;
27 ივნისი 2013      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 4123-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge



fefe.ge ენჯელ.ჯი-სთვის გესთ-ბლოგ-პოსტით OASIS Festival Mtskheta -ს 2 დღიანი ფესტივალის შესახებ, სადაც მხიარულება მთელი დღე და ღამე გრძელდებოდა - მთავარი სცენის შემდეგ მუსიკოსებმა მცირე სცენასთან გადაინაცვლეს, იქ დარჩენილმა ხალხმა კი გვიან ღამით კარვებს მიაშურა თავი და მომდევნო დღისთვის მოემზადნენ. და რადგან ირინკამ, ბლოგიდან fefe ამ ფესტივალის მთელი "ხიბლი" თავად შეიგრძნო ვთხოვეთ მას სტუმრის სტატუსით დაეწერა ენჯელ.ჯი-სთვის ფესტივალის შესახებ:



OASIS ფესტივალზე კემპინგით
fefe: ❝ ფესტივალი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ღონისძიებაა. საფესტივალო კულტურაში შესაბიჯებლად ფეხს ეხლა ვიდგამთ და ოაზისის ფესტივალი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, რომ თუ მოვინდომეთ ყველაფერი კარგად გამოვა.

ოაზისის ფესტივალზე რომ გავიგეთ, დაუფიქრებლად გადაწყდა, რომ უნდა! წავსულიყავით. მზადება რამოდენიმე კვირით ადრე დავიწყე, რადგან ჩაცმულობა ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ერთდროულად ითვალისწინებ ტენდენციებს, კომფორტულობას და პრაქტიკულობას და ტემპერატურაც არ უნდა დაივიწყო.
ის, რომ ფესტივალზე დაბანაკება შეგვეძლო კიდევ უფრო ამაღლებდა განწყობას და სურვილს იქ წავსულიყავით, რადგან საკემპინგე ნივთების შეძენა, ფეხსაცმლის ყიდვაზე არანაკლებ მიყვარს.

ადგილიც ძალიან კარგი იყო შერჩეული, რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, უქმე დღეებს მეგობრების გარემოცვაში, კარგი მუსიკის თანხლებით, რუხი და მტვრიანი ასფალტისგან შორს, მწვანე ბალახზე რომ ატარებ, ეს ყველაფერი ზედმეტად მიმზიდველია.❞




კარვები გავშალეთ და პაწაწინა მეგობრული ეზო მოვიწყვეთ, სადაც დროდადრო ვიკრიბებოდით და შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს.

მას შემდეგ, რაც მთავარ სცენაზე ყველა არტისტმა თავისი ენერგია გადმოგვცა, პატარა სცენა “მოიქოქა” და მთელი ღამე არ გაჩერებულა. ღამით, ფესტივალი, კიდევ უფრო საინტერესო ხიბლს იძენს, აქა-იქ მოცეკვავე სტუმრები, ზოგმა დასვენება ამჯობინა, ზოგს კი ალკოჰოლის ზედმეტმა რაოდენობამ “კისერი მოსწყვიტა”, მაგრამ ყველას ერთი მიზეზი გვაერთიენებდა, რაც კიდევ უფრო გვაახლოებდა ერთმანეთთან.❞




❝ გათენდა, მუსიკა შეწყდა, შუადღემდე სიმშვიდემ დაისადგურა და ყველამ თავისი გასართობი ნახა. ფრისბი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში გამოდგა - მფრინავი თეფშები მთელს ჰორიზონტზე მოსჩანდა, ზოგმა ძილი ამჯობინა, ზოგმა ყუთებზე ექსტრემალური ცოცვა ან ქალაქში გასვლა და სადილობა (ჩამოთვლილთაგან, ყველა მოვასწარი :)

დიდი ხნის უნახავი ადამიანი ან ახალი ნაცნობი, საყვარელი მუსიკა და სუფთა ჰაერი, აი რა მაკლდა თურმე ამდენი ხნის განმავლობაში, რომელიც ორმა დღემ ისე შეავსო, რომ კიდევ დიდი ხანი გამყვება შთაბეჭდილებები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია დიდ ხანს გასტანს და უკეთესობისკენ ივლის, რომ უფრო მეტად გვქონდეს მისი მოლოდინი.❞





❝ პირველ დღეს, სპეციალურად ფესტივალისთვის River Island - ის თმის სამაგრი, მაისური და კაბა ვარჩიე, კაბის “Pinafore” ძალიან მოდურია ამ ზაფხულს და ჩემი საყვარელი დეტალიც გახდა. ფეხსაცმელი – forever21–ის aztec პრინტით, რომელიც ასევე ფავორიტია ჩემს ნივთებს შორის.❞

ფოტოები ირინკას ინსტაგრამიდან



Hi Sunday morning!!!!


