;
10 ოქტომბერი 2013      ANGEL     20 კომენტარი     ნანახია 10063-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები



საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამოდელო სააგენტოს Look Models -ის დამაარსებლის, ნინო ცქიტიშვილის ინსტაგრამიდან ( @ninotskitishvili ) ვგებულობთ თუ რა წარმატებით მოღვაწეობენ მისი მოდელები მსოფლიო ასპარეზზე. ამჟამად მოდელი მარიშა ურუშაძე იმყოფება პარიზის მოდის კვირეულზე, მარიშა ცნობილი დიზაინერების კასტინგებზე ცდის ბედს, რაც საკმაოდ წარმატებით გამოსდის. მარიშა პარიზში უკვე 1 თვეა რაც საქმიანობს IMG-ის სააგენტოს ფილიალთან, მალე ის მილანში გადავა! მარიშა იმყოფებოდა CELINE, LOUIS VUITTON, KENZO, DIOR, VIVIENE WESTWOOD -ის და სხვა ცნობილი დიზაინერების კასტინგებზე, ასევე გამოვიდა GIVENCHY-ს ჩვენებაზე.


Look Models-ის მოდელების სიახლეები
მარიშას პერსონალური ფოტოები პარიზიდან:
1: ჟივანშის ტესტ-მაკიაჟი 2:ვივიენ ვესტვუდის კასტინგზე
3: ფოტო ნინოსთან ერთად, გადაღებულია მარიშას პარიზის ბინაში


ჩვენ ნინოს მისი მოდელების წარმატებაზე ვესაუბრეთ. ამჟამად მისი 12 მოდელია საზღვარგარეთ დასაქმებული, ელენე მახარაშვილი უკვე იყო პარიზში და ის სულ მალე მიდის ლონდონში, IMG-ის ფილიალში.

Top გოგო-ს გამარჯვებული ალისა კუზმინა ც ნინომ წარგზავნა მილანში, სადაც ამჟამად ვიქტორია ბექჰემის შოურუმში იღებს მონაწილეობას, შემდეგომ კი პარიზში განაგრძობს მუშაობას. ასევე იგეგმება 15 წლის ელენე კოპალეიშვილი ს გაგზავნა ჩინეთში, მაგდა მელიქიშვილ თან ერთად, რომელიც უკვე იქ მოღვაწეობს, შანხაიში. ანუკა ჯორბენაძე ც მალე გაემზაგვრება ჰონგ კონგში. ნინო მოხარულია, რომ ქართველი მოდელები ასეთი წარმატებით მოღვაწეობენ აზიასა და ევროპაში.

"ძალიან ბევრი სიახლეა. მიხარია, იმიტომ რომ ჩვენს პერიოდში ასეთი ფუფუნება მოდელებს არ ქონდათ. მოხარული ვარ, რომ მე ეს მოვახერხე და ქართველ გოგოებს მივეცი საშუალება მოღვაწეობა განაგრძონ უცხოურ ბაზარზე."


ნინოს სააგენტოში ბიჭი მოდელებიც ყავთ, ერთ-ერთი მათგანი გიორგი ჩხეიძე შანხაიში იმყოფებოდა, მახო მაჭარაშვილი კი მალე მიემგზავრება ინდოეთში, ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ სააგენტოში.

თუმცა ნინო წუხს, რომ საქართველოში სამოდელო სფერო ნაკლებად განვითარებულია და დაკვეთის სიმცირიდან გამომდინარე მოდელებს აკლიათ მოტივაცია ადგილობრივ ბაზარზე იმოღვაწეონ, ამიტომ Look Models ორიენტირებულია უცხოურ ასპარეზზე გასვლაში დაეხმაროს მოდელებს. სააგენტოში ახალი სახეებიც ყავთ, რომლებიც ოქტომბრის თვეში შემოემატათ და მიღება კვლავ გრძელდება!

მარიშა ურუშაძე







Elensio - ელენე მახარაშვილი








ალისა კუზმინა







ანუკა ჯორბენაძე






გიორგი ჩხეიძე





მაგდა მელიქიშვილი








ნათია ბერუაშვილი





ნია წივწივაძე






Look Models
www.lookmodels.ge
www.facebook.com/lookmodels.ge
+995 577 46 70 50

კატეგორია: ქართველები
Tags:

20


  • Takokhmiadashvili თქვა:
    10 მარტი 2014 22:53 - ID: 20,
    კომენტარები წავიკითხე და ჯერ ესერთI 150 ლარი ღირს გოგოებო , მეორეც ერტთი თუ უცხოურ სააგენტოს მოეწონები და კონტრაქტს გაგიფორმებს ყველანაირ ხარჯს გიფარავენ წასვლის წამოსვლის სასტუმროსი და ა.შ იქითაც გიხდიან ფულს :))) ასერო არასწორი ინფორმაცია გაქვთ :დდ

  • NinaKe თქვა:
    13 ოქტომბერი 2013 23:50 - ID: 19,
    ციტატა: liii :)
    ყველაზე ლამაზი მაინც ალისაა request

    არაფერი არ უვარდა ალისას როგორც მოდელი, ტანზეც მსხვილია როგორც მოდელი და სახე საერთოდ კატასტროფა აქვს.არანაირი ხიბლი არ გააჩნია.
    მარიშა და ელენე ბევრს თუ იმუშავენებ დიდი წარმატება ელით.
    ანუკა უალამზესი გოგოა,საოცარი სახე აქვს. მაგდაც ძაან მომხიბვლელია.

