;
27 ივნისი 2013      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 2357-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge


OASIS ფესტივალის მეორე დღე - მთავარი სცენა
OASIS -ის ფესტივალის შესახებ აქტიურად ვიტყობინებოდით, გაწვდიდით განახლებებს ლაინ-აპის და საფესტივალო აქტივობების შესახებ. ენჯელ.ჯი - ფესტივალის ოფიციალური საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ და ახლა შემოგთავაზებთ, თუ როგორ ჩაიარა ფესტივალმა.

OASIS -ის ფესტივალის მეორე დღე - მთავარი სცენა, არტისტები


მეორე საფესტივალო დღეს Cozy Sunday მცხეთის თეატრონს უფრო მეტი ადამიანი ესტუმრა, ვიზიტორთა რაოდენობამ საღამოს 11 სთ.სთვის კიდევ უფრო იმატა, როდესაც სალიოს შემდეგ ჰედლაინერს მუმი ტროლის გამოსვლა იქნებოდა!


Music Box -ის სიუჟეტი: OASIS Festival Mtskheta 2st Day

დღე მეორე მუსიკალურ სამოთხეში, შეწინააღმდეგება არ გაბედოთ და არ თქვათ, რომ ეს ყველაზე მასშტაბური ივენთი არაა რომელიც ბოლო დროს ჩატარებულა, თავისი კემპინგის ქალაქით, ორდღიანი გართობით და რაც მთავარია მუსიკალური კოლექტივებით, რომლებსაც თბილისში ყველა თუ არა ნარჩევი მელომანები იცნობენ..




საფესტივალო მეორე დღეს მთავარ სცენაზე ვიხილეთ: Dzierzynski Bitz (ძერჟინსკი ბითზ) უკრაინიდან, The Balloon Shooters ქართული ჯგუფი, რომელთაც ჩვენებური მუხტით აიყოლიეს პუბლიკა, შემდეგ რუსი წარმომადგენელი Sunsay, და კვლავ ქართველები: Salio, სალომე კორკოტაშვილის პროექტი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფესტივალის ორივე დღის ლაინ-აპი გამორჩეოდა ქართველი შემსრულებლების გამოსვლით, რომელთაც უამრავი ადამიანი ელოდა, თუმცა კი რა თქმა უნდა Mumiy Troll -ის ნომერს, რომელმაც ფესტივალი დახურა და ყველაზე მეტი მსმენელი ყავდა.

Dzierzynski Bitz
Это было незабываемо!!! Спасибо всем нашим новым друзьям! Мы еще вернемся ❞ - წერენ თავიანთი ფეისბუქის გვერდზე და პერიოდულად საქართველოში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებენ: facebook.com/DzierzynskiBitz





Photo: Natia Sopromadze for ტაბულაART
www.facebook.com/TabulaArt/photos_albums




The Balloon Shooters
საკმაოდ გვიან გახდა ცნობილი ქართული ჯგუფის The Balloon Shooters-ის მონაწილეობის შესახებ ფესტივალში. The Balloon Shooters- შავ კოსტუმებში გამოწყობილნი წარსდგნენ სცენაზე და მალევე აიყოლიეს პუბლიკა. ოფიციალურ სამოსს ხელი არ შეუშლია მათი ცეცხლოვანი მუხტის გადმოსაფრქვევად;)

ენჯელ.ჯი -სთან ინტერვიუში ისინი ამბობენ: ❝ ფესტივალი საერთო ჯამში კარგი გამოვიდა, პატარ-პატარა ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით გარემო, განწყობა, ემოციები, იყო მხოლოდ დადებითი და სასიამოვნო. რაც შეეხება ჩვენს გამოსვლას, პრინციპში შეიძლება ითქვას რომ კმაყოფილები ვართ, ხალხიც მაგრად გახურდა, ყვიროდნენ, მღეროდნენ, დახტოდნენ. დიდი მუხტი მივიღეთ და მგონია რომ პუბლიკამაც ანალოგიური მუხტი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება როკ ფესტივალი ქუთაისში და იქ აუცილებლად შეგეძლებათ ჩვენი მოსმენა.

facebook.com/TheBalloonShooters








Sunsay
სანიმ, რომელიც თავად საქართველოში უკვე ნამყოფი გახლდათ აღნიშნა, რომ მისი ჯგუფი Sunsay არც თუ ისე ხშირად გამოდის დიდი პუბლიკის წინაშე და ოაზისის ფესტივალზე ქართველი მსმენელის ასეთი გულთბილი დახვედრა მათთვის შეუფასებელი გამოცდილება იყო.

