;
21 ნოემბერი 2013      ANGEL     37 კომენტარი     ნანახია 32891-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge



"საქართველოს ვარსკვლავი"-ს მონაწილე და გამარჯვებული ნინა სუბლატი მუსიკალური პროექტის დასრულების შემდეგ სადებიუტო ალბომის ჩაწერას შეუდგა, რომელიც 2014 წლის ზაფხულის სეზონისთვის გამოვა. ის სულ მალე გააგრძელებს სწავლას ლონდონში, რაც პრიზის სახით ერგო კონკურსიდან. ნინა ამ გეგმების შეცვლას გათხოვების მიუხედავად არ აპირებს. სწავლობს სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე და როგორც მისი ფეისბუქის გვერდიდან ვიგებთ, შესაძლოა უახლოეს მომავალში აშშ.-ში გაემგზავროს.

ნინას ამ ყოველივეზე ვესაუბრეთ და გადავიღეთ მისი ჩაცმულობის სტილი პროექტისთვის 1 celebrity=5 looks

ნინა სუბლატი ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია





ნინა სუბლატი  - 5 looks

ამჟამად სადებიუტო ალბომზე ვმუშაობ, სადაც კონტრაქტის მიხედვით 5 საკუთარი სიმღერა, 5 კი ქავერია. ძალიან საინტერესო მუსიკოსებთან ვმუშაობ, შესაბამისად იმედი მაქვს, რომ ჩემს მსმენელს ხარისხიან პროდუქტს შევთავაზებ. ზუსტად არ ვიცი როდის დავამთავრებ ალბომზე მუშაობას, თუმცა სავარაუდო თარიღი გაზაფხულის პერიოდია.❞

▶ როდის მიემგზავრებით ლონდონში სასწავლებლად,
თუ შეცვალა ეს გეგმები ქორწინებამ?

❝ ლონდონში სასწავლებლად ალბათ იანვარში წავალ. დიდი ხანია ვისმენ შეკითვას შეცვალა თუ არა ეს გეგმა ქორწინებამ და ვერაფრით ვხვდები რატომ უნდა შეეცვალა. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ვფიქრობ ქორწინება საყვარელ საქმეზე თავის დანებებას არ ნიშნავს...❞

▶ თქვენი საქორწილო ცერემონია ექსპრომტი და მოკრძალებული იყო, თავისუფლება ბევრს შესაძლოა სხვაგვარად ესმოდეს, მაგრამ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ საკუთარი სიყვარულის "გაფორმება"

❝ არ მიყვარს ქორწილები, არც დაბადების დღეები მომწონს და არასდროს არ ვესწრები ამ სახის დღესასწაულებს. შესაბამისად ქორწილიც არ მქონია. მიყვარს ექსტრემალური სიტუაციები, ასეთ შემთხვევებში ადამიანები უფრო გულწრფელები არიან ხოლმე. სხვა კუთხით ამ საკითხს საზოგადოება არ უნდა განიხილავდეს.
ქორწინების საბუთს რათქმაუნდა არაფერი შეუცვლია ჩემითვის: ისევ ისე მიყვარს როგორც ადრე და ისევ ისე მინდა ჩემ საქმეში მოღვაწეობა როგორც ადრე(თუ უფრო მეტად არა).❞



# 1 ლუქი სტუდიაში:
ტოპი და ქვედაბოლო: Zara, აქსესუარები: Cotton & New Yorker, ფეხსაცმელი: Dr. Martens, ბეჭდები: McQueen






ნინა სუბლატი  - 5 looks
▶ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე ვიხილეთ, რომ მიიღეთ აშშ-ს ვიზა, აპირებთ საქართველოს დატოვებას? ამ სიახლესთან დაკავშირებით მრავალი წერდა, რომ გილოცავდნენ საქართველოდან გაღწევას, თავად თუ მიიჩნევთ, რომ საქართველო ჩაკეტილი სივრცეა თქვენი მუსიკალური მოღვაწეობისთვის

