;
4 ივლისი 2013      Music Box     47 კომენტარი     ნანახია 8925-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები

რატომ ატირდა ნინი ბადურაშვილი Music Box -ის კამერის წინ და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში - ირაკლი კუტალაძე - მომღერლის ქმარი, თუ ექს ქმარი... რა ხდება ცნობილ ოჯახში და რატომ ატყდა სკანდალი 9 თვის ფეხმძიმე ვარსკვლავის პირადი ცხოვრების გარშემო?!


„ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი! მშობიარობის შემდეგ, როცა მთელი საქართველო დაინახავს, რომ მე მის გვერდით არ ვარ, ამასაც თავის პიარისთვის გამოიყენებს!“ - ირაკლი კუტალაძე.

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა გამწარებული ადამიანი რას იტყვის, მართალი გითხრათ ცოტა მეცოდება. თუ არ სცხვენია, რომ ასე გაასაჯაროვა პირადი ცხოვრება, დაე დაიწეროს ყველაფერი რაც უნდა და როგორც უნდა
“ - ნინი ბადურაშვილი.

ეს ცნობილი ცოლ ქმრის - ან უკვე ექს ცოლ ქმრის ის კომენტარებია, რასაც ბოლო დღეებია აქტიურად ვკითხულობთ ქართული ყვითელი პრესის ფურცლებზე. ჭორიკნებო გიხაროდეთ, საჭორაოდ კიდევ კარგახნის მასალა მოგეცათ და ნინი ბადურაშვილის ოჯახის შექმნის დღიდან მოყოლებული გულღრძო ადამიენებიც კმაყოფილები დარჩებიან. ახლადდაქორწინებულ წყვილს შორის სერიოზული განხეთქილებაა, თუმცა ამის შერსახებ კარგახანი არაფერი გვცოდნია. ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ჟურნალმა ”თბილისელებმა“ ირაკლი კუტალაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ზემოთხსენებული კომენტარი გააკეთა.





- ირაკლი, თქვენ ინტერვიუებისგან ყოველთვის თავს იკავებთ, არადა, ინტერესი დიდია. ნინი თბილისშია, თქვენ - მოსკოვში, ამიტომ ბევრს ჭორაობენ, რომ თქვენ ერთმანეთს დაშორდით. რა ხდება რეალურად?

- მოსკოვში ერთად თვე-ნახევრის განმავლობაში ვიცხოვრეთ. როცა ნინი დარწმუნდა, რომ ორსულად იყო, ქორწილიდან ერთ თვეში ჩვენი ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. მრავალი მიზეზი გამოთქვა, რომ თბილისში დაბრუნებულიყო. ბუნებრივია, ამაში გავუგე და წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. თუმცა შინაგანად არ ვეთანხმებოდი. თბილისში ორი-სამი კვირის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ეს პერიოდი თვე-ნახევარს გაგრძელდა. როცა მოსკოვში დაბრუნდა, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ნინის მხრიდან გრძნობა არ იყო და, მიუხედავად ამისა, ის ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ მოსკოვში დარჩენილიყო და ემშობიარა. ის პირველივე დღეებში დაინტერესდა, ჩემი მშობლები აპირებდნენ თუ არა მასთან ერთად დუბაიში გამგზავრებას, რაც ოჯახში ადრე იყო ნათქვამი. როდესაც გაირკვა, რომ სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო ჩემი მშობლები და ნინი დუბაიში ვერ გაემგზავრებოდნენ - ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ნინის მდგომარეობაში ფრენა მიზანშეწონილი არ იყო, ამის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ აპირებდა თბილისში დაბრუნებას და ბავშვის იქ გაჩენას.

- მიზეზი რა იყო, რის გამოც ნინის თბილისში უნდოდა დარჩენა და შვილის გაჩენა?

- თქვა, რომ თბილისში თავს უფრო კარგად გრძნობდა და მშვიდად იქნებოდა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი მითხრა, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს თბილისში, რადგან კონკურს "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში მიიწვიეს და ამაზე უარს ვერ იტყოდა, რადგან მისი კარიერისთვის ამ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ნინის ასეთი საქციელი?

- ამ ყველაფრის მიზეზი მარტივია: მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა.

