13 September 2013      ANGEL     Views 2 481    
Category: Georgians

სპექტაკლი «GEORGIA ON MY MIND» განახლებულ “აპოლოში”
13 სექტემბერს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიულ კინოთეატრში “აპოლო” საერთაშორისო ჰოლდინგი
NG GALAXY და კომპანია NG Georgia წარმოადგენს სპექტაკლს «GEORGIA ON MY MIND», რომლის ფარგლებშიც გაიმართება 2013-2014 წლის შემოდგომა-ზამთრის pret-à- porter და Haute Couture ტანსაცმლის კოლექციის ფეშენ ჩვენება.

მოწვეული სტუმრები გახდებიან მოწმე და მონაწილე იმ ნათელი, დახვეწილი და დაუვიწყარი მოვლენისა, რომელიც გახდება არა მარტო თბილისის მოდური ცხოვრების ახალი ეტაპის, არამედ უძველესი კინოთეატრ “აპოლო”-ს აღორძინების და რეკონსტრუქციის დასაწყისი, რაც შესაძლებელი გახდა კომპანიების “თეატრები აპოლო”-სდა NG Georgia»-ს ერთობლივი შემოქმედებით და პარტნიორობით.

სპექტაკლი «GEORGIA ON MY MIND» განახლებულ “აპოლოში”

ღონისძიება თავს მოუყრის საქართველოს ელიტას, პოლიტიკოსებს და არისტოკრატიას, ასევე მსოფლიოს პატივცემულ და ცნობილ ადამიანებს. სტუმრები პირადად მიულოცავენ ჰოლდინგ «NG GALAXY»-ის პრეზიდენტს ნანა ერნანდეს გეტაშვილს ამ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც აუცილებლად შევა ისტორიაში.

მოწვეულნი არიან:
· ფრანგი დიზაინერი და მოდის სახლის მფლობელი
ჟან კლოდ ჟიტრუა;
· ვერსაჩეს სახლის ბიზნესის განვითარების გენ. დირექტორი;
· ROBERTO CAVALLI–ის ოფიციალური წარმომადგენელი
ანჯელა ბეგინნი

სპექტაკლი «GEORGIA ON MY MIND» განახლებულ “აპოლოში”

ენჯი საქართველო” (NG Georgia) კომპანია NG Galaxy -ს ეკუთვნის. ის არის არასამთავრობო, არაკომერციული და არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 2012 წელს დაარსდა თბილისში და რომლის ძირითადი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საბუნებისმეტყველო, ისტორიული თუ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროებში. „NG Georgia“ - ფეშენ-ბრენდების Versace დს Jitrua ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. ► nggalaxy.ru/ge/biografiya/full_biografiya/




Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top