;
30 ივნისი 2014      Nina√     15 კომენტარი     ნანახია 4996-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები




კრისტინა ცირეკიძე-ქართველი ქალღმერთი

კრისტინა ცირეკიძე 31 წლის საკმაოდ წარმატებული და ცნობილი ქართველი მოდელია, რომელიც 1983 წლის 14 ივნისს ქალაქ ახალ ურენგოიში, ტიუმენის ოლქში, რუსეთში დაიბადა. კრისტინამ მოდის სფეროში მოღვაწეობა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო, მაშინ როცა ის მხოლოდ 14 წლის იყო. 1997 წელს კრისტინამ გადაწყვიტა ერთ-ერთ რუსულ სააგენტოში მისულიყო და ბედი ეცადა, რაშიც მშობლებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი. სააგენტოში მისვლიდან 2 კვირის შემდეგ, ახალბედა გოგონა მოდის დედაქალაქში-პარიზში გაგზავნეს, რაც საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა რუსი აგენტების მხრიდან. 6 თვის თავზე მოდელმა მონაწილეობა მიიღო სონია რაკელის სარეკლამო კამპანიაში, რამაც გზა გაუხსნა დიდი პოდიუმისაკენ. სწორედ აქედან იწყება კრისტინა ცირეკიძის თავბრუდამხვევი კარიერული წარმატება და პოპულარულობა. 2000 წელს კრისტინა გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიც არიან: შანელი, ჯილ სანდერი, ნინა რიჩი, ვივიენ ვესტვუდი, სონია რაკელი, ბლუმარინი,კელვინ კლეინი, ჟივენში, გუჩი, მარნი, რობერტო კავალი, სალვატორ ფერაგამო, ალბერტა ფერეტი და უამრავი სხვა. ამ მხრივ, შემდეგი წლებიც არანაკლებ ნაყოფიერი გამოდგა, განსაკუთრებით კი 2001-2005 წლები (2001 წელს გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ცირეკიძე 48 ჩვენებაზე გამოვიდა). მას აგრეთვე დაუმშვენებია მრავალი სახელგანთქმული ჟურნალის გარეკანი, მათ შორისაა: პორტუგალიური და რუსული ვოგი, იტალიური ამიკა, სლოვენიური,იტალიური და რუსული ელე, ფრანგული ელ'ოფიშელი, ნუმერო და მადამ ფიგარო, ასევე რუსული ჰარპერს ბაზარი. რაც შეეხება სარეკლამო კამპანიებს, მონაწილეობა მიუღია ლუი ვუტონის, მიუ მიუს, მოსჩინოს, ნინა რიჩის, ივეს სანტ ლორენის, რობერტა დი კამერინოს, ლორეალის, კოტონ ლაინის, ესკადას და სხვათა სარეკლამო კამპანიებში. კრისტინა ცირეკიძე ამჯამად 5 წლის ქალიშვილთან, დიანასთან და მის იტალიელ ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ნიუ-იორკში. გთავაზობთ მოდელის ვრცელ ბიოგრაფიასა და ფოტოებს სხვადასხვა ჩვენებებიდან, სარეკლამო კამპანიებიდან და მისი პირადი Facebook/Instagram-დან.

Kristina Tsirekidze - Georgian Goddess

სრული სახელი: კრისტინა ცირეკიძე
თმის ფერი: ქერა
თვალის ფერი: ცისფერი
სიმაღლე: 1.77სმ
პარამეტრები: 85-62-88




საინტერესო ფაქტები კრისტინა ცირეკიძის შესახებ

კრისტინა შორეულ და იმ დროისთვის უკაცრიელ ჩრდლილოეთში დაიბადა. მამა-გენადი ცირეკიძე წარმოშობით ტყიბულიდანაა, ხოლო დედა-ანტონინა ცირეკიძე კი უკრაინიდან.

გოგონა 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში დედასთან ერთად, შემდეგ კი რუსეთში, მამასთან გაემგზავრა და აქ 9 კლასი დაამთავრა. 14 წლის ასაკში კი სამოდელო კარიერის გამო საფრანგეთში, პარიზში მოუწია გადასვლა. აქვე დაამთავრა სკოლაც.

მიუხედავად იმისა, რომ კრისტინა საქართველოში არ დაბადებულა, თავს მაინც ქართველად მიიჩნევს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ეს მამის დამსახურებაა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც Georgian Godess.

