3 July 2014      Nina√     Views 4 234    
Category: Georgians



მებო ნუცუბიძემ X FACTOR საკუთარი სურვილით დატოვა

იქს ფაქტორის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა კონკურსანტმა და მუსიკალური ჯგუფის The BearFox-ის წევრმა, მებო ნუცუბიძემ პროექტი საკუთარი ნებით დატოვა, რამაც პროექტის ერთგულ მაყურებელსა და მებოს გულშემატკივრებს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. დღეს, სოციალურ ქსელ Facebook-ზე კონკურსანტმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ დიდხნიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა იქს ფაქტორი დაეტოვებინა. როგორც ის პოსტში წერს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას აღარ ეძლეოდა უფლება ემღერა ის სიმღერები, რომლებიც მას მისცემდნენ საშუალებას კარგად ეგრძნო თავი და ყოფილიყო ის, ვინც სინამდვილეშია. ფინალურ ეტაპზე მას სამი სიმღერა უნდა შეესრულებინა: 1) Say (უკულელეთი) 2) მოდი წავიდეთ (გიტარით) და 3) Wrecking Ball (თავის ჯგუფთან, The BearFox-თან ერთად). მაგრამ ერთ-ერთი მათგანის შესრულებაზე, კერძოდ კი Wrecking Ball-ზე უარი მიიღო. როგორც ირკვევა, მებო ნუცუბიძეს თითქმის მთელი პროექტის განმავლობაში სურდა ამ სიმღერის შესრულება საკუთარ ბენდთან ერთად, მაგრამ ნებას არ რთავდნენ, რადგან იქს ფაქტორის პროდიუსერების აზრით, ეს სიმღერა "არასახალხო ჰიტია". მაგრამ, როდესაც ფინალი მოახლოვდა, გაირკვა, რომ მაილი საირუსის ეს სიმღერა შესასრულებლად სხვას მისცეს, რაც მებო ნუცუბიძეს უსამართლობად მიაჩნია. როგორც კონკურსანტი ამბობს, "ფინალში ცუდად სიმღერას (ვგულისხმობ "სხვანაირი მებოს იმიჯით სიმღერას"), მე ვარჩიე წამოსვლა. იმედია კარგად გაიგებთ ჩემ გადაწყვეტილებას". მებო დიდ მადლობას უხდის თავის გულშემატკივრებს და თხოვს მათ, რომ გაგებით მოეკიდონ მის გადაწყვეილებას. იგი ფანებს ჰპირდება, რომ მის მოღვაწეობას მუსიკალურ სამყაროში იქს ფაქტორით არ დაასრულებს და მის ერთგულ მსმენელს მალე უამრავი სიახლითა თუ ახალი სიმღერით გაახარებს.



სტატუსი იხილეთ მებო ნუცუბიძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: m.facebook.com/story.php?story_fbid=10152189531942215&id=619817214

იხილეთ მებოსთან პროექტის დატოვებამდე ჩაწერილი ინტერვიუ : www.angel.ge/georgians/115303-.html
სადაც ის ამბობდა: "კონკურსის შემდეგ კი ისევ დავუბრუნდები საკუთარ სიმღერებს და წარმომიდგენია, როგორი ბედნიერი ვიქნები"

"როგორც კი გავიგე, რომ საქართველოში იმართებოდა, გადავწყვიტე გასვლა. და ისევ და ისევ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ჯგუფი ასე უფრო გახდება პოპულარული. ყველას, ვინც იცნობს მებოს, ეცოდინება, რომ მებო არის ჯგუფ ბეარფოქსის მელა :3 "




მებო ნუცუბიძის ნაცვლად პროექტში გიორგი გაბუნიას ჯგუფის მეორე წევრი, მიშო ელიავა და სტეფანეს გუნდის წევრი, სოფი სააკაშვილი დააბრუნეს. მათი ნომრები ცოტა ხანში გახდება ცნობილი. მათ კიდევ ერთხელ ეძლევათ შანსი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ.

ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: თორნიკე ყიფიანი თამთა გოდუაძის გუნდიდან ( ნომერი-0 903 300 308), ჯგუფი Sparkle სოფო ტოროშელიძის გუნდიდან (0 903 300 306), მიშო ელიავა გიორგი გაბუნიას გუნდიდან და სოფი სააკაშვილი სტეფანეს გუნდიდან.

ორშაბათს, 22:00 საათზე, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში იქს ფაქტორის გრანდიოზული ფინალი გაიმართება. არ გამოტოვოთ შოუ და უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტს!

Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top