24 June 2014      NutsaPR     Views 2 836    
Category: Georgians



ნუცა ბუზალაძის სამი საკონკურსო სიმღერა საერთაშორისო პროექტ "ახალი ტალღა" (იურმალა) - თვის უკვე შერჩეულია! 24 ივნისს გადაცემაში "დღის შოუ" ნუცას პროდიუსერმა მამულიჩამ ხალხს გაანდო საიდუმლო თუ რომელი სიმღერებით წარსდგება ნუცა ევროპის საერთაშორისო პროექტზე.

ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვის შემდეგ საბოლოოდ დამტკიცდა ის თუ რა სიმღერებს შეასრულებს ნუცა! როგორც მამულიჩამ თქვა და რასაც პროექტი ითვალისწინებს ნუცას სამი სიმღერის შესრულება მოუწევს!

პირველი სიმღერა უნდა იყოს აუცილებლად მსოფლიო ჰიტი, რისთვისაც ნუცამ Jessie J-ს სიმღერა შეარჩია (სიმღერა უცნობია)
მეორე სიმღერა უნდა იყოს მშობლიური, რისთვისაც თვითონ პროექტის შემქმნელებმა ვალერი მელაძის - ყვავილების ქვეყანა ურჩიეს ნუცას! (მამულიჩას თქმით სიმღერა არ იქნება ზუსტად ვალერი მელაძის ვერსიის მსგავსი)
მესამე სიმღერა კი აუცილებლად უნდა ყოფილიყო "თავისუფალი სიმღერა", სადაც ნუცა შეასრულებს ქართველი კომპოზიტორის მაიკო კაჭკაჭიშვილის მიერ დაწერილ სიმღერას "In My Dreams"




გადაცემაში ასევე ისაუბრეს იმიჯზე რომლითან ნუცა წარსდგება იურმალაზე ! ლელა წურწუმიას თქმით ტანსაცმელს თვითონ "ახალი ტალღის" დიზაინერები შეუკერავენ მას, ნუცას პირადი ფოტოებიდან გამომდინარე ის განსაკუთრებულად ემზადება ფესტივალისთვის! დადის ფიტნეს ცენტრში და ცდილობს რომ განსაკუთერბულად წარსდგეს ევროპელი მსმენელის წინაშე !





მამულიჩამ გადაცემის მსვლელობის დროს დადო პირობა რომ საქართველო აუცილებლად იამაყებს ნუცათი პროექტის მსვლელობის დროს და ასევე შემდეგ,მიუხედავად იმისა გაიმარჯვებს თუ არა იგი! პირველი კონცერტი 22 ივლისს გაიმართება, ჩვენ ისღა დაგვრჩენია რომ ვუგულშემატკივროთ მას და წარმატებები ვუსურვოთ ევროპის საერთაშორისო ფესტივალზე!



Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top