;
25 ივლისი 2013      ANGEL     19 კომენტარი     ნანახია 3793-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge



საბერძნეთიდან არც ისე დიდი ხნის წინ დაბრუნებული ქართველი მომღერალი მარკუს მეტრეველი ქართულ შოუ–ბიზნესში სრულიად გამორჩეული ტიპაჟია. ჩვენთან საუბრისას აშკარად ეტყობა, რომ თავისუფლება ძალიან უყვარს და სექტემბერში ახალ, ქართულ და ინგლისურ ენოვანი სიმღერით წარსდგება ქართულ ტელე-შოუებში.

თბილისი რომ პატარა ქალაქია და ათასი მითქმა-მოთქმა ხშირად ისმის სელებრითების შესახებ, ამას ლაპარაკიც აღარ უნდა, ხოდა აი ჩვენც დავინტერესდით თუ რატომ გადაწყვიტა საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლა მარკუსმა, რომელმაც განაცხადა, რომ -❝ საქართველოში დაბრუნება სიმართლე, რომ გითხრა არ მქონდა გადაწყვეტილი, სრულიად შემთხვევით ავღმოვჩნდი, მე მივდიოდი მოსკოვში სადაც მელოდებოდნენ, რომ უნდა დამეწყო სერიოზული ნაბიჯები რუსულ შოუ-ბიზნესში, მაგრამ საქართველოსა და რუსეთის ომის შედეგად განვითარდა უარყოფითად მოვლენები და ჩამოვედი საქართველოში. ვეღარ დავრჩებოდი საბერძნეთში, რადგან ვიყავი აბარგებული და თან საბერძნეთში დაიწყო საშინელი ეკონომიური კრიზისი.❞

ჟურნალისტი: შმაგი ბერუაშვილი


ანუ შენი დაბრუნება საქართველოში საბერძნეთში დაწყებულმა კრიზისმა განაპირობა?

- არა. მე რომ დავამთავრე მუსიკალური აკადემია, ჩემმა ლექტორმა მითხრა და შემომთავაზა, რომ წავსულიყავი უფრო დიდ ქვეყანაში სადაც მუსიკალური ბაზარი იქნებოდა უფრო მასშტაბური. ჩემი ვოკალისტი გახლავთ ჯული მაზინო, ის ამერიკელია მან შემომთავაზა, რომ წავსულიყავი ამერიკაში, რადგან უფრო მასშტაბურად განმევითარებინა ჩემი კარიერა, მაგრამ ასევე დააყოლა, რომ რახან რუსეთი მაინც თქვენი მეზობელი ქვეყანა არისო მოდი მოსკოვში გადადიო და მართლაც ესე დავგეგმეთ ყველაფერი. მაგრამ ამაოდ. იმედია ყველაფერი დალაგდება. მე ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა და აქ ავღმოვჩნდი ჩემს სამშობლოში, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველაზე გემრიელი და ტკბილი, თავისი დიდი მინუსებით და პლუსებით.




მინუსად და პლუსად რა მიგაჩნია?

- მინუსად მიმაჩნია, ქართველი ერის ზოგადად ტრადიციები, არა ყველა რა თქმა უნდა. მინუსია ჩვენი ის, რომ ქართველებმა არ ვიცით გართობა, ანუ იქ აუცილებლად უნდა გაუტყდეს ვიღაცას ან თავი, ან ცხვირი და მხოლოდ ესე დასრულდება მოლხენა, დაუსრულებელი სადღეგრძელოები, ქელეხები უკვე, რომ ღრეობაში გადადის და ავიწყდება მკვდარი და ცოცხალი ხალხს, შური, ბოღმა ერთმანეთის წარმატება შურთ, არ აღიარება, ერთმანეთის გვერდში დგომა არ იციან, და მრავალი სხვა. დაბალი დონონის განათლება ზოგადად ერს აკნინებს ყველანაირად.

და რაც შეეხება პლუსს გვაქვს უამრავი –ვართ სტუმართმოყვარენი, გვაქვს ძალიან გემრიელი და მძიმე სამზარეულო. ასევე გვაქვს უგემრიელესი ღვინო. უალამაზესი კურორტები დასასვენებელი, გვაქვს ძირძველი ისტორია, მდიდარი და მრავალფეროვანი, ვართ ქრისტიანები, ვართ მრავალეროვანი ქვეყანა და მრავალრელიგიური ქვეყანა. გვყავს ბევრი საამაყო მწერალი, პოეტი, მეცნიერი. გვყავს მრავალი წარმატებული და საამაყო მუსიკოსები, მხატვრები და მსახიობები.




განსაკუთრებული, არაორდინალური იმიჯი გაქვს, ასე ბევრი ქართველი მამაკაცი არ გამოიყურება, როგორ მიგიღო, სუფთა გაგებით, ქართულმა საზოგადოებამ?

