;
24 ნოემბერი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 4714-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ანუკი ქორქია

BUON VIAGGIO-ს პროექტი და სილამაზის სალონი „Belle Comtesse” ანუკი ქორქიას მასპინძლობს. კრისტისა და ანუკის საუბარი პროექტის მთავარ თემაზე - მოდაზე შედგა. რას ანიჭებს უპირატესობას ანუკი, მისი ყოველდღიური სტილისა და საყვარელი აქსესუარების შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა





ანუკი, დიდი მადლობა რომ ხარ BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარი.
ჩვენი საუბრის მთავარი თემა მოდაა. შენ ყოველთვის გამოირჩევი შენი სტილით. ბავშვობიდან გადევნებდი თვალს , ქალურ დახვეწილ სტილთან ერთად, ამავდროულად ბავშვური სტილი გაქვს. დედის გავლენით ჩამოყალიბდა შენი სტილი?


მადლობა ასეთი შეფასებისთვის. არა, ბოლომდე ვერ ვიტყოდი რომ ქალური სტილი მქონდა. ბავშვობიდანვე შეგვაჩვია დედამ, მისი გავლენა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ვიცოდით, სულ მოწესრიგებულები უნდა ვყოფილიყავით მეც და ჩემი და ლიკაც. ვიცოდით, რომ თუ გრძელი ფრჩხილი არ გვექნებოდა ფერადი ლაქით, ფრჩხილი აუცილებლად მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო. შეძლებისდაგვარად თმა მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო. უნდა გვცმოდა ლამაზი, დაუთოვებული სამოსი, როდესაც სადმე მივდიოდით. თუ ეზოში ან მეზობელთან ჩავდიოდით მაშინ შეიძლებოდა დახეული ჯინსები ან შორტი და მაისური გვცმოდა. როცა გარეთ გავდიოდით ყოველთვის მოწესრიგებულები ვიყავით. წესრიგს ისიც დაემთხვა რომ სამოდელო სააგენტო „ნატალიში“ დავიწყეთ სიარული. ამ პერიოდში გვასწავლიდნენ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულს, ჩვენც ვეჩვეოდით და შესაბამისად, გაპრანჭულები დავდიოდით. ბუნებრივია, ამას ყოველდღიური ხასიათი არ ჰქონდა.


„ბავშვობიდანვე შეგვაჩვია დედამ, მისი გავლენა მხოლოდ იმაში გამოიხატება,
რომ ვიცოდით, სულ მოწესრიგებულები უნდა ვყოფილიყავით მეც და ჩემი და ლიკაც.“



რომელია შენი საყვარელი ფერი?

მიყვარს პასტელის ფერები. ის, რასაც მე სიამოვნებით ვატარებ არის მშვიდი, პასტელის ფერების სამოსი.
შეიძლება ეს იყოს ლამაზი კრემისფერი, ღია იასამნისფერი, ჭუჭყიანი ვარდისფერი, თბილი ცისფერი. მკვეთრი ფერის სამოსს საკუთარ გარდერობში გაჩვენებთ, მაგრამ მათ უპირატესობას არ ვანიჭებ. მაქვს უბრალოდ იმიტომ, რომ უნდა გქონდეს. რაღაც მომენტში დაგჭირდება. ძალიან მიყვარს შავი ფერი. ძირითადად, მშვიდი ფერები მიყვარს.

პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ვინ ზრუნავს შენს ჩაცმულობაზე, ემორჩილები დიზაინერს?