❝ ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი რომელსაც ამერიკაში ჩასვლა არ უნდა. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა მენახა NY და ეს სურვილი ავიხდინე, როცა თავისუფალი დრო მექნება აუცილებლად გავემგზავრები. საქართველო ზოგადად ჩაკეტილი სივრცეა ყველა ხელოვანისთვის. თითქოს ჩამორჩენილია საყოველთაო რიტმს და ჯერ შორსაა თანამედროვე სტანდარტებისგან. ყველა განვითარებადი ადამიანისთვის ოცნებაა უცხოეთში წარმატებული მოღვაწეობა. თანამედროვე სტანდარტებამდე მისვლისთვის ყველაზე დიდი რაღაც არის შესაცვლელი: რისკის დონე და მასის აზრი. სხვაგვარად ხელოვნება აღმავალია, ჩვენ კი სადღაც რაღაც უმნიშვნელოს ვცილობთ.❞

▶ ფეისბუქზე საკმაოდ ვრცელ სტატუსში აღწერეთ საკუთარი ცხოვრების სტილი - თავისუფალი ნება, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი მიმართვა გამოგექვეყნებინათ

❝ კვირაში ერთი დღე მაქვს ჩემი გულშემატკივრების მესიჯების წასაკითხად და პასუხის გასაცემად გამოყოფილი. რამდენიმე ძაააალიან კარგი მესიჯი წავიკითხე და დავინტერესდი რის გამო შეიძლებოდა მოვწონებოდი ხალხს და რის გამო შეიძლებოდა შევზიზღებოდი. როგორია ის კატეგორია ხალხი, რომელიც მაკრიტიკებს და გამომივიდა ის რაც დავპოსტე.❞



# 2 ლუქი სტუდიაში:
მაისური: Zara, ქვედაბოლო: Miu Miu, ჩექმა: Prada, ყელსაბამი ხელნაკეთი






იხილეთ ტექსტი აღნიშნული პოსტიდან:

❝ სოციალურ ქსელში მყავს 5000 მეგობარი. 15,6k. ფოლოუერი. არსებობს ჩემი აურაცხელი რაოდენობის ლაიქ ფეიჯი და იგივე რაოდენობის fake პროფაილი. ყოველ დილას, შუადღეს, საღამოს, ღამითაც მირეკავენ ჟურნალისტები და ინტერესდებიან ჩემი სიახლეებით; გავდივარ ქუჩაშიი სადაც მე არავის ვიცნობ, სამაგიეროდ ისინი მიცნობენ მე.. მეგობრებიც მყავს, რომლებსაც არ ვიცნობ და ნათესავებიც (სამაგიეროდ ისინი მიცნობენ მე). დავდივარ სხვა და სხვა ადგილებში : კინოში, კაფეში , ბარში..- ამ ადგილებში მე ჩემ მეგობრებთან ერთად ვარ, მაგრამ სხვისი მეგობრები ჩემთან არიან, მერე რა რომ მათ არ ვიცნობ? სამაგიეროდ ისინი მიცნობენ მე! მე მაკრიტიკებენ და გარკვეული დონის ადამიანები მემუქრებიან კიდეც, თუმცა ისინი მხოლოდ ამას აკეთებენ. მე არ ვინტერესდები არც იმით თუ ვინ ვისთან რას აკეთბს და არც ვსაუბრობ არავისთან ამის შესახებ. არასდროც ცუდი არ მდომებია სხვისთვის და არასდროს არავისთვის არაფერი დამიბრალებია - ჩემთვის კი რამდენიც გინდათ... მე ვერ ვიტან უზრდელ ადამიანებს, ვერც იმათ რაღაც უცნაურად რომ კაი, ძველ, ახალ თუ შუახნის ტიპობენ, თუმცა ჩემი ვერ ატანა არ არის ზიზღი. ჩემი ვერ ატანა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ასეთები ჩემს გარშემო არ არიან.. არასდროს ყოპილა ჩემ გამო ჩხუბი, არასდროს გაუთენებიათ ბიჭებს ჩემ ფანჯარასთან და არასდროს მიმიღია საჩუქრები ვითომ უცნობი ადამიანებისგან -იმიტომ არა, რომ მისამართი არ იცოდნენ, არც იმიტომ რომ არ ვიმსახურებ.. უბრალოდ იმიტომ, რომ მე არ მინდოდა ეს და სხვათაშორის არავის უკითხავს მინდა თუ არა.. ეს ისედაც აშკარაა -არა!