ისევე როგორც კრისტინა, მისი მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მოდის ინდუსტრიაში. ცირეკიძის მამას აქვს საიტი www.realfact.ru, სადაც ყურადღება ძირითადად ყოველდღიურად აქტუალურ თემებზე მახვილდება, იწერება მოდაზეც, რაშიც კრისტინა აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. დედა კი მოსკოვში ცნობილი ვიზაჟისტია. ხოლო და დიანა ცირეკიძე პოპულარული როკ-ჯგუფის Prinzessa Avenue წევრია, სადაც მღერის და უკრავს გიტარაზე



როგორ დაიწყო მისი ამ სფეროში მოღვაწეობა? ერთხელ, როდესაც გოგონა დედასთან და მამიდასთან ერთად მოსკოვის ქუჩებში სეირნობდა, შემთხვევით კედელზე გაკრულ განცხადებას მოკრა თვალი, სადაც ეწერა, რომ "ბურდა მოდენ" იღებდა გოგონებს სამოდელო ბიზნესისთვის. თავიდან მამა წინააღმდეგი იყო, მაგრამ მაინც დაითანხმეს და კრისტინამ დაიწყო სამთვიან კურსებზე სიარული. 2 კვირის შემდეგ კი პარიზში აღმოჩნდა.

კრისტინას პირველი სააგენტოა პარიზული "აიდოლი", რომელმაც მისი, თქმით პირველი ბიძგები მისცა მას. " ეს სააგენტო იყო პირველი ბიძგი, ჩემთვის როგორც ტოპ-მოდელისთვის, ასევე, სააგენტო იყო ჩემთვის ოჯახივით. ყველანი ერთად ვიყავით. მე სხვა ქვეყანაში არასდროს გავფრენილვარ გამცილებლის გარეშე. გოგონებს ყოველთვის ყურადღებას გვაქცევდნენ და გვეხმარებოდნენ."-ამბობს გოგონა კრისტინა ერთ-ერთ ინტერვიუში.

6 თვის განმავლობაში კრისტინა ნიუ-იორკსა და მაიამიში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენ 6 თვეს ევროპაში: პარიზში, მილანსა და მოსკოვში ატარებს დროს, რის გამოც ხშირად ხუმრობს, რომ იგი თვითმფრინავში ცხოვრობს.



აი, რას პასუხობს ქართველი მოდელი კითხვაზე, თუ რომელია მისთვის კარიერიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები: "ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჯონ გალიანოსთან თანამშრომლობა. მასთან მუშაობა, არა მხოლოდ სიამოვნება, სიგიჟე და ადრენალინის მიღებაა. არასდროს იცი, მისგან რას უნდა ელოდო. მისი თითოეული შოუ თეატრალური აქტია, გრძნობების ფოიერვერკი. შესანიშნავი ადამიანია. ასევე არასდროს დამავიწყდება კომპანია „მიუ-მიუსთან” მუშაობა, ეს მოხდა ლას-ვეგასში. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, მე საცურაო აუზის თავზე ჩამოხრჩობილივით ვიყავი დაკიდებული. სპეციალურად ჩემთვის გააკეთეს თაბაშირის კორსეტი, ზემოდან კი მეცვა ტანსაცმელი. მავთულებითა და ამწით ყოველდღე, მორიგეობით ვეჭირე კუნთმაგარ მამაკაცებს. მხოლოდ მათი დახმარებით გადავრჩი მშრალი და მთელი. თუმცა, ამ გადაღებიდან ტანზე სახსოვრად დამრჩა უამრავი დაჟეჟილობა და ჰემატომა. კორსეტი კი განადგურდა. ასევე, ძალიან საინტერესო შოუ მქონდა ლუის ვიტონის კომპანიასთან. გადამიღეს ნამდვილ მელიასთან ერთად, დღემდე მახსოვს მისი სახელი – ლეა. მახსოვს, „ივ-სენ-ლორანის“ უკანასკნელი შოუ, რომელშიც მონაწილეობის პატივი მერგო მე. მოკლედ, ასეთი ისტორიები ძალიან ბევრია, მაგრამ მათ მოსაყოლად დიდი დროა საჭირო."

კრისტინა ცირეკიძის ფავორიტი დიზაინერი ჯონ გალიანოა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში თავისუფალ სტილს ანიჭებს უპირატესობას. ხშირად იმოსება ვანესა ბრუნოს, იზაბელ მარანტისა და ბალმეინის სამოსით.



მისი საყვარელი აქსესუარია შანელის ჩანთა. როგორც ამბობს, ეს მისთვის სუსტი წერტილია და ამ შემთხვევაში იგი უფრო კოლექციონერია, ვიდრე მომხმარებელი

კრისტინა ძალიან წუხს იმის გამო, რომ ქართველი მოდელები იშვიათად აღწევენ წარმატებას უცხოეთში. იგი იმ დროისთვის ერთადერთი ქართველი მოდელი იყო, რომელიც ევროპაში მოღვაწეობდა. მისი წარმატების საიდუმლოდ კი თავის ხასიათს, ბუნებასა და შრომისმოყვარეობას მიიჩნევს.

მოდელის ინტერესის სფეროს გარდა თავისი საქმიანობისა კინო წარმოადგენს. მან ითამაშა კომედიაში, როელიც ჯეიმს ბონდის პაროდია იყო. აგრეთვე მიიღო მონაწიელობა ჟერარდ პირესის "დუბლ ზერო", რომლის გადაღებები 3 თის განმავლობაში მიმდიონარეობდა სამხრეთ საფრანგეთში ღამით.

