;
24 ივლისი 2013      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 3851-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები

Elite Model Look Georgia 2013 რეგისტრაცია დაწყებულია
კიკალა-სტუდიოში ქ-ნი ია კიწმარიშვილის მიერ გაიმართა პრესკონფერენცია
Elite Model Look Georgia სამოდელო კონკურსის რეგისტრაციის მიმდინარეობისა და რეგიონალური ტურების ჩატარების შესახებ.


პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ “კიკალა-სტუდიო”-ს დამფუძნებელი ბ-ნი მამუკა კიკალიშვილი და Elite Model Look Georgia 2012-ს გამარჯვებული ლიკა მეტრეველი. კომპანია IC Model Management-ის მიერ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look-ის შესარჩევი ტური უკვე მე-7 ტარდება საქართველოში.


N1 სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2013-ის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია


რეალობად ქცეული ოცნება!
პროექტი “Elite Model Look Georgia” გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული სამოდელო კონკურსის “Elite Model Look”-ის შესარჩევი ტური საქართველოში. “Elite Model Look”-მა აღმოაჩინა მსოფლიოში ისეთი ცნობილი ტოპ-მოდელები, როგორებიც არიან: ლინდა ევენჯელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროზიო და სხვები.
“Elite Model Look Georgia” უკვე მეშვიდეთ, წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში კომპანია “IC Model Management”-ის მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.




უნიკალური შესაძლებლობა გახდე მსოფლიო მოვლენის ნაწილი!
ელიტის წარმომადგენლები საქართველოში აწარმოებენ ახალი სახეების ძიებას იმისათვის, რომ მისცენ მათ შესაძლებლობა დაიკავონ საპატიო ადგილი მსოფლიო აღიარებულ ტოპ მოდელთა შორის. Elite Model Look-მა საქართველოში წინა წლებში (2007-2012) აღმოაჩინა: თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე და ლიკა მეტრეველი, რომლებიც უკვე წარმატებით მოღვაწეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე.
წელს 21 ივლისიდან 7 სექტემბრამდე გაიმართება რეგიონალური შესარჩევის კასტინგები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, გორი, გურჯაანი, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი.
პროფესიულობის, სილამაზის და ელეგანტურობის საუკეთესო კომბინაცია!




უკვე მიმდინარეობს მსურველების ონლაინ რეგისტრაცია
ღონისძიების ვებ გვერდზე - www.elitemodellook.com/ge და
facebook გვერდზე apps.facebook.com/elitecastingge

კომპანია “აი სი მოდელ მენეჯმენტი” კონკურსში მონაწილეობისათვის იწვევს:
- გოგონებს: 14-დან დან 22 წლამდე ასაკის
მინიმუმ 170cm სიმაღლის
- ვაჟებს: 16-დან 24 წლამდე ასაკის
მინიმუმ 180cm სიმაღლის


წელს Elite Model Look Georgia 2013 - რეგიონული კასტინგები გაიმართება:

21 ივლისი/ 14:00-ქუთაისი-ოპერის თეატრი
23 ივლისი/ 14:00-გორი-კინოთეატრი გამარჯვება
26 ივლისი/ 14:00-გურჯაანი-კულტურის ცენტრი
29 ივლისი/ 14:00-ზუგდიდი-არტ გალერეა
17 აგვისტო/14:00-ბათუმი-ინტურისტი
18 აგვისტო/14:00-ოზურგეთი-თეატრი
7 სექტემბერი/14:00-თბილისი მოლი




რეგიონალური ტურების ბოლოს, 7 სექტემბერს თბილისი მოლში გაიმართება ნაციონალური კასტინგი, რის შედეგადაც შეირჩევიან კონკურსანტები, რომლებიც გააგრძელებენ მონაწილეობას ფინალურ შოუში გამარჯვების მოსაპოვებლად. ფინალურ შოუზე გამარჯვებულებს ირჩევს თავად Elite Model Look-ის წარმომადგენელი პარიზიდან, რომელიც სპეციალურად ამ მისიით ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში.

ფინალური კასტინგი ჩატარდება თბილისში 7 სექტემბერს, სადაც შეირჩევა 15 საუკეთესო დამწყები მოდელი გოგონა და 15 მოდელი ვაჟი.
კონკურსანტები გაივლიან წინასაკონკურსო მოსამზადებელ ეტაპს. პორტფოლიოებით მათ უზრუნველყოფს Elite Model Look Georgia-ს პარტნიორი კომპანია “კიკალა-სტუდიო”.

Elite Model Look-ის შესახებ
“Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს მიაღწიონ წარმატებას უმოკლესი გზით, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონას იღებს მონაწილეობას. color=#990000]მსოფლიო ფინალის გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სააგენტო “ Elite Model Management ”-თან და 300 000 ევროს საპრიზო ფონდი.


საკონტაქტო პირი: მაცაცო გულუა მობ.568 983940 ტელ 298 51 48
E-mail: [email protected], [email protected]

თამარ შედანია EML 2007

ანა კოვაჩი EML 2008

ლიკა მეტრეველი 2012



უკვე მიმდინარეობს მსურველების ონლაინ რეგისტრაცია
ღონისძიების ვებ გვერდზე - www.elitemodellook.com/ge და
facebook გვერდზე apps.facebook.com/elitecastingge

კატეგორია: ქართველები
Tags:

3


  • jolin თქვა:
    5 აპრილი 2016 06:38 - ID: 3,
    However, after the 2004-year-old designer gucci replica handbags, the brand becomes a mess, designated successor Giambattista Valli quarreling with management from the stove, even for the next seven designers, which also includes the notorious Hollywood star Lindsay Lohan they want to please the young, but can not find the right direction. Last year, they got Fausto Puglisi. Today, we talk about Givenchy, but not elegant, that is mulberry replica by Riccardo Tisci: street, dark, gothic fantasy is a high-tech mirror printing, a head portrait, baseball jackets, pentagram, high help movement shoes, and even its senior custom models also wore nose rings standing on the basketball court show. Every person wants to have an influx of christian louboutin outlet, young love it, we began with a baseball jacket with a dress, pullover with high heels, the dress code locked drawer.

  • ANGEL თქვა:
    24 ივლისი 2013 22:33 - ID: 2,
    Kvelaze realuri konkursia, romelsac martla raimes shecvla da carmatebis motana sheudzlia modeliatvis martla profesionaluris mxriv <3

  • Ana smiley თქვა:
    24 ივლისი 2013 21:49 - ID: 1,
    არმწამს თქვენი რა wink

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top