;
13 ნოემბერი 2013      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 2404-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, Tbilisi Fashion Week

თბილისის მოდის კვირეულის მე-9 სეზონი არ გაიმართება


თბილისის მოდის კვირეულის მე-9 სეზონი არ გაიმართება

“თბილისის მოდის კვირეულის მე- 9 სეზონი, 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენებები არ გაიმართება”- ეს განცხადება გაკეთდა თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორების მიერ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე სამოდელო სააგენტოში „ჯეომოდელს“.

საქართველოში არსებული ყველაზე წარმატებული მოდური პროექტის მიმდინარე სეზონის გაუქმების ძირითად მიზეზად სახელმწიფო და ბიზნეს სტრუქტურების პასიურობა დასახელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველ სეზონზე კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია მინიმალურად, მაგრამ მაინც მხარში ედგნენ ამ პროექტს, ამ სეზონზე მათ პრიორიტეტებში თბილისის მოდის კვირეული სამწუხაროდ აღარ მოექცა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებულ და პოტენციურ სპონსორებთან აქტიური მოლაპარაკებების მიუხედავად, თანამშრომლობა ვერ შედგა.


ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეკონომიკური კრიზისის შედეგია, რაც სამომავლოდ, გაზაფხულის ღონისძიებისთვის გამოსწორდება.
კიდევ ერთხელ გვინდა ავღნიშნოთ თბილისის მოდის კვირეულის მნიშვნელობა საქართველოში მოდის სფეროს განვითარებისთვის, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება არა მხოლოდ კონკრეტული დიზაინერების წარმატებაზე, არამედ თბილისისა და საქართველოს პოპულარიზაციაზე მსოფლიო მასშტაბით, ადამიანების დასაქმებაზე, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე.“


instagram: @tako_chkheidze
თბილისის მოდის კვირეულის მე-9 სეზონი არ გაიმართება


თბილისის მოდის კვირეულის არსებობის ოთხი წლის მანძილზე, საკმაოდ სერიოზულ შედეგებზე შეგვიძლია საუბარი, რაც პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ თბილისი გახდა რეგიონული ცენტრი, სადაც წელიწადში ორჯერ თავს იყრიან მოდის სფეროს წარმომადგენლები მთელი რეგიონიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი) და ასევე, მედიისა და საერთაშორისო ქსელების წარმომადგენლები ევროპის ქვეყნებიდან.


თბილისი მოდის კვირეულის თარიღი მოქცეული იყო საერთაშორისო მოდის კვირეულის კალენდარში, სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტია, რომ ამ სეზონზე საქართველოს უარის თქმა მოუწევს გამართოს ასეთი მნიშნველოვანი კულტურული ღონისძიება.

სახელმწიფო უწყებების - თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს განცხადებით ხელოვნების ეს სფერო - მოდა არ წარმოადგენს ამჟამად საქართველოს პრიორიტეტს.
ბნ. მამუკა კიკალიშვილის განცხადებით კი, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქვეყნისთვის რომ, ეკონომიკის სამინისტროსაც უნდა გაეწია მხარდაჭერა.

თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორების მიერ ბოლო წუთებში გადაწყდა, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე, საკუთარი სახსრებით ნაკლებად მასშტაბური და კარგი მოდის კვირეულის გამართვას აჯობებდა ის საერთოდ არ გამართულიყო, რადგან თბილისის მოდის კვირეული, რომელიც უკვე მე-9 უნდა ჩატარებულიყო გამოთქვამს პრეტენზიას მისი ისტორიიდან და განვითარების სწრაფი რითმიდან გამომდინარე იყოს ხარისხიანი და საუკეთესო რეგიონში.


ორგანიზატორები ახალი შემართებით ვიწყებთ მუშაობას შემდეგი სეზონისთვის, რომ გაზაფხულზე განახლებული ფორმატით შემოგთავაზოთ თბილისის მოდის კვირეული და ვიმედოვენბთ, რომ მეტი მხარდაჭერა გვექნება სახელმწიფოსგან და ბიზნეს სექტორისგან.


ასევე არ გაიმართება newcomers- ახალბედა დიზაინერების კონკურსი, რომელიც ხელს უწყობდა ახალგაზრდა სახეების გამოჩენას მოდის ბიზნესში. ხოლო თუ როგორ შეძლებენ უკვე მოქმედი ქართველი დიზაინერები უკვე შექმნილი კოლექციების წარმოდგენას 2014 წლის ზაფხულის სეზონისთვის გაურკვეველია.

კატეგორია: ქართველები, Tbilisi Fashion Week
Tags:

5


  • Gika თქვა:
    14 ნოემბერი 2013 18:21 - ID: 5,
    ეჰჰ ბევრი იოცნებეთ
    ახლა მოგინდათ სააკაშვილი ხო wink

  • tatagutsy თქვა:
    14 ნოემბერი 2013 16:10 - ID: 4,
    ე.ი პადიეზდებში ნათურების მოპარვა ისევ დაიწყეს,მანქანის სარკეებისაც და შუქის წასვლებიც მოხშირდა... სვით 90-იანები. wink lol

  • SicK As mY SecReTs თქვა:
    13 ნოემბერი 2013 23:27 - ID: 3,
    სიტყვები არ მყოფნიიის !!!!! ჯერ სად ვართ !!!! welcome back to sweet 90s :D :(((((

  • Dudu თქვა:
    13 ნოემბერი 2013 20:22 - ID: 2,
    რა საჭიროა განვითარება ამათუიმ სფეროში,ჩვენი ტვინი ვერ აიტანს ამას და უმართავები გავხდებით.მივექანებით მონატრებულ 90_იან წლებშიიიიიიიიიიიიიიიიი... wink

  • marika0704 თქვა:
    13 ნოემბერი 2013 19:11 - ID: 1,
    თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს განცხადებით ხელოვნების ეს სფერო - მოდა არ წარმოადგენს ამჟამად საქართველოს პრიორიტეტს.

    ძლივს რაღაც დონეს მივაღწიეთ მოდის სფეროში, ძლივს ცოტათი მაინც გავნვითარდით და ახლა ამბობს ამ სისულელეებს თბილისის მერიია და კულტურის სამინისტრო?! და საერთოდ რა გრანდიოზული და განსაკუთრებული ღონისძიება დაგეგმა კულტურის სამინისტრომ ისეთი, რომ მოდისკვირეული უკანა პლანზე გადასწია?!
    ბრავო! იმედი მაქვს კარგად გაიაზრებენ სიახლის ამ ნაწილს მაინც 'კიდევ ერთხელ გვინდა ავღნიშნოთ თბილისის მოდის კვირეულის მნიშვნელობა საქართველოში მოდის სფეროს განვითარებისთვის, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება არა მხოლოდ კონკრეტული დიზაინერების წარმატებაზე, არამედ თბილისისა და საქართველოს პოპულარიზაციაზე მსოფლიო მასშტაბით, ადამიანების დასაქმებაზე, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე.'

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top