მე მარტივად ვცხოვრობ: არ ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც არ მსურს. არც არასდროს არაფრი დაუძალებიათ.
მე ჩემი სურვილით ვისწავლე სწორად ხატვა, ქსოვა, ქარგვა, კერვა, ჩემი სურვილით დავიწყე კითხვა და ფილმების ყურება. ჩემივე სურვილით ვმღეროდი მთელი ცხოვრება და ჩემივე სურვილითაა მუსიკა ჩემი განუყოფელი ნაწილი. ასევე ჩემი სურვილით ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, იმის მიუხედავად რომ მამაჩემი წინააღმდეგი იყო. მხოლოდ იმას ვჭამ რაც მომწონს და დასალევზეც იგივეს ვიტყვი. საერთოდ ყველაფერზე იგივეს ვიტყვი... თუ მინდა, რატომაც არა?! თუ ჩემი საქციელი რომელიმეს, განსაკუთრებით კი ჩვენს რელიგიას ეწინააგმდეგება, თვლით რომ არასწორი ვარ და მკიცხავთ, მაშინ ეცადეთ არ გამკიცხოთ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს რელიგიაში ადამიანის განსჯა ცოდვაა, ხოლო ხელოვნების მსახურება მთელი სულით და ადამიანების უსაზღვრო სიყვარული ბედნიერება. ❞





❝მე ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ, არ ვინტერესდები პოლიტიკით, იმის მიუხედავად რომ ჩემზე ასაკით გაცილებით უფროსმა ადამიანმა ჩემი ასეთი შეხედულება ქუჩაში გასვლას და ამინდის არ ცოდნას შეადარა. თუ ის შეძლებს ამის წაკითხვას ვკითხავ, მისთვის მხედველობა, რომლითაც ცას უყურებს და გრძნობელობა, რომლის გამოც ხან ცივა ხან ცხელა, თუ უნდა საერთოდ მეტეოროლოგია და პოლიტიკა ერთი და იგივეა? თუ ასეა მაშინ ეს ქალბატონი ჩემზე ბევრად პატარაა გონებით. მე არ ვემორჩილები სისტემას, რადგან არც ვიცი როგორია ის... ჩემთვის ის რაც ბუნებრივია ბუნება ქვია, რაც გამოწვეულია მე ვერ ვიგებ.

მე ვშლი ადამიანებს სოციალური ქსელიდან ტუ ისინი შეუტსკოპას მაკენებენ და მატ მაგივრად სხვებს ვიმატებ - დამიჯერეთ, როდესაც 10 თავხედს ვშლი და მეორე 10-ს ვიმატებ, უზრდელობის მაგივრად ისინი მადლობას მწერენ დამატებისთვის და ტბილ სიტყვებს მეუბნებიან. თავს საოცრად ვგრძნობ და რასაც დასთეს იმას, რომ მოიმკი - ჩემთვის ჭეშმარიტებაა.

მე მიყვარს ყველა ის ჩემი მეგობარი რომელსაც არ ვიცნობ, რადგან როგორც ჩანს მათ სურთ ჩემთან მეგობრობა. ვუთანაგრძნობ ყველა ბიჭს რომელიც უსაფუძვლოდ "მსუბუქი ყოფაქცევის გოგოს" მეძახის, რადგან ისინი ვერ ეღირსებიან ჩემნაირ ადამიანს და ამის გამო უამრავი კომპლექსი აქვთ.

