18 July 2013      ANGEL     Views 8 379    
Category: Georgians / for ANGEL.ge



17 ივლისს “ტოიოტა ცენტრი თბილისში” მის საქართველოს ორგანიზატორის ქ-ნი ია კიწმარიშვილის მიერ გაიმართა
პრესკონფერენცია სილამაზის კონკურსის “მის საქართველო 2013”-ის რეგისტრაციის გაგრძელებასთან
და “მის მსოფლიო 2013”-ში საქართველოს წარმომადგენელის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდა ტოიოტა ცენტრი თბილისის წარმომადგენელი ქ-ნი ნინუკა გაგუა.

“მის საქართველო 2013”-ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება შემოდგომამდე!

ორგანიზატორები იწვევენ 17-25 წლამდე ასაკის გოგონებს კომპანია “იმიჯ-ცენტრი”-ს ოფისში ნ. ნიკოლაძის 6-ში.
ფინალური კასტინგი ჩატარდება შემოდგომაზე, სადაც შეირჩევა 20 გოგონა, რომლებიც გააგრძელებენ “მის საქართველო 2013”-ის ტიტულისთვის ბრძოლას. ტრადიციულად კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება მთავარი პრიზით - ავტომობილით, რომელსაც აწესებს კომპანია “ტოიოტა ცენტრი თბილისი” და გამარჯვებულ “მის საქართველო 2013”-ს გადაეცემა ახალი მოდელის, ელეგანტური ავტომობილი “ტოიოტა RAV 4”.




მის საქართველო 2013”-ის გამარჯვებული ტოპ-5 გაემგზავრება სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე.
აღსანიშნავია, რომ წელს 28 სექტემბერს, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, საერთაშორისო კონკურსზე
“მის მსოფლიო” საქართველოს წარადგენს მოქმედი “მის საქართველო” თამარ შედანია, რომელმაც უკვე დაიწყო აქტიური მზადება ამ კონკურსისთვის. თამთას ჩაცმულობაზე ზრუნავს მოდის სახლი “მარიონელა”, რომელიც სპეციალურად ამ ღონსძიებისთვის თამარ შედანიას უზრუნველყოფს სასცენო საღამოს კაბით, ეროვნულ
ჩაცმულობით და კოქტეილის კაბებით.





Category: Georgians / for ANGEL.ge
Tags: Miss Georgia Miss მის საქართველო Georgia Georgian

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top