10 April 2014      niniko     Views 4 084    
Category: Georgians

ლილე და მისი მეგობრების ქველმოქმედება
ლილე და მისი მეგობრების ქველმოქმედება

ქველმოქედება დიდი მადლია, კარგია როდესაც გაჭირვებულ ადამიანებს დახმარების ხელს უწვდი. კარგია როდესაც ახლგაზრდა გოგონა გამოდის ინიციატივით, რათა დაეხმაროს სხვებს. ის ამბობს, რომ მას ყოველთვის სურდა ბავშვების გვერდით მდგარიყო, მაგრამ რადგან სტუდენტია და ვერ შეძლებდა საკუთარი სახსრებით ბავშვთა სახლებს დახმარებოდა, გადაწყვიტა ამაში ბევრი ადამიანი ჩაერთო და მათი გვერდით დგომით დახმარებოდა ბავშვთა სახლებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ლილეს ჩანაფიქრმა გაამართლა.

5 აპრილს ლილე მეგობრებთან ერთად ესტუმრა გლდანის მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონის ბენეფიციარებს. ბავშვებს გადაეცათ სხვადასხვა სახის საჩუქრები. ბავშვებს გადაეცათ ხატები და დალოცა მამა გიორგიმ, ასევე ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მომღერალი ოთო ბერიშვილი, ჯგუფი "მანდილი", პოეტები: დავით სულთანიშვილი და ნიკა ნორიელი. ბავშვები მისულ სტუმრებს დახვდნენ ულამაზესი ნომრებით. დღემ დადებითად და მხიარულად ჩაიარა. ლილე და მისი მეგობრები არ აპირებენ ამით დაასრულონ ქველმოედება, კვირას დაგეგმილია ბავშვების წაყვანა თოჯინების თეატრში, ასევე აპირებს სრულიად საქართველოს მასშტაბით ესტუმროს ბავშვთა სახლებს, როგორც თბილისში, ასევე რაიონებში .მას დაგეგმილი აქვს საქველმოქმედო მასშტაბური კონცერტის ჩატარება და ბევრი სხვა ღონისძიება. ამ ყველაფრის განსახორციელებლად კი სჭირდება, როგორც ნებისმიერი კომპანიის, ასევე ადამიანის გვერდით დგომა. ვისაც სურვილი აქვს წვლილი მიიღოს ამ კეთილ საქმეში, მიწერეთ ლილეს facebook -ის გვერდზე




ლილე და მისი მეგობრების ქველმოქმედება

ლილე და მისი მეგობრების ქველმოქმედება
ლილე და მისი მეგობრების ქველმოქმედება
ლილე და მისი მეგობრების ქველმოქმედება
ლილე და მისი მეგობრების ქველმოქმედება


Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top