- ამ ხუთი თვის განმავლობაში რატომ არ გქონდათ თქვენ და ნინის კონტაქტი? ის ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, თქვენ კი ამბობთ, რომ ასე არ არის.

- მეც მიკვირს, რადგან ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით არ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევე საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მოთხოვნები.

- ანუ, ახლა გაყრის პროცესში ხართ?

- არა. ჯერ ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვართ.

- ცოლთან დაშორება გადაწყვეტილი გაქვთ?

- ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს, რომ ეს ნაბიჯი არ გადავდგა.

კატეგორია: ქართველები
Tags:

47


  • belo თქვა:
    20 ივლისი 2013 14:44 - ID: 47,
    ასეც ვიცოდი ბოლოს ერთმანეთს დასჭამდნენ, შეყვარებული ქალი ეგეთი უემოციო არ იქნებოდა ქორწილის ფოტოებზე, თანაც არასოდეს არცერთ ინტერვიუში არ უთქვია რომ ქმარი უყვარს, ასე რომ ნურავის უკვირს ეს ამბავი, ისე მეცოდება ეგეთ ქმარს სადღა იპოვის რომელსაც უყვარდა და ზრუნავდა, მოქცეულიყო კარგად და ხელის გულზე ატარებდა სულ, ისეთი რა გააკეთა ქმარმა რომ გამოექცა, ისე მაგრად არ მაინტერესებს რაც უნდათ ის უქნიაათ! როცა ოჯახი ინგრევა იქ ორივე მხარე დამნაშავეაააა!

  • MariamiXD თქვა:
    11 ივლისი 2013 23:37 - ID: 46,
    ზედმეტად გათავხედდა ეს ხალხი. არ გვაქვს შოუბიზნესი "ზატო" იცოცხლეე სკანდალებით არ ჩამოუვარდებით არც ერთ განვითარებულ ქვეყანას. პირანია არაა ზვიგენი და ნიანგი. შეგეშალა :D მეტი საფიქრალი ჰო აღარ შეგვრჩა რაა..!!.

  • Bimch თქვა:
    9 ივლისი 2013 20:25 - ID: 45,
    ციტატა: barsutka)))
    თქვენ არ იცით ბებიაჩემს როგორ გაუხარდება :D

    რატოო ?? :D:D

  • shake თქვა:
    9 ივლისი 2013 10:33 - ID: 44,
    :)

    amanda

    თავი ვარსკლავი გონია ეგ რა შუაშია? ცოტა თანაგრძნობა და მეტი კეთილშობილურობა.ჟიურში იმიტომ დასვეს რომ თავად მან თხოვა რომ ეხლა ნინის ცუდი პერიოდი აქვს.

  • Ggvantsa თქვა:
    7 ივლისი 2013 15:31 - ID: 43,
    როგორიც არ უნდა იყოს ეს გოგო და რაც არ უნდა მომხდარიყო,მართალიც რომ იყოს ქმარი, ორსული ქალისთვის არ უნდა მიეყენებინა ამხელა სტრესი, მშობიარობისთვის მაინც მოეცადა what

  • chxakuna თქვა:
    7 ივლისი 2013 10:59 - ID: 42,
    :D

  • Marich თქვა:
    6 ივლისი 2013 22:40 - ID: 41,
    მაგარი ჩათლაშკააეგ თქვენი ნინი ))

  • mako-mako თქვა:
    6 ივლისი 2013 11:12 - ID: 40,
    როგორც გოგო მეცოდება.პირადულში რო არ გაგიმართლებს ძნელია recourse

  • honey.honey თქვა:
    5 ივლისი 2013 22:47 - ID: 39,
    მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ რომელსაც ამ სისულელის არ ჯერა და საერთოდ არ აინტერესებს ნინის ცხოვრება : ))))))))

  • Scouser Kate თქვა:
    5 ივლისი 2013 18:18 - ID: 38,
    ქმარი შეხვდა ისეთი თურმე წარბებით სცემდა drunk

  • barsutka))) თქვა:
    5 ივლისი 2013 09:50 - ID: 37,
    თქვენ არ იცით ბებიაჩემს როგორ გაუხარდება :D

  • fuck )) თქვა:
    5 ივლისი 2013 04:01 - ID: 36,
    უიმეე არ მევაასება რა ეს ნინი მიუხედავად იმისა რო ლამაზიაა , ეგეც ვიცოდი რო მალევე დაშორდებოდნენ არც უხდებოდნენ და პლიუს ბოზია ეგ ტქვენი ნინი და კაცი პატიოსანია რო გათხოვდაა მეე მივხვდიი რო მიზეზი ეგ იყოო (ნუ რა ვარ რა ) lol

  • fuck selena თქვა:
    5 ივლისი 2013 01:15 - ID: 35,
    ძან მიყვარს ეს გოგო love
    კაი რაიყოო რას იჭაჭებით :))
    ჯერ საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ!!!!!