მე ბედნიერი ვარ როდესაც ქუჩაში მოვდივარ და არავის ვიცნობ, სამაგიეროდ ისინი მიცნობენ მე. იმიტომ არა, რომ ცნობილი ვარ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს, სულ მცირე დოზით, ოდესღაც მაინც, უგრძვნია თავისულება და ისინი ამას ცნობენ ჩემშიც. სწორედ ამიტომ ვუყვარვარ, მოვწონვარ მათ. შურთ, ვეზიზღები კიდეც ადამიანებს. - ხომ იცით, როდესაც რაღაც მიუგწეველია, თავს აჯერებ რომ არც გინდათ, იმიტომ რომ ხიხიაა...❞



# 3 ლუქი აკადემიაში:
ქურთუკი: Zara, ტოპი: Topshop, ლეგინსები: H&M, ფეხსაცმელი: Airwair, აქსესუარები: Cotton





▶ გამოირჩევით საკუთარი სტილით და მრავალს დააინტერესებს, სად შოპინგობთ და საიდან იღებთ შთაგონებას

❝ შთაგონებას ჩემი ხასიათიდან ვიღებ.
სამწუხაროდ ხანდახან რაღაცეების ამოჩემება ვიცი. შოპინგით კი ყველგან ვშოპინგობ. სურვილის არქონის მიუხედავად ხშირად თბილისი მოლში ვყიდულობ სამოსს. ასევე ხშირად ვსარგებლობ ონლაინ შოპინგით და თავადაც ვიკერავ რაღაცეებს.❞


# 4 ლუქი:
ქურთუკი: Zara, პერანგი: Topshop, აქსესუარები: River Island, შარვალი: Zara, ფეხსაცმელი: Dr. Martens




▶ თუ მისდევთ მოდის ტენდენციებს და თუ ანიჭებთ უპირატესობას ბრენდულ სამოსს

❝ უპირატესობას რა თქმა უნდა ყველა ბრენდს უნდა ანიჭებდს - რატომაც არა?! ჩემთვის მთავარია სტილიც და ხარისხიც, ამიტომ ტანსაცმელს უფრო ხშირად საშუალო დონის მაღაზიებში ვყიდულობ, მაგალითად ზარაში, ტოპშოპში და ასე შემდეგ, ფეხსაცმელი და ჩანთა კი ძირითადად ბრენდი მაქვს.❞


# 5 ლუქი შოპინგზე:
ჯემპრი: "მაქმანი", ჯინსი: Mango, ფეხსაცმელი DKNY


❝ მოდის ტენდენციებს არ ვიცი რამდენად მივსდევ. ვიცმევ იმას რაშიც თავს კომფორტულად და საინტერესოდ ვგრძნობ (ეგეთებიც ხდება ხოლმე). სამხუხაროდ ისეთი პერიოდი მაქვს, რომ ხშირად ვერ ვახერხებ იმის ჩაცმას რაც მინდა. მაგალითად ამ გადაღების დროს "გადარბენის პერიოდი" მაქვს, ამიტომ არ ვიცი რამდენად კარგად გამოვიყურები :))

▶ რა მნიშნველობა აქვს თქვენს ტატუებს და ხომ არ გეგმავთ ახალი შემატოთ სხეულს
ტატუები ჩემითვის რაღაც გავლილი ეტაპების სათაურებივითაა. ძალიან მომწონს და ბევრის გაკეთებას ვაპირებ.❞

გადაღების ბოლო დღეს ნინა შოპინგზე დავაფიქსირეთ ირ.აბაშიძის 44
მაღაზია " მაქმანი ", სადაც რამოდენიმე ნივთით განაახლა გარდერობი.
მაღაზიაში წარმოდგენილია კოქტეილის კაბები, თბილი სვიტერები, ქურთუკები და ჩანთები.
facebook.com/maghazia.maqmani




ნინა სუბლატი ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია

კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge
Tags: 5looks, angel.ge-სთვის, 5 looks, ინტერვიუ, ნინა სუბლატი

