7 October 2013      ANGEL     Views 1 119    
Category: Georgians

ლილუ ვეგამ და მასტერმა დუეტი ჩაწერეს
უკრაინელმა ლილუ ვეგამ და რეპერმა მასტერმა ახალი დუეტი ჩაწერეს

ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა ლილუ ვეგამ, სულ ცოტა ხნის წინ, ქართულ რეპერთან Dj მასტერთან ( გიორგი პავლიაშვილი ) დუეტი ჩაწერა. სიმღერას „თბილი- კიევი„ ჰქვია. ლილუ ამ წელს უკვე რამდენჯერმე იყო ჩამოსული თბილისში და უკრაინული მოდის კვირეულშიც მიიღო მონაწილეობა. ქართველ შემსრულებელთა გაცნობამ მას გადააწყვეტინა ახალი სიმღერა ნიჭიერ მომღერალთან და რეპერთან Dj მასტერთან ჩაეწერა.

სიმღერა „თბილისი- კიევი“ , ლირიული კომპოზიციაა დაკარგულ სიყვარულსა და სევდაზე.
მიუხედავად სიძნელეებისა სიმღერა იმედიანია და გულისხმობს რომ შეყვარებულები ისევ ერთად იქნებიან. კომპოზიცია მასტერმა დაწერა და მასში რეპის და პოპის ელემენტები გააერთიანა. სიმღერა ქართულადაა და მიუხედავად იმისა რომ ლილუ ვეგამ ქართული ენა არ იცოდა, მაინც შეძლო ზუსტად და დამაჯერებლად გადმოეცა ამ ქართული სიმღერის ყველა ნიუანსი და განწყობილება.

30 სექტემბერს, კომპოზიცია „თბილისი-კიევის“ პრეზენტაცია ერთ-ერთ ცენტრალურ ქართულ არხზე, დილის გადაცემაში მოხდა. ამჟამად მომღერალი თბილისში იმყოფება და მოლაპარაკებას აწარმოებს ვიდეოკლიპის გადაღების თაობაზე.




Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top