11 წლის განმავლობაში კრისტინა დადიოდა კარატეზე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენა მიანჭა. ამჟამად დაკავებულია იოგის სხვადასხვა სახეობებით



კრისტინას საგენტო მაიამიში არის ფორდი, ხოლო ნიუ-იორკში ტრამპი.

მოდელმა მეუღლე, რომელიც იტალიელი ბიზნესმენია, თვითმფრინავში, მილანი-პარიზის რეისზე გაიცნო. ურთერთობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და შეეძინათ ქალიშვილი. კრისტინა ამ ურთიერთობაზე ყოველთვის განსაკუთრებული აღფრთოვანებით საუბრობს.

ქართველებიდნ მეგობრობს სოფო ნიჟარაძესთან, სოფო შევარდნაძესთან და კატია გომიაშვილთან.

თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან და ოჯახთან ერტად ატარებს

მისი სილამაზის საიდუმლო აქტიური სპორტი და ჯანმრთელი საკვებია.


ჟურნალის გარეკანები






***











პირადი ფოტოები














კატეგორია: ქართველები
Tags:

15


  • Anne თქვა:
    7 ივლისი 2014 00:12 - ID: 15,
    feel კარგია.

  • demetria თქვა:
    4 ივლისი 2014 11:14 - ID: 14,
    კაი ტიპია, მაგრამ ქართველს საერთოდ არ გავს

  • lermaniac=) თქვა:
    2 ივლისი 2014 13:57 - ID: 13,
    ულამაზესია! <3 ძაან გამიხარდა ქართველი რო აღმოჩნდა :)

  • tak-o თქვა:
    1 ივლისი 2014 17:25 - ID: 12,
    ქართველის არაფერი არ ცხია... love

  • nini:)(: თქვა:
    1 ივლისი 2014 15:59 - ID: 11,
    ძალიან ლამაზია, მაგრამ ტიპური უკრაინელია...

  • M))10 თქვა:
    1 ივლისი 2014 11:10 - ID: 10,
    ქართული ერთი ნაკვთიც არ აქვს

  • liii :) თქვა:
    1 ივლისი 2014 10:03 - ID: 9,
    კარგი იქნებოდა უფრო მეტი რომ მიეღწია,ისე კარგი გოგოა,ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი რომ ყოფილიყო მთელს საქართველოს(არამარტო საქართველოს) ეცოდინებოდა,არადა მოუხდებოდა ძალიან love მაგაზე უკეთესი გოგო ბევრი არ არის ვიქტორია სეკრეტში მაგრამ რას ვიზამთ...

  • MarinkA თქვა:
    30 ივნისი 2014 22:56 - ID: 8,
    ქართული მხოლოდ გვარი აქვს,ლამაზი უკრეინელი გოგოა ^_^

  • Laaaa თქვა:
    30 ივნისი 2014 22:29 - ID: 7,
    მე კი ვიცი რო საქართველოში დაიბადა მიხარია რო ქართველებსაც გვყავს ესეთი წარმატებული მოდელი უცხოეთში

  • mariamininutsa თქვა:
    30 ივნისი 2014 22:13 - ID: 6,
    არ ვიცოდი,ძალიან გამიხარდა.

  • smileyz_xato თქვა:
    30 ივნისი 2014 21:33 - ID: 5,
    ძალიან გამიხარდა ქართველი მოდელის ასეთი წარმატება უცხოეთში ქართველს არ გავს დედის გენების დამსახურებით მარა ძალიან კარგია თუ არ იცვლის გვარს და არ ივიწყებს წარმომავლობას ^_^

  • Imaginary თქვა:
    30 ივნისი 2014 20:18 - ID: 4,
    ლამაზია მაგრამ ქალღმერთამდე ბევრი უკლია, უფრო ლამაზი გოგოებიც არიან საქართველოშიი

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    30 ივნისი 2014 18:22 - ID: 3,
    ციტატა: liliana
    ტიპიურ ქერა სეკრეტის გოგოს გავს.

    X2

  • liliana თქვა:
    30 ივნისი 2014 17:59 - ID: 2,
    ქალღმერთამდე ბევრი უკლია მაგრამ ტიპიურ ქერა სეკრეტის გოგოს გავს... კარგია რომ ასეთ წარმატებას მიაღწია სამოდელო სფეროში რაც ალბათ მისი უკრაინული გენების დამსახურებაა...

    Goddes- double D

  • NiNi_N თქვა:
    30 ივნისი 2014 17:51 - ID: 1,
    ნამდვილად არ ვიცოდი მის შესახებ, ძალიან მაგარი ნიუსია love
    ლამაზია და თან სხვებისგან განსხვავებით, თუ არც ივიწყებს რომ ქართველია მთლად უკეთესი :)))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top