-და რატომ უნდა გამოიყურებოდეს ყველა ესე? მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო საშინელება იქნებოდა ყველა ერთმანეთს რომ ვგავდეთ, თუმცა ეს ტენდენციაა დღეს საქართველოში. ზოგადად მაინც არის, რომ ყველა ერთმანეთს ჰგავს ინკუბატორის წიწილებივით, მაგრამ რაღაც ძვრებს მაინც ვხედავ ამ ბოლო ხანებში, რომ ვიყოთ გამორჩეულები. სირცხვილი არ არის, რომ ვიყოთ სხვანაირები, ეს კარგია მხოლოდ და მხოლოდ იყავით თავისუფალნი და არა ზოგიერთი ტრადიციის ჭირისუფალნი, ინდივიდუალიზმი ადამიანის პიროვნებას ასახავს, წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანია დღეს ერთი და იგივედ დაკოპირებული, ეს ხომ საშინელებაა. რაც შეეხება მიმიღეს თუ არა (იცინის) ცოტა არ იყოს სასაცილოა და რა მაქვს მიოუღებელი? ვერ მიმიღებნ გოიმები, გაუნათლებელი, უწიგნური და ის ადამიანი ვისაც არ გააჩნია ინტელექტი- შესაბამისად ამ კატეგორიასთან არც მიწევს ურთიერთობა, მე ვფიქრობ, რომ მიმიღეს და თან დიდი დოზით. ძალიან ბევრი თანამოქალაქე არ გვყავს ხომ? ან არ მინდა, რომ გვყავდეს. 21-ე საუკუნეაა და ჩემს ჩაცმულობაში უცხოპლანეტური არაფერიაა.

როგორც ჩანს გიყვარს თავისუფლება ეს სიმღერითაც გამოხატე უკვე

- კი რა თქმა უნდა და ვის არ უყვარს თავისუფლება? ჩემს ალბომში ორი სიმღერა შევა თავისუფლებაზე, ერთი ქართულ ენოვანი და მეორე ინგლისური, რომელიც ახლა ჩავწერე და სექტემბერში იქნება პრემიერა. თავისუფლება არის ჩემი რელიგია, ცხოვრების კანონი და წესი, ვერ ვიტან დაკომპლექსებულ ადამიანების იდეოლოგიას, რომლებიც სხვებს მოძღვრავენ.


რა აზრის ხარ ამ გამოთქმაზე - სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო?
- ეგ სისულელია, აქეთ დაიხურონ ჩემი ქუდი მოუხდებათ მაინც.

ჟურნალისტი: შმაგი ბერუაშვილი



კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge
Tags: DAVID JONES tbilisi, ვარსკვლავური ცხოვრება, angel.ge-სთვის, ინტერვიუ, მარკუს მეტრეველი

19


  • mary...p თქვა:
    1 აგვისტო 2013 14:38 - ID: 19,
    არც ამის "თავისუფლება" მომწონს, არც სტილი, არც სიმღერები და არც გარეგნობა..
    ამაზრზენია ჩემთვის, თუმცა რაცუნდა ისუქნია სულარმაინტერესებს... ვოტ!!

  • Hellen თქვა:
    29 ივლისი 2013 11:12 - ID: 18,
    ნორმალური ბიჭია :))) მე მაგალითად ასე თუ ისე მომწონს ^_^

  • bero თქვა:
    26 ივლისი 2013 12:44 - ID: 17,
    ციტატა: chyipina
    რა სასაცილო ტიპია..
    მომწონს შმაგი კარგად მუშაობს:))

    გაიხარე დიდი მადლობა:)

  • moka თქვა:
    26 ივლისი 2013 01:56 - ID: 16,
    love ყველაზე დახვეწილი მომღერალია საქართველოში ვინც კი არსებობს!
    რათქმა უნდა არ მოგეწონებათ, იცი რატომ? თქვენსავით რომ არ ყარს, თქვენსავით რომ არ ასდის ოფლის და დაუბანლის სუნი,თქვენსავით რომ არ არის უსაქმური, თქვენსავით რომ არ არის წარუმატებელი,თქვენსავით რომ არ ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით, თქვენსავით რომ არ არის ბოროტი, სურიანი ბოღმა, თქვენსავით რომ არ არის მახინჯი,სულით ხორცამდე, და კიდევ იცი რატომ აი მოშნად რომ კიდიხართ იმიტომ:P :P :P ნეტავი ამას კითხულობდეს როგორი დაგცინებდათ :D :D :D სხვა საქმე არ გაქვთ უსაქმურებოდა მიდით და ან დაკავდით ონანიზმით ან ლანძღეთ მეტი რა შეგრჩებათ :D მარკუს შენ ხომ იცი რომ ყველაზე მაგარი ხარ, და ამათმაც ხომ უნდა აკეთონ თავისი საქმე :D მიუგდე ერთი ზვალი და გლიჯონ კბილები ექავებათ და ენა :D ეგრე გააგრძელე უმაგრესოო.მარკუს მეტრეველი <3

  • akaki თქვა:
    26 ივლისი 2013 01:41 - ID: 15,
    მარკუს ძალიან მიყვარხაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააარ ამათი შურიანი და ბოღმააა დ,,,,,,,,,,,,,,,,,,, იციან რომ ვერასდროს მოვლენ შენამდე,, კიდევ დანარჩენი 100 წელი,, ეს სუნიანები რომ შენზე დაიწყებენ ლაპარაკს და თან ლანძღვას ხო უნდა გადაშენდეს ეს ერი მართლა,, ვამაყობშენით მიყვარხაარ!!!