  • qeteto თქვა:
    13 ოქტომბერი 2013 23:01 - ID: 18,
    რა ლამაზები არიააან <3

  • mariamininutsa თქვა:
    13 ოქტომბერი 2013 15:32 - ID: 17,
    მარიშა არის ულამაზესი love

  • Karina თქვა:
    13 ოქტომბერი 2013 02:57 - ID: 16,
    იმისათვის რომ იყო მოდელი, სულაც არარის საჭირო ფული. თუ არ იცით რა ხდება ამ სფეროში ჯობია არ ილაპარაკოთ
    ციტატა: tatagutsy
    ნამდვილად ლამაზები არიან. :) მარიშა განსაკუთრებით.
    რაც შეეხება ამ სააგენტოს... იცით რაშია საქმე? ამათზე უკეთესი ტანისა და სახის გოგოები მინახავს მე საქართველოში რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ შესაძლებლობა თვეში 200 ლარი იხადონ მხოლოდ "სწავლისთვის" სამოდელოში + 100 ლარი თვეში რომელიმე გამოსვლაზე, და ათასები ასე უცხოეში გაგზავნაზე. :)

  • tako_takunebi თქვა:
    12 ოქტომბერი 2013 18:05 - ID: 15,
    სუყველა კაია love

  • liii :) თქვა:
    12 ოქტომბერი 2013 17:03 - ID: 14,
    ციტატა: tatagutsy
    ნამდვილად ლამაზები არიან. :) მარიშა განსაკუთრებით.
    რაც შეეხება ამ სააგენტოს... იცით რაშია საქმე? ამათზე უკეთესი ტანისა და სახის გოგოები მინახავს მე საქართველოში რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ შესაძლებლობა თვეში 200 ლარი იხადონ მხოლოდ "სწავლისთვის" სამოდელოში + 100 ლარი თვეში რომელიმე გამოსვლაზე, და ათასები ასე უცხოეში გაგზავნაზე. :)

    გეთანხმები.რა ვქნათ საქართველოში მოდა მილიონი წელი არ განვითარდება...

  • WTF_ANGEL თქვა:
    12 ოქტომბერი 2013 10:41 - ID: 13,
    მარიშა ყველაზე ლამაზიააა!

  • tatagutsy თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 20:32 - ID: 12,
    ნამდვილად ლამაზები არიან. :) მარიშა განსაკუთრებით.
    რაც შეეხება ამ სააგენტოს... იცით რაშია საქმე? ამათზე უკეთესი ტანისა და სახის გოგოები მინახავს მე საქართველოში რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ შესაძლებლობა თვეში 200 ლარი იხადონ მხოლოდ "სწავლისთვის" სამოდელოში + 100 ლარი თვეში რომელიმე გამოსვლაზე, და ათასები ასე უცხოეში გაგზავნაზე. :)

  • demetria თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 16:35 - ID: 11,
    პირველი სმაი გოგო როგორ მომეწონააა love

  • nisi თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 15:07 - ID: 10,
    ძალიან ლამაზები არიან ყველანი

  • liii :) თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 14:24 - ID: 9,
    ყველაზე ლამაზი მაინც ალისაა request

  • Britain თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 12:11 - ID: 8,
    ეს გოგო ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქართველია

  • tatuli :)) თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 11:42 - ID: 7,
    კარგები არიან , მარიშა love ელენე love

  • beonce თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 02:02 - ID: 6,
    საკმაოდ პერსპექტიული მოდელები არიან. feel

  • ReaL-gvaNca თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 01:30 - ID: 5,
    ალისა <3

  • Lolipop.. თქვა:
    11 ოქტომბერი 2013 00:02 - ID: 4,
    ალისაა მომეწონა ყველაზე მეტად love

  • Nina√ თქვა:
    10 ოქტომბერი 2013 23:49 - ID: 3,
    ძაან მიხარია love

  • liliana თქვა:
    10 ოქტომბერი 2013 23:45 - ID: 2,
    როგორ მომეწონაააა... წარმატებებიიიიიიიი love

  • candyyy თქვა:
    10 ოქტომბერი 2013 23:13 - ID: 1,
    მარიშა ულამაზესიააააააააააააააა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top