All together. It's magic. @ OASIS Festival Mtskheta
THANK YOU ALL!

facebook.com/sunsaymusic










Salio
კიდევ ერთი ჩვენი თანამემულე ჯგუფის მოსასმენად, რომლებიც უკვე წარმატებას უცხოეთშიც აღწევენ და სერიოზული გეგმები აქვთ სასცენო მოედანი სრულად შეივსო.

facebook.com/SalioOfficial








Mumiy Troll
ილია ლაგუტენკომ სიმღერა "კონტრაბამდა"-ს შესრულებამდე ფესტივალზე დაკავებების ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, თუმცა პარალელის გავლება ამ სიმღერასთან უარყო. მუმი ტროლის გამოსვლამ დახურა ფესტივალი, რომელიც ნამდვილად ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იყო რაც კი საქართველოში გამართულა და სულმოუთმენლად დაველოდებით შემდეგ წელს, რადგან ვიმედოვნებთ ეს ტრადიციულ - ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რადგან ხალხში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და აშკარაა, პუბლიკა მზად არის ოუფენ ეარ ფესტივალებისთვის.







თემატური ნიუსები OASIS -ის ფესტივალის შესახებ,
რომლის საინფორმაციო მხარდაჭერასაც ენჯელ.ჯი უზრუნველყოფდა


facebook album: ფოტოები OASIS ფესტივალიდან, ენჯელ.ჯი-ს ფოტოოებიექტივში


OASIS ფესტივალის პირველი დღე - მთავარი სცენა
OASIS ფესტივალის მეორე დღე - მთავარი სცენა
OASIS ფესტივალზე კემპინგით (fefe)

pre-posts:
festival season in style
SunSay
Juveniles [canceled]
WhoMadeWho
THE JETBIRD - ინტერვიუ
OASIS ფესტივალს ახალი შემსრულებლები დაემატნენ
OASIS -ის 2 დღიანი მუსიკალური ფესტივალი მცხეთაში!

კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

5


  • chyipina თქვა:
    27 ივნისი 2013 23:19 - ID: 5,
    უუუუფ რა მაგარი იყო,კიდევმინდა:(

  • Gvanciola თქვა:
    27 ივნისი 2013 20:47 - ID: 4,
    The Balloon Shootersში ჯონ სკოუ მღერის? :3

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    27 ივნისი 2013 17:48 - ID: 3,
    მართლა რა კარგები არიან ჩვენები, სალიო და ბალუნ შუთერსის ბიჭები ძალიან ორიგიანლურები მეჩვენნენ სცენაზე, მართლა მეც ვისურვებდი სულ ქართველი შმესრულებლებით დაკომპლექტებულ ფესტივალს. სანი უსაყვარლესიააა love

  • ANGEL თქვა:
    27 ივნისი 2013 15:50 - ID: 2,
    სალიო და ბალუნ შუტერს მომეწონა ამ დღეს ყველაზე მეტად!
    და საერთოდ, მთელი ფესტივალის განმავლობაში ქართველების გამოსვლით ძალიან ვისიამოვნე და შეგვიძლია ვიამაყოთ <3
    თუ ჩატარდება ასეთი ფესტივალი და იტყვიან, რომ მხოლოდ ქართველები გამოდიან და უცხოელი შემსრულებლები არ გვეყოლებაო... შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად და დარწმუნებულნი რომ კარგი ფესტივალი იქნება! კარგები ვართ>:)

  • angelBG თქვა:
    27 ივნისი 2013 14:38 - ID: 1,
    au ra magaria tu icit shemdeg wels kide iqneba ?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top