;
27 ნოემბერი 2013      niniko     9 კომენტარი     ნანახია 2014-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები

დავეხმაროთ პატარა მარიამს
სამყარო ზოგისათვის ვარდისფერი სამყაროა, ზოგისთვის კი განაცრისფერებული რეალობა, რომელშიც მხოლოდ მუქი ფერები ჭარბობს. ძნელია, როდესაც უყურებ თუ როგორ ცდილობს, როგორ იტანჯება შენი პატარა და ამ დროს ყველაზე აუტანელი განცდა-უსუსურობა და უძალობაა. ძალა არ შეგწევს იმისათვის, რომ შენს პატარას მხედველობა დაუბრუნო, თანხას ვერ პოულობ რომ უმკურნალო და ღვთის ანაბარა, კეთილი ადამიანების იმედად რჩები.
16 ნოემბერს, რუსთავი 2-ზე გასული სიუჟეტით გავიგეთ მარიამ მარკოზიას არსებობისა და მისი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ. ჩვენ ოჯახში ვესტუმრებთ გოგონას. როგორც 6 წლის მარიამის მამამ ლევან მარკოზიამ განგვიმარტა, ბავშვს „ავერსის“ კლინიკაში მხედველობის ნერვის დისპლაზია დაუდგინეს. ამ ეტაპზე გოგონას ერთ თვალში 0% აქვს მხედველობა, მეორეში კი 0,2%. პატარას მხედველობის აღსადგენად ოპერაცია სჭირდება, რომელიც სტამბულში 20 ათასი ევრო ჯდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.




ამიტომ ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა გადავწყვიტეთ საქველმოქმედო აქციის გამართვა, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი ადამიანების ნივთების აუქციონი, კინო-ჩვენება, კონცერტი. შემოსული თანხა სრულად გადაეცემა მარიამის ოჯახს.

გთხოვთ, ყველა ორგანიზაციას და ფიზიკურ პირს, მიიღოთ მონაწილეობა და ჩვენთან ერთად დაეხმაროთ პატარა მარიამს.
ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში და ასევე მოგვაწოდოს თავისი ნახატები, ხელნაკეთი თუ ცნობილი ადამიანების ნივთები, დაგვიკავშირდით:
[left]ელექტრონული ფოსტა : [email protected]
ტელ: 593 55 70 75 ( ნინო )


„თი-ბი-სი“ ბანკში მარიამის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში მარიამის დედის მედეა თოლორდავას სახელზე:
მარიამის დასახმარებლად ბილაინისა დაჯეოსელის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 0 901 200 250, ზარის ღირებულება 1 ლარია.
თანხაგადარიცხონ მარიამ მარკოზიას დედის მედეა თოლორდავას ანგარიშზე TBS-შიანგარიშისნომერზე:
GE52TB7067545063600045



შეგიძლიათ გაავრცელოთ სტატია მარიამის შესახებ და იხილოთ დოკუმენტები ოპერაციასთან დაკავშირებით
http://www.tzona.org/davexmarot-patara-mariam-markozias/

კატეგორია: ქართველები
Tags:

9


  • niniiiiiii თქვა:
    30 ნოემბერი 2013 17:56 - ID: 9,
    გამოჯანმრთელებას ვუსურვებ... ძAლიან ლამაზია...

  • Melakoo თქვა:
    30 ნოემბერი 2013 13:56 - ID: 8,
    დავრეკე რამდენჯერმე winked

  • nini A თქვა:
    29 ნოემბერი 2013 19:01 - ID: 7,
    პატარა ანგელოზი <3 უფალმა გადაარჩინოს და გააძლიეროს <ე იმედია ყველაფერი კარგად იქნება <3 <3

  • tamo თქვა:
    29 ნოემბერი 2013 00:44 - ID: 6,
    აუ დაამატონ რა მაგტი ველას მაგთი აქვს ჩემთან და ვიზამთ რამესს :X

  • liliana თქვა:
    26 ნოემბერი 2013 16:16 - ID: 5,
    love

  • elga თქვა:
    24 ნოემბერი 2013 19:34 - ID: 4,
    პატარა ანგელოზი

  • Bao თქვა:
    24 ნოემბერი 2013 18:41 - ID: 3,
    ყველაზე ნაკლებად ასეთი თანადგომა შემიძლია! ეს ფულის გადარიცხვები და ა.შ მაგრამ აი ღვთის უდიდეს წყალობას ვუსურვებ რომ საჭირო თანხა იშოვონ იმისათვის, რომ პატარას მხედველობა აღუდგეს! request

  • fei თქვა:
    24 ნოემბერი 2013 02:19 - ID: 2,
    პატარა ანგელოზო შენ ყველაფერი ძალიან კარგად გექნება love

  • beonce თქვა:
    24 ნოემბერი 2013 00:16 - ID: 1,
    ალბათ,რა ძნელია ეხლა მისი ოჯახის წევრებისთვის... ხალხის თანადგომა უნდა იგრძნონ. recourse

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top