;
26 ივლისი 2013      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 6715-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge

სანამ ჩვენი საიტი ენჯელ.ჯი საზაფხულო არდადაგებზე გაეშურება გადავწყვიტეთ ქართველ ქალბატონებს, It Girl -ებს გავსაუბრებოდით და გამოგვეკითხა, თუ როგორ ატარებენ ზაფხულს და რა გეგმები აქვთ 2013 წლის ამ სეზონისთვის.

GDS-ის მუსიკალური ტოპ-10-ეულის წამყვანი და მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ახერხებს დააბალანსოს დღე და დრო დაუთმოს შვილს და გამონახოს ენერგია ვარჯიშისთვისაც. ალექსანდრასთან ინტერვიუ როგორც ყოველთვის ნაყოფიერი და რჩევებით აღსავსეა, გვესაუბრა საქართველოს რომელ კურორტზე აპირებს დასვენებას შვილთან ერთადსად ატარებს დროს თბილისში და რა წიგნებს გაუწევდა რეკომენდაციას:



Aleksandra Paichadze @ vvaleksandra

❝ ამ ბოლო დროს დრო ისე სწრაფად გადის ძლივს ვასწრებ დღის განმავლობაში დაგროვილ საქმეებს, ზაფხულზე აღარაფერს ვამბობ, ის რაც გახარებს და გიყვარს უფრო მალე მიილევა ხოლმე. ჩემთვის უკვე დიდი ხანია ზაფხული ცარიელ თბილისთან ასოცირდება, ამასაც აქვს თავისი ხიბლი, თუმცა დატვირთული რეჟიმი ოდესმე უნდა დაცხრეს და დასვენება ყველას გვჭირდება.

ამ ზაფხულში ბევრი გეგმა მაქვს შაბათ-კვირებზე გათვლილი, ძირითადად მთის კურორტებზე ვარ ორიენტირებული, ჩვენი ზღვა აღარ მიზიდავს, შემოდგომაზე რომელიმე ძველ-თბილისურ ახალ კაფეში გართობა, ცივი ყავა ნაყინით, მოჰიტოს კოქტეილი და შემორჩენილი მეგობრები კარგ განწყობას მიქმნიან, ძალიან მომწონს ფუნიკულიორის ახალი რესტორანი სადაც ნებისმიერი გართობაა შესაძლებელი, "პონჩკებიდან" დაწყებული დელიკატესებით დამთავრებული.❞



❝ სამწუხაროდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თავს სპორტულად აქტიურობის უფლებას ჯერ ვერ ვაძლევ, შესაბამისად ვარ პასიურ რეჟიმში და ვტკბები ზაფხულის გასვლით :))) :(( დასასვენებლად და დასამშვიდებლად როგორც ყველას რა თქმა უნდა კომფორტული გარემო მიჩევნია, სადაც მოდუნების ძილის და ნებივრობის საშუალება მომეცემა, ვფიქრობ ერთერთი ასეთი ადგილი ყაზბეგია , თუმცა იქ თუ ჩავედი აუცილებლად ავალ გერგეთი სამებასთან!

ზღვის კურორტებიდან შეკვეთილი და უფრო ჩრდილოეთის სანაპირო მიზიდავს, იქ უფრო მეტად არის აფხაზეთის ჰავა და კლიმატი, ნაკლები წვიმა და ბევრი მზე! საცურაო კოსტუმების კოლექცია მაქვს და ძალიან მომწონს. შევეცადე რას შეიძლება ბევრი სარაფანი მეყიდა, თავისუფალი, ყოველდღიური, და რა თქმა უნდა ზაფხული წარმოუდგენელია ჰავაიანას შლოპანცებით! ❞


კუს ტბაზე, შვილთან ერთად

სპორტდარბაზში

კუს ტბაზე ბაკურიანის წყლის ვარჯიშებზე



▶ ახალგაზრდა დედიკოს არა მხოლოდ საკუთარ, შვილის ზაფხულზეც უწევს ზრუნვა:
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა პატარა შვილმა უკვე 2-ჯერ მოასწრო თბილისიდან გასვლა, სურამში და ცემში , მოგვიანებით ბაკურიანშიც წავალთ ალბათ, გამოცდილებიდან გამომდინარე სანამ არ გაიზრდება ზღვაზე არ წავიყვან, ძალიან გავწვალდით მე და ჩემი მეუღლე შარშან. ❞

▶ ალექსანდრას უყვარს Self-Help წიგნები და ვკითხეთ, თუ რომელ მათგანს გაუწევდა
რეკომენდაციას ზაფხულში საკითხავად:

❝ ამაზონის ბესტ-სელერმა GETTING TO YES არ გაამართლა, მიუხედავად იმისა რომ ჩემი საყვარელი წიგნებიდან ამოვიკითხე და მათი რეკომენდაციით გამოვიწერე, ბოლო წლებში უამრავი ფრანგული ბურჟუაზიული და რომანტიკული ნაწარმოები წავიკითხე და ცოტათი მომბეზრდა, ბევრი მათგანი ახლაც ნახევრად წაკითხული და მონიშნული თაროზე მაქვს შემოდებული, ამიტომ უფრო პრაქტიკულ "how to" წიგნების შეძენა და მათი კითხვა დიდი ინტერესით დავიწყე, შემიძლია გირჩიოთ და გთხოვოთ აუცილებლად წაიკითხოთ ქართული ნაწარმი sinergy ჯგუფისგან, რომელიც რამდენიმე წიგნისგან შედგება, დაწყებული ადამიანის ფსიქოლოოგით, დამთავრებული მართვის და ლიდერობის ტექნოლოგიებით.. ❞



❝ ყველას ბედნიერ, მშვიდ, ლამაზ და ნარუჯ დასვენებას გისურვებთ! ❞

ფოტოები ალექსანდრას ინსტაგრამიდან:
Aleksandra Paichadze @ vvaleksandra














კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

6


  • mariland1 თქვა:
    26 ივლისი 2013 19:04 - ID: 6,
    სახე დიდი არაფერი, მაგრამ ტანი კარგი აქვს

  • i love stars თქვა:
    26 ივლისი 2013 17:35 - ID: 5,
    ძალიან მომეწონა love

  • Gia Carangi თქვა:
    26 ივლისი 2013 16:59 - ID: 4,
    საზამთროს რომ აცჭმევს რა საყვარელიაა :დ

  • liliana თქვა:
    26 ივლისი 2013 13:21 - ID: 3,
    magari gogoa.....

  • meducha თქვა:
    26 ივლისი 2013 12:41 - ID: 2,
    იუუუ რა გოგოაა <3

  • :(: თქვა:
    26 ივლისი 2013 12:20 - ID: 1,
    ar momwons es gogo

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top