;
20 ივლისი 2013      ANGEL     15 კომენტარი     ნანახია 11016-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge




Kristi Kipshidze @ kristiglen

სანამ ჩვენი საიტი ენჯელ.ჯი საზაფხულო-პასიურ რეჟიმში გადავა და შემოდგომის, ახალი სეზონისთვის ძალების მოსაკრებად გაეშურება გადავწყვიტეთ ცნობილ ქართველ ქალბატონებს, It Girl -ებს გავსაუბრებოდით და გამოგვეკითხა, თუ როგორ ატარებენ ზაფხულს და რა გეგმები აქვთ 2013 წლის ამ სეზონისთვის.

ამ პროექტის პირველ სტუმრად კრისტი ყიფშიძე ავირჩიეთ, რომელიც არასდროს აკლდება საინტერესო ივენთებს და ნებისმიერ სეზონზე არაჩვეულებრივად ატარებს დროს. ჩვენ მას ვკითხეთ თუ როგორ ისვენებს თინეიჯერ ქალიშვილ ნატალიასთან ერთად, რომელიც მუდამ თან ახლავს დედას და რა გეგმები აქვთ:

მრავალ პროექტში ხართ ჩართული, თუმცა ვხედავთ, რომ ყველანაირ საქმის პარალელურად თავისუფლად ახერხებთ დასვენებას და გართობას და თქვენი "ზაფხული" უკვე დაიწყო

- ❝ ეგრეც უნდა იყოს, როგორც კი გამოჩნდება დრო უნდა მოიწყო განტვირთვა, რასაც მე ვაკეთებ. ნამდვილად ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ საერთოდ არ ვიღლები. წელს აპრილიდან დავიწყეთ მე და ნატალიამ დასვენება, ჯერ ეგვიპტეში ვიყავით, ახლა ვართ ბათუმში ჯაზ ფესტივალზე. ნატალია კიდევ ბაკურიანში და ზღვაზე წავა ბებიასთან ერთად. ❞



- ❝ მიყვარს ფესტივალები და ხშირი სტუმარი ვარ, წელს ვიყავი ქობულეთში კონკურსზე Be Next , რომელიც ყოველ წელს იმართება ქობულეთში ჯორჯია პალასში , სადაც ვისვენებ და პარალელურად ასე ვთქვათ ვმუშაობ, გამოვდივარ ჩვენებებზე. ასევე ვიყავი ფოთში კონკურსზე მის თინეიჯერი, რომლის ჟიურის თავმჯდომარე გახლავართ, წელს გადავოდა ეს კონკურსი შავი ზღვის სანაპიროზე, რაც ძალიან კარგია. ვფიქრობ, იმედია ეს ტრადიცია არ დაირღვევა და ამ კონკურსს ჩავატარებთ ზღვაზე. ❞

ცოტა ხნის წინ კრისტიმ დაასრულა მუშაობა პროექტზე Kristi for Dalood : ❝ ეს არის პროექტი, რომელიც არის მოდის სახლ Dalood და ჩემი პროექტი, იდეა მე მეკუთვნის, მაისურები შეიკერა Dalood-ში, ვფიქრობ წარმატებული იქნება ეს პროექტი. ❞





ვხედავთ, რომ ქალიშვილი ნატალია მუდამ თან გახლავთ და მეგობრებთან ერთად გართობისას შესანიშნავად გიბამთ მხარს, მაგრამ თუ გიწევთ მისი ინტერესების გათვალისწინება?

- ❝ ნატალიასთან ერთად ხშირად დავდივართ დასასვენებლად, ეხლაც აქ ვართ ბათუმში, ნატალია უკვე დიდი გოგოა, თუმცა სულ პატარაობიდან დამყავს ყველგან. კიდევ სად დავისვენებ არ ვიცი, არასდროს ვგეგმავ, თუ მოვახერხებ მთაში მინდა წავიდე, ყაზბეგში სადაც ფანტასტიური გარემოა. შარშან ვიყავით მე და ნატაშკა და ძალიან მოგვეწონა, ვფიქრობ წელს რამენაირად მოვახერხო და ვესტუმრო. მაქვს ბევრი საქმე აგვისტოში, ამიტომ სექტემბერში ვფიქრობ დასვენებას. ❞

▶როგორ გაატარებდით თქვენს განრიგში უცაბედად გამოჩენილ 1 თავისუფალ დღეს
- ❝ ერთ თავისუფალ დღეს - სიამოვნებით გავატარებ სახლში :)

როგორც ინსტაგრამის ფოტოებიდან ვხედავთ თბილისში კრისტი ხშირად სტუმრობს Holiday Inn -ის საცურაო აუზს და ლაუნჯს, კაფეებს Linville, Purpur, 144 stairs , ახლად გახსნილ ლაუნჯს ფუნიკულიორზე , " სოფია მელნიკოვას დუქანი ", ბათუმში კი fanfan , თავადაც გაგვიმხილა, რომ ეს მისი საყვარელი ადგილებია.