37


  • vadimsokolov თქვა:
    21 აგვისტო 2014 03:51 - ID: 37,
    Какая последовательность элементов и который Как раз элементов к оставляет кинозначению bigmult.com Именно то, что может В этом или том случае подразумевать термин кинозначение? Каждый Искусство показывает от себя последовательность элементов, пример Киноискусства мы улаживаемся, кроме видимого последствия фонетически и visualen компонентов, также последовательность «моментов современности Время». «Unaufgreifbarkeit мгновения здесь начинает приравнивать себя Unaufgreifbarkeit Образа». Или ее противоположность, как отсутствие, которое выражено до Конца: die Hochstabwesenheit. Хотя кинореальность В обоих случаях был образован различными способами, различные Значения воспринимались идентично отчетливо зрителем. Каждый визуализированная деталь или ее Отсутствие. Здесь интересно другое: где это крайне, или даже слишком сильно, Кинематографическое существо в какомнибудь смысле, который должен кинозначение Быть слишком кинематографическим, чтобы не быть случайным от какогонибудь Еще? Как кинозначение осуществляется? Это, собственно как раз вопрос о выразительных средствах кино и о возможности Существования Filmsprache. Дается определение культуры как помещения, которое существует из Отделенных частей. Улаживаются вещи в слова канта, который произнесен из этого в напоминая «Как раз обозначать критике способности приговора», на которую это не удается«,», Только остается, обнаруживать место, где нужно искать их необходимо». ГлаваV анализирует Андрея Тарковского конкретную практику Поиск образности киноискусства и способа искусства кино. Рассмотрение кинореальности как знака делает Возможно заключение в отношении культуры в целом: имеются вещи говоря Язык канта не удается на обозначать как раз, только остается обозначать Место, где искать это их необходимым. Указание Места кинореальности лучше позволяет понимать специфические процессы, Происходя в «помещении культуры»; процессы, которые привели Однажды как раз поддерживают к появлению зеркала современности такое Положение вещей до сих пор. Отсюда следует основная проблема Entdeckens Filmsprache: Не должно ли это как средство на написание рассматривать никого кинотекста что с От неизбежности приносит к поиску единицы этого текста, это значит Пробовать компонента der Filmsprache, представлять наоборот или Кинореальность как единицу, несколько целиком как мгновение Современность, beinheiltende масса различных текстов. Почти «игру в прятки». Ejsenschtejn, кроме всего прочего. При рассмотрении поднятого вопроса они были потревожены Антропологические filossofsko понятия, как текст, язык, граница, появление, Отсутствие и так далее.

  • სწერვა69 თქვა:
    17 ივლისი 2014 21:33 - ID: 36,
    სცენაზე ცეცხლია და ამ ფოტოსესიაში თითქოს არაფრის მთქმელი გამომეტყველება აქვს. ძალიან მომწონს ნინა და მისი ჩაცმის სტილი ისე სულ ვერ ვამჩნნევ გასუქებული თუა და რავი ))

  • Grunge ▲ თქვა:
    17 მაი 2014 11:05 - ID: 35,
    ულამაზესიააა <3

  • bkgal თქვა:
    28 ნოემბერი 2013 12:11 - ID: 34,
    ძალიან მომწონს ნინა კარგად აზროვნებს და ასხვრევს ამ წყეულ ქართულ ჩარჩოებს

  • tata____tata თქვა:
    22 ნოემბერი 2013 23:11 - ID: 33,
    ორსულად ხო არაა? ძაან გასუქებულა რაღაც lol

  • Salii ♥ თქვა:
    20 ნოემბერი 2013 23:19 - ID: 32,
    სახე დამრგვალებიაა ცოტაა :D სტილი ნამდვილად კარგიაქ love

  • tatagutsy თქვა:
    20 ნოემბერი 2013 17:03 - ID: 31,
    ვაფრენ ამგოგოზე! love

  • ivi თქვა:
    20 ნოემბერი 2013 14:22 - ID: 30,
    ბევრი რამის გამო, და ბევრი რამის მიუხედავად დიდ პატივს ვცემ ნინას და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ ცხოვრებაში. ძალიან გვიყვარს ქართველებს კრიტიკა, მაგრამ ვერსად წავუვალთ რეალობას. არავინაა სრულყოფილი და არავინ იმსახურებს სხვა მისი მსგავსისაგან განსჯას. ძალიან კარგი, ლამაზი, ეშხიანი, ცოტა მისტიკური და დიდად საინტერესო, დიდი წარმოასახვის მქონდე და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია ჩემთვის ნინა. მთელი გულით ვუსურვებ წინსვლას და წარმატებას :)

  • leluchia თქვა:
    20 ნოემბერი 2013 13:20 - ID: 29,
    ამ გოგოს როგორ აკლია შინაგანი მუხტი რა ძან უემოციოა

  • Naian თქვა:
    19 ნოემბერი 2013 22:28 - ID: 28,
    მოპუსკუნდა ცოტა თუ მეჩვენება?