თავიდან ვემორჩილებოდი. შემდეგ საკუთარი გარდერობიდანაც გამოვიყენე რამდენიმე სამოსი. ახლა, პროექტის მეხუთე სეზონზე ავთანდილ ცქვიტინიძის სამოსი მაცვია და ბუნებრივია, მას არ ვუწევ არანაირ წინააღმდეგობას.
მან ზუსტად იცის, რა შეიძლება გამოაჩინოს. რა თქმა უნდა, თანაბრად ვიღებ მეც მონაწილეობას სანამ ზუსტად დავსვამთ მოდელს, იმიტომ რომ თვითონაც საუბრობს: „ ეს ფერი მოუხდება თუ არა, იღებს თუ არა ეკრანი ისე როგორც საჭიროა.“ შეიძლება მატერია და ნაკერიც ბევრად უფრო ლამაზი იყოს პირდაპირ, ვიდრე ეკრანზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ასე გამოველაპარაკოთ ერთმანეთს, მაგრამ როგორც წესი თვალდახუჭული მივყვები მას.

მოდის სფეროს წარმომადგენელი - მოდელი იყავი, რომელ ქართველ დიზაინერთან მოგწონდა მუშაობა ყველაზე მეტად. ყველაზე ხშირად ვისთან თანამშრომლობ?

მუშაობით ვერ ვითანამშრომლე ბევრ მათგანთან. 18 წლის ასაკიდან უკვე აღარ ვიყავი მოდის სფეროში. შემდეგ დავიწყე სწავლა, გადავედი ტელევიზიაში, ამიტომ მათთან აქტიური შეხება არ მქონია. უფრო ფოტოსესიებისა და რეკლამების გადაღების დროს მქონდა მათთან შეხება.
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც, უნდა ვთქვა რომ ძალიან ბევრი ლამაზი მოდელი გვყავს. ზოგადად, ძალიან ლამაზი ერი ვართ.
ყველა ძალიან მომწონს, მაგრამ სულ ვამბობდი, რომ განსაკუთრებული ეშხით გამოირჩევი შენ, კრისტი. რადგან ყველგან ვამბობდი ამას, ახლა რატომ არ უნდა ვთქვა?
რაც შეეხება, დიზაინერებს, ძალიან ბევრი მომწონს: ავთანდილ ცქვიტინიძე, თამუნა ინგოროყვა, დათუნა სულიკაშვილი. არიან დამწყები დიზაინერები, რომლებიც არც ისე ცნობილები არიან, რაღაც-რაღაცებს მათი კოლექციიდანაც შევარჩევდი, მაგრამ უმეტესად, ზემოხსენებული დიზაინერების სამოსით შევავსებდი გარდერობს.


„ცეკვავენ ვარსკვლავების პროექტის მეხუთე სეზონზე ავთანდილ ცქვიტინიძის სამოსი მაცვია და ბუნებრივია, მას არ ვუწევ არანაირ წინააღმდეგობას. მან ზუსტად იცის, რა შეიძლება გამოაჩინოს. როგორც წესი თვალდახუჭული მივყვები მას. “

ქართველი დიზაინერების სამოსი ჭარბობს შენს გარდერობში?

სიმართლე რომ გითხრა არა. ძირითადად, ვცდილობ როცა საზღვარგარეთ ან ონლაინ შოპინგით ვისარგებლო. მაქვს რამდენიმე სამოსი, მაგრამ ძირითადად, ონლაინ შოპინგით და საზღვარგარეთ შეძენილი სამოსი ჭარბობს.

პატარა ბიჭი გყავს, ბავშვების სამოსში როგორ გაერკვიე?

სწრაფად. თავიდან შეცდომები მოგვდიოდა, ვერ გავთვალეთ სეზონები და თავიდან შევიძინეთ ბევრი რამ, რომ დიდხანს ყოფნოდა. მერე აღმოჩნდა რომ იზრდებოდა, ერგებოდა, მაგრამ უკვე არასეზონური იყო სამოსი. ახლა, უკვე ვცდილობთ სეზონის მიხედვით ვიყიდოთ ყველაფერი. უკვე კარგად გავერკვიე.

დამჯერი ბიჭია?

არა, არ არის. ძალიან ჯიუტი, ცელქი, სიცოცხლით სავსეა და ძალიან დიდი ენერგია სჭირდება. სისტემატურად ითხოვს ხაზზე ყოფნას,
რაც შეუძლებელია. ღამე არ ძინავს, დღე უნდა რომ სულ კონტაქტზე იყოს. ახლა, 10 თვის არის. გუშინ წინ დილის 8 საათზე დავიძინეთ.

