2 October 2013      sabavachiberidze     Views 5 100    
Category: Georgians

ქეთი ბურდული

გუშინ, პირველ ოქტომბერს "ახალი ხმა" ეკრანს დაუბრუნდა. მეორე სეზონის პირველ გადაცემაში არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდა. სწორედ ერთ-ერთი მათგანია 17 წლის ქეთი ბურდული, რომელმაც ბრმა ქასთინგზე მეისი გრეის I Try შეასრულა.

ქეთი ბურდული; ასაკი: 17
ლელა წურწუმიას გუნდის წევრი


17 წლის ქეთიმ "ახალ ხმაში" მონაწილეობის მიღება შემთხვევით გადაწყვიტა. უბრალოდ აინტერესებდა რას იტყოდნენ მასზე ნამდვილი პროფესიონალები.

" პროექტში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე,რომ მინდოდა გამოცდილ ადამიანებს შეეფასებინათ ჩემი მუსიკალური მონაცემები. მომწონდა ეს პროექტი, ფორმატი, ყველა დეტალი და ვიდეო გავგზავნე. როდესაც დამირეკეს ძალიან გამიხარდა. ვნერვიულობდი ხალხის შეფასებაზე, რადგან მე არ ვარ ჩამოყალიბებული მომღერალი,მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ ხალხის კომენტარებით. რინგზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ"



გსურდა ლელა წურწუმიას გუნდში მოხვედრა?

"როდესაც გავიგე,რომ ქალბატონი ლელა მწვრთნელი იქნებოდა გამიხარდა. იმ დღესვე ვთქვი,რომ მასთან მინდოდა.ბრმა ქასთინგზე ბოლომდე ვერ გამოვავლინე შესაძლებლობები და გულდაწყვეტილი ვიდექი სცენაზე,რადგან ვერ ვაჩვენე ის რაც შემიძლია. ძალიან ბედნიერი ვარ,ქალბატონ ლელასთან ,რომ მოვხვდი. ყოველთვის ვიცოდი,რომ ის პროფესიონალი იყო, ახლა კი,როდესაც მასთან მუშაობა მიწევს კიდევ უფრო დავრწმუნდი,რომ საქართველოში ის უკონკურენტოა.გარდა იმისა,რომ კარგი მასწავლებელია , ამავდროულად კიდევ უფრო კარგი ადამიანია. "

პროექტში მის მომავალზე : " არ ვიცი რინგზე რა მოხდება. ვუშვებ იმას,რომ შეიძლება გავვარდე, მაგრამ ჩემი წასვლა მინდა ღირსეული იყოს. მაქსიმალურად ვმუშაობან, ბევრს ვსწავლობ და ვემზადები იმისთვის,რომ ჩემი მწვრთნელის იმედები გავამართლო. საკუთარი თავის რწმენა მომეცა და დავრწმუნდი,რომ თუ რაღაც გულით გინდა აუცილებლად გამოვა. მთავარია შრომა და მონდომება"


"ახალი ხმა" - ქეთი ბურდული


ქეთის პირადი ფოტოები Facebook-დან :





Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top