  • stilinski თქვა:
    19 ნოემბერი 2013 20:56 - ID: 27,
    შურში არ ჩამომართვათ მაგრამ საერთოდ არ მომწონს ეს გოგო
    თან რაც გათხოვდა რაღაც გასუქდა და მოკლედ არ მომწონს სიახლე და ტანსაცმელები კარგია! :D

  • barsutka))) თქვა:
    19 ნოემბერი 2013 20:42 - ID: 26,
    გათხოვდაა ? ;OO თუ მარტო მე ვზივარ ტყემალზე ?

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    19 ნოემბერი 2013 18:50 - ID: 25,
    ლუქები მომწონს, აკადემიაში გადაღებული ფოტოები კი კარგია, ისე როგორ დამრგვალდა ეს გოგო სახეზე, ზღარბივით, ყველა 10 წლიანი ვიზას აკეთებს, რა უბედურებაა:D:D

  • Nina√ თქვა:
    19 ნოემბერი 2013 18:06 - ID: 24,
    ძან მიყვარს ეს გოგო და დიდი იმედი მაქვს რო დიდ წარმატებას მიაღწევს love
    ნიუსი ძალიან კარგი გამოვიდა

  • anna... თქვა:
    19 ნოემბერი 2013 17:32 - ID: 23,
    მომწონს და ვგიჯდები თქო ვერ ვიტყვი ამ გოგოზე მაგრამ ეტყობა მიზან დასახული გოგოა და უყვარს ის რასაც აკეთებს მაგრამ საქარტველოში გასაქანი არ ექნება

  • salYyY თქვა:
    19 ნოემბერი 2013 16:48 - ID: 22,
    შავი ფერი როგორ უყვარს :დდ
    კაი ტიპია რა ..
    უბრალოდ რომ ავარდა ერთხელ ვერ დავარდა :D

  • mariannadame თქვა:
    19 ნოემბერი 2013 16:40 - ID: 21,
    მაგარი გოგოა!!! love

  • liii :) თქვა:
    19 ნოემბერი 2013 16:29 - ID: 20,
    მეც მინდა NY ში wink

  • beonce თქვა:
    19 ნოემბერი 2013 16:13 - ID: 19,
    "მე ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ, არ ვინტერესდები პოლიტიკით, იმის მიუხედავად რომ ჩემზე ასაკით გაცილებით უფროსმა ადამიანმა ჩემი ასეთი შეხედულება ქუჩაში გასვლას და ამინდის არ ცოდნას შეადარა."
    ვფიქრობ,სწორად უთხრა იმ ქაბატონმა.შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ნინამ ვერ გაიგო რა უთხრეს ან მე ვერ გავიგე მისი ნათქვამი.
    საერთოდ,მომწონს ნინა,როგორც მომღერალი.ასევე მომწონს მისი ფიზიკური მხარე.სტილიც კარგი აქვს(როგორც ჩანს ტყავები უყვარს).აზრებიც დააგებული და გამართული აქვს.მიუხედავად იმისა,რომ ასეთი სტილის ადამიანები ჩემში დიდ სიმპათიებს არ იწვევენ,ნინა მაინც სასიამოვნო პიროვნებაა და მისი თავისუფალი ხასიათიც გარკვეული მხრივ მოსაწონია :)))

  • WatsonT თქვა:
    19 ნოემბერი 2013 16:05 - ID: 18,
    ციტატა: SaLuKaAa
    მეც მქონდეს ფული და მეც ჩავიცვავდი ესე.


    გეთანხმები.

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top