❝ ფესტივალის მეორე დილა ძალიან ცივი იყო, ამიტომ თბილად ჩაცმა ვარჩიე, Zara -ს მოკლე შალის ზედატანმა ძალიან გამათბო. შუადღისკენ კი მზემ რომ ძალიან დააჭირა – უსაყვარლეს ვინტაჟის ყვავილებიან პერანგში საოცრად კომფორტულად ვგრძნობდი თავს, რასაც River Island - ის “body chain" ალამაზებდა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ კომბინაციაში გამოვიყენებ.❞


ბლოგერ კემპინგი: @taa.ge და @sweet.ge


ფოტოები ენჯელ.ჯი-ს ფოტოობიექტივიდან
















თემატური ნიუსები OASIS -ის ფესტივალის შესახებ,
რომლის საინფორმაციო მხარდაჭერასაც ენჯელ.ჯი უზრუნველყოფს


facebook album: ფოტოები OASIS ფესტივალიდან, ენჯელ.ჯი-ს ფოტოოებიექტივში


OASIS ფესტივალის პირველი დღე - მთავარი სცენა
OASIS ფესტივალის მეორე დღე - მთავარი სცენა
OASIS ფესტივალზე კემპინგით (fefe)

pre-posts:
festival season in style
SunSay
Juveniles [canceled]
WhoMadeWho
THE JETBIRD - ინტერვიუ
OASIS ფესტივალს ახალი შემსრულებლები დაემატნენ
OASIS -ის 2 დღიანი მუსიკალური ფესტივალი მცხეთაში!

თავად თუ ისურვებდით ფესტივალზე კემპინგს? (კარვებით დაბანაკებას)

სიამოვნებით!
არა, არ არის ჩემი სტილი

კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

6


  • FAME თქვა:
    27 ივნისი 2013 15:28 - ID: 6,
    Mari__Angel
    წყალი იყო და თავის მოწესრიგებაც მოვახერხეთ, მეორე დღეს. ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო და გამოცდილება არ მქონია, მაგრამ იმდენად მხიაურლი გამოცდილება იყო, რომ ზაფხულში კარვით წასვლის იდეამ შემოგვიტია ყველას ერთად.
    რამდენი ყოფილხართ აქედან წასულები, კარგია, რომ მენახეთ.
    ველოდები შემდეგ წელს. ოაზისმა მოლოდინს გადააჭარბა მართლა და იმდენად კარგი არ იქნებოდა, რომ არა თვითონ ადგილი და გარემო. კარავში არაც ერთს არ გვეძნა, ვათბობდით ერთმანეთს :)))

  • ANGEL თქვა:
    27 ივნისი 2013 14:34 - ID: 5,
    FAME,
    აუ რა მაგარიაა... იყო ისე იქ შექმნილი კარგი პირობები კემპინგისთვის? რაღაც ვერ შევნიშნე, წყალს ვგულისხმობ:))
    ისე რა ამბები იქნებოდა ალბათ იქ კარვებში:D:D

  • angelBG თქვა:
    27 ივნისი 2013 14:31 - ID: 4,
    vaime rogor mindoda iqit wels aucileblad waval

  • FAME თქვა:
    27 ივნისი 2013 13:45 - ID: 3,
    მე მოვახერხე კარავში დაძინება და ძალიან კარგად გავერთე. შესანიშნავი ორი დღე იყო.

  • ANGEL თქვა:
    27 ივნისი 2013 12:29 - ID: 2,
    როგორ მინდოდა მეც კემპინგი.. მაგრამ ვერ მოვახერხე, ასეთ ფესტივალზე კარვებით უნდა წახვიდე, რომ სრულად შეიგრძნო საფესტივალო განწყობა, შემდეგ წელს.... <3

  • chyipina თქვა:
    26 ივნისი 2013 01:39 - ID: 1,
    ეს გოგო რომ დავინახე ფესტივალზე გავიფიქრე "ვაუ რასყავარელია":)) საუბარში, და ამ ნაწერში ჩემი შთაბეჭდილება კიდევ უფრო გამძაფრდა. ზუსტად შერჩეული ლუქები, ინდივიდუალურობა და უშუალობა მგონი მისი ზუსტი დახასიათებაა ჩემი მხრიდან... ფესტივალი მთელი თავისი ეშხით შევიგრძენი მისი მონაყოლიდან და მისი ბლოგის ხშირი სტუმარიცგავხდები აუცილებლად<3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top