Kristi Kipshidze @ kristiglen

ბათუმში ჯაზ ფესტივალზე

ნატალია: @nataliakipshidze1

‪#‎fanfan‬ jenia kristi — with Jenya Gorin at Fanfan.



ქეთათო და დალი ჩიტალაძესთან ერთად



Egypt Sunrise - აპრილი






Holiday Inn-ის აუზზე





Miss Teenager 2013

‪#‎grigolet‬ — at villa reta hotel.


‪#‎teddy‬ ‪#‎bear‬ — at villa reta hotel

Nasiri

‪#‎funicular‬ ‪#‎view‬ ‪#‎tbilisi‬ — with Jenya Gorin at Funicular Restaurant


ქობულეთი Be Next - Georgia Palace

#botanic garden Batumi

by Avtandil

"სოფია მელნიკოვას დუქანი"


#Sofia Melnikovas Fantastiuri Duqani

კაფე ლინვილი



ფოტოები კრისტის ინსტაგრამიდან: @ kristiglen



კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

15


  • sopho) თქვა:
    24 ივლისი 2013 15:17 - ID: 15,
    ძაან მომწონს! <3

  • Ggvantsa თქვა:
    22 ივლისი 2013 21:36 - ID: 14,
    არაფერი უვარგა ამ ქალს გარეგნობაში, მაგრამ ყოველთვის საოცრად ელეგანტური და მშვენიერია

  • NEW YORK თქვა:
    21 ივლისი 2013 18:36 - ID: 13,
    ცდილობს"ფეშენ " ლედი გახდეს ,,,,,:))))

  • mononoke თქვა:
    21 ივლისი 2013 17:57 - ID: 12,
    ამაის ნამდვილი გვარი რა არის ?

  • aNaNo_O თქვა:
    20 ივლისი 2013 22:09 - ID: 11,
    მეჟდუ ნამი ნეპაგოდა
    გრუზი ი დაჟდიიი

  • Ana smiley თქვა:
    20 ივლისი 2013 21:18 - ID: 10,
    მიყვარს ეს გოგო love

  • liliana თქვა:
    20 ივლისი 2013 18:59 - ID: 9,
    არის რა...

  • belo თქვა:
    20 ივლისი 2013 14:15 - ID: 8,
    ნეტა ამას მარტო გართობაზე და ჩაცმაზე ფიქრობს :)) ან ერთი გაწვნიკული მოდელი სად შოულობს ამდენ ფულს რომ ყველა კურორტსა და რესტორანში წამოსკუპული ზის? გამიგია რამე სერიოზული საქმე ჰქონდეს და დიდი შემოსავალი smile

  • Dudu თქვა:
    20 ივლისი 2013 13:48 - ID: 7,
    ეშხიანი ქალია love

  • koko10 თქვა:
    20 ივლისი 2013 09:45 - ID: 6,
    აწყობილი აქვს საქმე დაგულაობს და დაგულაობს მე ვიკითხო თორე wink

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    20 ივლისი 2013 01:35 - ID: 5,
    love კრისტი ულამაზესიაა,ნატალიც უსაყვარლესი <33

  • chyipina თქვა:
    20 ივლისი 2013 01:33 - ID: 4,
    ადრე თითქოს არ მომწონდა ქრისტი,მაგრამბოლო დროს,სულ უფრო და ფრო მეტ დადებით თვისებას ვპოულობ მასში. მომწონსმისი დმაოკიდებულება ცხოვრების მიმართ და ერთ-ერთი ღირსეულ აითი გოგონად მიმაჩნია. რაც შეეხება ამ პროექტს საინტერესო და სახალისოა, თან ინფორმაციით დასტვირთული და არამოსაწყენი. გავითვალისწინებ კრისტის საყვარელ ადგილებს... :))

  • keetaa თქვა:
    20 ივლისი 2013 00:19 - ID: 3,
    მიყვარს

  • ruuus თქვა:
    20 ივლისი 2013 00:17 - ID: 2,
    ძალიან მომწონს კრისტი, მაგარი გოგოა :)

  • ANGEL თქვა:
    20 ივლისი 2013 00:08 - ID: 1,
    მომწონს კრისტი, რა კარგად ატარებს დროს, თან ნატალიასთან ერთად... ვადევნებ თვალს მის პროფილს და ახალი კაფეების და ივენთების შესახებ ინფორმაციის გაგება შეიძლება მისი ინსტაგრამიდან ;) ძაან ტენდენციურია :)

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top