;
8 ივლისი 2013      ANGEL     9 კომენტარი     ნანახია 9435-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge



,,ქართლის ღვინის ფესტივალი’’ - რეაბილიტირებულ ციხისუბანში, ქ. გორში

23 ივნისს გორში რეაბილიტირებულ ციხისუბანში ,,ქართლის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ქართლის ღვინის პოპულარიზებას, ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებასა და გამრავალფეროვნებას, რეგიონში შემორჩენილი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული ღვინის გაცნობა-პოპულარიზაციას, ქართლის ღვინის მწარმოებელთა კატალოგის შექმნას შემდგომი კონსულტაციებისა და სერვისების მიწოდების მიზნით, ახალ მწარმოებელთა დაინტერესებას, შიდა თუ გარე ბაზრების ყურადღების მიპყრობას.

ფესტივალის მასპინძელ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია იყო, ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია და რეგიონული განვითარების სააგენტო. ღონისძიებაზე მოწვეულთა შორის იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მსახიობები და მომღერლები, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ,,ღვინის ფესტივალზე’’ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი ფესტივალები ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და პოპულარიზაციას.

რეგიონის მცირე მარნები წარმოადგინეს ადგილობრივი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული, განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე სხვადასხვა სახეობის ღვინო, რომლებიც ჯერ არ გასულა ბაზრებზე და რომელთა შერჩევას წინასწარ აწარმოებდა ,,ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია“.




• ფესტივალზე 70 მდე მეღვინე იქნა მოწვეული და მოხდა დეგუსტაცია, გაიყიდა ქართლის ტრადიციული სხვადასხვა სახეობის თეთრი და წითელი ღვინო.
ფესტივალზე უკრავდა ცოცხალი მუსიკა ადგილობრივი ჯაზ ბენდის „კანუდოსის“ შესრულებით და ქართული ხალხური ანსამბლი. აგრეთვე სპეციალურად გორელებისთის პოპულარულმა მომღერალმა ანანო მჟავიამ გორზე დაწერილი სიმღერა ,,გორი ჩემი თანასწორია’’ შეასრულა.
• გამოიფინა ისტორიული ნივთები და ფოტოები ადგილობრივი მუზეუმებიდან, რომლებიც დაკაშირებულია ღვინოსთან და ადგილობრივ ტრადიციებთან.
• ასევე ფოტოები რომლებიც ასახავს ისტორიული გორის ძველი უბნის ცხოვრებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე.
• ფესტივალის დასასრულს მეღვინეებს გადაეცათ სიგელები, საჩუქრები.
• ღვინის გარდა, სტუმრებს შეეძლოთ შეეძინათ სხვადასხვა სახეობის და ასორტიმენტის ყველი, ასევე მწვადი.
ფესტივალზე ასევე გაიყიდა ადგილობრივი წარმოების ჩირი, ჩურჩხელა და 30 მდე ადგილობრივი ხელოსნის მიერ წარმოებული ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები.


ჟურნალისტი: შმაგი ბერუაშვილი

ფოტობობიექტივმა დააფიქსირა: ნუკი კოშკელიშვილი, ნანუკა გოგიჩაიშვილი დასთან ერთად და ანანო მჟავია.










ფესტივალის დასასრულს პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა-ქართლში ზურაბ ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა: "დიდი მადლობა ყველას – თანამშრომლებს, ორგანიზაციებს, ადგილობრივ მთავრობას, მიდა მადლობა გადაუხადო დღევანდელი დღის ორგანიზებასა და ჩატარებისათვის გაწეული მუშაობისათვის. ეს ფესტივალი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რეგიონისათვის, ჩვენი ქალაქისათვის, მე დარწმუნებული ვარ რომ იგი მომავალშიც ჩატარდება და უფრო მეტ მეღვინეს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს ექნებათ მასში მონაწილეობის საშუალება. გორის ძველი უბანი იყო ხალხით სავსე და ძალაინ ლამაზი და ეს ყოველი თქვენგანის დამსახურებაა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა" - განაცხადა ზურაბ ცხეიძემ.







კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

9


  • psiqologia თქვა:
    8 ივლისი 2013 14:37 - ID: 9,
    ბოლოდან მეორე სურათში რა საყვარელი მოხუცია <3

  • Countess A. თქვა:
    8 ივლისი 2013 13:51 - ID: 8,
    ჩემი ქალაქი.. love კარგი ფესტივალი იყო, ასევე მიხარია რომ ამდენი ადამიანი ინტერესდება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობით.. სასიამოვნოა რეაბილიტირებული ქუჩის ნახვა, მაგრამ დასანანია, რომ მხოლოდ ამ ქუჩით შემოიფარგლნენ.. იმედია კიდევ სხვა ქუჩებსაც დაუბრუნებენ ძველ იერსახეს, რომელიც ქალაქს უფრო ლამაზს გახდის.

  • Ana smiley თქვა:
    8 ივლისი 2013 13:43 - ID: 7,
    როგორი ლამაზი ყოფილაა love

  • beonce თქვა:
    8 ივლისი 2013 12:37 - ID: 6,
    რა ლამაზია გორი!

  • nini:)(: თქვა:
    8 ივლისი 2013 12:29 - ID: 5,
    ჩემი გორიიი love
    ამ სიახლეს არ ველოდებოდი:D

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    8 ივლისი 2013 12:16 - ID: 4,
    love ვააა გორიი...რა ლამაზი სურათებია!! ნუკი რა კარგადაა..<3 ანანოც <3 გოგიჩაიშვილიც :X კარგია კარგიიი..ბევრი უცხოელიცაათქო ასე მგონია ამ წელს <3 ფესტივალიც მაგარიაა (( love

  • chyipina თქვა:
    8 ივლისი 2013 03:10 - ID: 3,
    მეც მინდოდაწავსლა,მაგრამ ოაზისმა უფრო მიმიზიდა.. თუმცა დარწმუნებული ვარ აქ რომ წავსულიყყავიარ ვინანებდი და კარგ დროს გავატარებდი.ლამაზია გორი დაძან მიხარია და მიყვარს ასეთი ფესტივლები

  • shmm თქვა:
    8 ივლისი 2013 01:40 - ID: 2,
    რა ლამაზია

  • ANGEL თქვა:
    8 ივლისი 2013 01:10 - ID: 1,
    გორი? რა ლამაზი ყოფილა! :) როგორ მინდოდა ამ ფესტივალზე წასვლა და რომ გადაიდო მაშინ პირველად ვგეგმავდი წასვლას და შემდეგ ვერ მოვახერხე, აუცილებლად ვეწვევი...
    რა ლამაზი ხედია, არც მეგონა საქართველო თუ იყო love როგორ მიხარია რეაბილიტაციას რომ უკეთებენ ისტორიულ ქალაქებს

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top