზოგი პლანზე, ჩხუბზე და რა ვიცი კიდე!:)))
    კარგი ნიუსია!

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    25 ივნისი 2013 21:31 - ID: 3,
    არ ვყოფილვარ, მაგრამ ნიუსიდან გამომდინარე, ძაან მომეწონა თვითონ შემსრულებლების გამოსვლა სცენაზე, სწორი და თანმიმდევრული გამოუვიდათ და მაგიტომაც არ მოდუნდა მსმენელი. მგონი მუმი ტროლი არავის ახსოვდა:D ერთმანეთზე უკეთესები არიან <3 და დათოს კომენტარი სუპერ:D

  • nini:)(: თქვა:
    25 ივნისი 2013 21:14 - ID: 2,
    აუუუ მეც ინდოდა მანდ ყოფნააა:(

  • FAME თქვა:
    25 ივნისი 2013 21:01 - ID: 1,
    ძალაინ, მომეწონა ყველაფერი : ადგილი, სიტუაცია, გაფორმებები, რგანიზება და რაც მთავარია შემსრულებლები. ძალაინ, მაგრად გავერთე და საქართველოში რაც ყოფილა ყველაზე კარგი ფესტივალი იყო, მცხეთამ გაამართლა აშკარად, ღამის გათევას კარავში პირველად მომიწია..

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top