22 October 2014      ANGEL     Views 11 701    
Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars



It Girl: მოდელი ანა შელია

ანა შელია აქტიურადაა ჩართული ქართული და უცხოური მოდის ბიზნესში.
ანა GeoModels Agency და Brave Models-ის მოდელია, მას ხშირად იხილავთ გლამურულ ფოტოსესიებში მკაფიო და დახვეწილი მაკიაჟით, ენჯელ.ჯი-სთვის კი ყოველდღიურ ლუქში გადავიღეთ, ანა გადაღებაზე ალისფერი-წითელი თმის ფერის ახალი ვარცხნილობით გამოცხადდა. ის ტიპიური თინეიჯერია, თუმცა ასეთივე თავდაჯერებულობით ირგებს მოდური ქალბატონის იმიჯს გადაღებებისთვის. მიიჩნევს, რომ 10 წლის შემდეგ ალბათ სწორედ ისეთივე იქნება, როგორც იმ სარეკლამო კამპანიებშია. ახლა კი სამოდელო სააგენტოს მოთხოვნების გათვალისწინებით გადაღებებისთვის კვლავ ბუნებრივ ფერზე გადაღებვა და თინეიჯერული აიმპულსების დროებით დათრგუნვა მოუწევს...

მომზადებულია სპეციალურად www.angel.ge-სთვის
ფოტო-რეპორტაჟი: ელენე გოგელია




როგორც მოდელს, ხშირად გიწევს გარდასახვა, დაემორჩილო ვიზაჟისტს და სტილისტს, ფოტოსესიებში შესანიშნავად ირგებ კლასიკური, გლამურული ახალგაზრდა ქალის იმიჯს, რეალურ ცხოვრებაში კი ვხედავთ, რომ შენი სტილი მეტად განსხვავებულია - უფრო თავისუფალი და rebel. ალბათ საინტერესოცაა ასეთი რადიკალიზმი, თუ როგორ თვლი, თავად როგორ აღწერდი შენს სტილს და როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი რამდენიმე წლის შემდეგ

ჩემს ფოტოსესიებში როგორიც ვარ მგონია რომ ეგეთი ვიქნები 10 წლის შემდეგ :)))






თინეიჯერულ იმპულსს უნდა მივაწეროთ შენი ბოლო გადაწყვეტილება ცეცხლისფერ წითლად შეგეღება თმა? რას გამოხატავს შენთვის ეს ცვლილება, რომელიც როგორც ვიცით დიდხანს ვერ გასტანს სამოდელო კონტრაქტიდან გამომდინარე

ძალიან მომწონს ესეთი ფერის თმა. მგონია,რომ უფრო განსხვავებულია ყველა ფერთან.


გიჭირს თუ არა დაემორჩილო ამ და სხვა სამოდელო სტანდარტებს, როგორ ასწრებ იყო თინეიჯერი და პარალელურად შექმნა სარეკლამო იმიჯები ცნობილი დიზაინერებისთვის და გამოცემებისთვის.

კი მიჭირს, ფაქტიურად დრო არ მაქვს მეგობრების სანახავად. ან ვმეცადინეობ, ან გადაღებაზე ვარ.

ფოტოსესიებიდან შევნიშნეთ, რომ ძალიან გიხდებათ წითელი ტუჩსაცხი და მკაფიოდ შეღებილი თვალები, თუმცა თითქოს ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე არ იღებებით. TOP 5 beauty პროდუქტი თქვენი 'კოსმეტიჩკიდან' და თავის მოვლის საშუალებებიდან?

ტუში, კორექტორი (თვალების ქვეშ), სუნამო, ხელის კრემი, უფერული პომადა.



როგორ უვლით თავს? როგორ ინარჩუნებთ ფორმას და როგორია თქვენი რეჟიმი

სკოლის შემდეგ ეგრევე ვარჯიშზე მივდივარ, ყოველ დღე. ცომს არ ვჭამ.


ამბობს, რომ ბავშვობიდან გამოთქვამდა დაინტერესებას სამოდელო სფეროსთან დაკავშირებით, რომლის შიდა სამზარეულოსაც კარგად იცნობს დედის ლიკა კვარაცხელია (GeoModels Agency) საქმიანობის სფეროდან გამომდინარე. სამოდელო სფეროსადმი ინტერესი სხვადასხვა გადაცემებისა და რეალითი შოუების ყურების შემდეგ გაუღვივდა.




როგორ იღებთ გადაწყვეტილებებს, გარკვეულ შემოთავაზებებს სამოდელო სფეროდან. ხართ თუ არა პრეტენზიული მოდელი? თუ გაქვთ შეზღუდვები ოჯახიდან და ყოველთვის ეთანხმებით სამოდელო სააგენტოს შეხედულებებს?

არა არ ვარ და ვთვლი, რომ მოდელი საერთოდ არ უნდა იყოს პრეტენზიული.
კი ყოვეთვლის ეთანხმება ჩემი ოჯახი სამოდელო სააგენტოს შეხედულებებს






რას მიიჩნევთ ამ ეტაპისთვის თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად სამოდელო სფეროში?

Zuhair Murad-ის ლუქბუქს.

რითი ხარ დაკავებული და რა პროფესიის დაუფლებას აპირებ

ჯერჯერობით არ ვიცი, ბევრი იდეა მაქვს. მაგრამ ჯერ ამ სფეროში ვიქნები


ხშირად მოგზაურობ, სად შოპინგობ ძირითადად?
H&M.











Zuhair Murad-ის კოლექციის ლუქბუქი






ინსტაგრამი: @annashelia









Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top