  • amanda თქვა:
    5 ივლისი 2013 00:31 - ID: 34,
    ციტატა: gulio
    კარგი გოგოა და მე თუ მითხავთ ყველაზე ნორმალური გოგოა დღევანდელ ბოზბანდა შოუბიზნესში.ნინი თავშეკავებული გოგოა და ეგ მომწონს მასში,ნუ გარეგნობაზე არაფერს ვამბობ უბრალოდ რატო დაემართა ასე არ ვიცი.გამიკვირდა ძალიან.
    amanda
    ბოღმას უშველე თორე გასკდები ბაბუუ :*


    კაი ვეცდები გავითვალისწინიი :D:D მადლობ რჩევისთვის ''ბაბუუ '' ო ღმერთოო :D:D:D

  • Sally )) თქვა:
    5 ივლისი 2013 00:23 - ID: 33,
    ციტატა: Johnny depp
    მხოლოდ საქართველოშია, როცა ყველა ყველას ოჯახურ სიტუაციას იძიებს და4544545498 კაცს აქვს ცხვირი ჩაყოფილი. მეცოდება ნინი ეხლა, ორსულადააა და ქმარტან ესეთი მდგომრეობა აქვს +სკანდალები.



    ყველგან ეგრე ხდება ;)

  • MELINDA თქვა:
    4 ივლისი 2013 22:43 - ID: 32,
    ნინი რაც არ უნდა დამნაშავე იყოს,კაცი თუ გქვია არ უნდა დადგე და მართლა უკანასკნელი სოფლის ჭორიკანასავით არ უნდა იქვითინო რომ თურმე რა საზიზღარი ცოლი შეგხვდა. კაცი კი არა,კაცის პროვოკაცია ყოფილა და ეგაა! მე კი არ მჯერა რომ რასაც ეგ ლაპარაკობს სიმართლეა მაგრამ ძაანაც კაი თუ ნინი მასე მოექცა, მასეთ კაცუკებს ეგრე უნდა მოექცე,გამოიყენო და მიაგდო! რას გავს ჯერ ერთი,მეშინია რომ ვხედავ

  • natu თქვა:
    4 ივლისი 2013 22:43 - ID: 31,
    ოო რა საზიზღარი ხალხია, როგორ უხარიათ სხვისი უბედურება :\ ვისი საქმეა რატომ გაშორდა ქმარს, და გაშორდა თუ არა საერთოდ.. ჯანმრთელობას ვუსურვებ ნინის და მის პატარას love

  • MarinkA თქვა:
    4 ივლისი 2013 22:42 - ID: 30,
    აუ პროსტა ამ ირაკლიმ ნინი უგულო კარეირისტკად გამოიყვანა.სინამდვილეში კი ნინის უბრალოდ იქ უნდოდა ყოფნა სადაც რაღაცას წარმოადგენს.როცა მიჩვეული ხარ ყურადღებას რთულია იცხოვრო ჩვეულებრივი ცხოვრებით.მის მეუღლეს კი ის ფაქტი, რომ რაღაც მომენტში ნინიმ არჩია კარიერა ოჯახს დამამცირებლად ჩათვალა და აი ასე გადაუხადა სამაგიერო.ეგაა და ეგ.მესაკუთრე იდიოტი.ყოჩაღ ნინი!

  • Perfection❣ თქვა:
    4 ივლისი 2013 22:35 - ID: 29,
    Gossip Girl გამახსენდა:)

  • -Sally- თქვა:
    4 ივლისი 2013 22:16 - ID: 28,
    ნუ გგონიათ რომ ნინი ანგელოზია, სინამდვილეში რას აკეთებს და რა გეგმები აქვთ თქვენ არ იცით. მე მისი ქმრის უფრო მჯერა, სიმართლეს ამბობს fellow

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top