  • )))))))) თქვა:
    26 ივლისი 2013 00:52 - ID: 14,
    ფუუ ამის დანახვაზე ხო გული მერევა, ასეთ ხალხი რომ დგას ამხელა სიმაღლეზე ჩვენს ქვეყანაში მაგიტომაც ვართ დაუნი ერი !!!!! საერთოდ ამასთან ინტერვიუ რა დასადები იყო, ეს უნდა დააიგნორო ისე რო ეჭვი შეეპაროს არსებობაში.

  • chyipina თქვა:
    26 ივლისი 2013 00:21 - ID: 13,
    რა სასაცილო ტიპია..
    მომწონს შმაგი კარგად მუშაობს:))

  • Ggvantsa თქვა:
    25 ივლისი 2013 21:35 - ID: 12,
    ამი დაბერილი ტუჩები და აწკიპული ქარბები რა ვთქვი wink ბუნებრივი გაცილებით კაი იქნებოდა გარეგნულად

  • SaAaL :X:X თქვა:
    25 ივლისი 2013 20:29 - ID: 11,
    აუ ბოლოს რო ეგ არ ეთქვააა კიდე ხო კაი, მაგრამ რამხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე, რაღაც თქვა მართალი მაგრამ ქართველ ხალხს მაგისი ქუდი ნამდვილად არ მოუხდება ამიტომ თუ უნდა ააცვას აქედან lol am

  • - Ninoo თქვა:
    25 ივლისი 2013 17:03 - ID: 10,
    მე ის მომწონს მასში რომ აკეთებს იმას რაც უნდა რომ გააკეთოს,ამბობს იმას რასაც ფიქრობს ,უბრალოდ თავისუფალია ))

  • krist...star თქვა:
    25 ივლისი 2013 16:44 - ID: 9,
    ეს რა კაცია :D მინუს-პლიუსებში მეც ვეთანხმები, მარა ბოლო კითხვაზე პასუხმა ხო სულ წარმოდგენა დამაკარგვინა wink

  • kutkhashvili თქვა:
    25 ივლისი 2013 16:39 - ID: 8,
    რა თამამად ლაპარაკობს სხვის გოიმობაზე, გაუნათლებლობაზე! ჯერ შექმენი რამე ღირებული და მერე ილაპარაკე სხვაზე! სწორედ შენს მუსიკას განათლებული ხალხი არ იღებს იმიტომ, რომ მეტისმეტად უგემოვნოა! ჩემი სუბიექტური აზრი!!!!!!!!!!!!!

  • lul თქვა:
    25 ივლისი 2013 15:52 - ID: 7,
    ვაიმეეეეეე wink

  • Ana smiley თქვა:
    25 ივლისი 2013 14:15 - ID: 6,
    აქაც არაფერი გამოგივა ეგ არ იცი აქ ვინც არის იმათმა ვერ აიწყვეს საქმე და შენ აქ რო მოდიხარ რისი იმედი გაქ wink

  • honey.honey თქვა:
    25 ივლისი 2013 13:59 - ID: 5,
    მინუს პლიუსებში ვეთანხმები ... ვერ ავაწყე საუბარი მასთან როცა მქონდა "ბედნიერება" მასთან შეხვედრის wink რაზეც უნდა გვესაუბრა და აეხსნა რა უნდა გამეკეთებინა სულ ამირ დამირია ტვინი, რაც არ იცის იმაზე ლაპარაკობს სულ wink ასე რომ წავიდეს მოსკოვში და ააღორძინოს შოუბიზნესი, ჩვენთან არც ყოფილა არც არის და არც იქნება ... გული მერევა აქაურ მუსიკალურ გემოვნებაზე ... წავიდა მეფე და წახდა ქვეყანა , ქართული მუსიკის "მუღამი" მაშინ დავკარგე როცა მეფემ (ირაკლი ჩარკვიანი) დაგვტოვა, ასე რომ მარკუს ძალიანაც რომ უნდოდეს თავის ბერძნულ ინგლისურ ქართული ენით გაჯერებულ ბანძ სიმღერებს თავზე ვერ მოგვახვევს ... დაბალი დონე სწორედ მის სიმღერებში აისახება ...

  • sesi თქვა:
    25 ივლისი 2013 13:56 - ID: 4,
    ეჰჰჰ

  • WelchIrene თქვა:
    25 ივლისი 2013 13:55 - ID: 3,
    მისი შემოქმედება არ მომწონს,არც ვიცნობ და არც მაინტერესებს fellow

  • lelachka თქვა:
    25 ივლისი 2013 13:31 - ID: 2,
    სირთა ბელადი

  • camilla თქვა:
    25 ივლისი 2013 13:29 - ID: 1,
    გაიტანეთ ეს არსება აქედან wink

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top