ძალიან მომწონს შენი ვარცხნილობა, ჩოლკა ძალიან გიხდება.

ეს არის ვარცხნილობა, რომელსაც ბავშვობიდან ვატარებდი. 15- 16 წლის ასაკში შევცვალე

და ეს წლები მომყვებოდა. ახლა, მივხვდი რატომაც არა-თქო. მიხარია, რომ მოგწონს.

მაკიაჟს შენ თვითონ იკეთებ?

კი, რადგან მაინც ვფიქრობ რომ მე უკეთ ვიცი რა და როგორ უფრო მიხდება.

ეკრანისთვის მე თვითონ ვუვლი საკუთარ თავს.


„გარდერობში ძირითადად, ონლაინ შოპინგით და საზღვარგარეთ შეძენილი სამოსი ჭარბობს. “

რა როლი აქვს ჩანთას შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

მნიშვნელოვანი. მიყვარს დიდი ჩანთები. კლატჩებიც მომწონს, მაგრამ ნაკლებად ვიყენებ.
ძირითადად, დიდ ჩანთებს ვატარებ, რომლებიც უფრო პრაქტიკული და ტევადია.


რა დევს მუდმივად შენს ჩანთაში?

კოსმეტიკის ჩანთა, სადაც აუცილებელი რაღაცები დევს: ტუჩსაცხი, პუდრი, კონტური და ტუში.
რასაც ყოველდღიურად ვიყენებ. უფრო მძიმე მაკიაჟისთვის სპეციალური ყუთი მაქვს, სადაც აბსოლუტურად ყველა საშუალება მოიძებნება, რაც შეიძლება ეკრანისთვის ან სადმე წასასვლელად გასაკეთებელი მაკიაჟისთვის გამოვიყენო. ასევე, სავარცხელი, სუნამო, საფულე და რაღაც უაზრო საბუთები.

ერთი სუნამოს ერთგული ხარ თუ ხშირად ცვლი?

არა. ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ უკითხავთ რა სუნამო მასხია და პასუხი ვერ გამიცია. უცბად რასაც მოვკიდე ხელი ის მესხა. გრილი სუნამოები მიყვარს. ტკბილი სურნელი არ მიყვარს, თავს მატკიებს. ცოტა სიტკბო რომ ჰქონდეს ცუდი არ იქნება. ვცდილობ, გრილი სუნამო ზამთარში გამოვიყენო, ოდნავ მოტკბო ზაფხულში.






ჩემი რესპონდენტები ხშირად ამბობენ: „წავედი კაბის საყიდლად, შინ კი ისევ ფეხსაცმელებით დავბრუნდიო“, შენც ასე ხარ?

მიყვარს ფეხსაცმელები. უფრო მეტი, ალბათ, დაბალძირიანი ფეხსაცმელი მოიძებნება ჩემს გარდერობში. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლები მაქვს მხოლოდ იმ ფერების, რომლებიც აუცილებლად დამჭირდება. მაგალითად, ფერი, რომელიც არ იკითხება ფეხზე
- ოდნავ ჭუჭყიანი მოვარდისფრო. მაქვს შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. წითელი, ლურჯი, რომლებიც აუცილებლად დამჭირდება არის ჩემს გარდერობში. ყოველდღიურად, ბატინკები მაცვია. თუ არის იმის საშუალება რომ რაღაც მონაკვეთი ფეხით გავიარო ძალიან მიყვარს. ამ შანს ხელიდან არ ვუშვებ, შესაბამისად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამ მომენტში უფრო არაპრაქტიკულია.

რომელია შენი საყვარელი აქსესუარი?

საყურეს, როგორც წესი არ ვიყენებ. მგონია, რომ მაშინ მიხდება როცა ეფექტურად უნდა გამოვიყურებოდე. საღამოზე რომ მივდივარ და კოსტუმი რაღაც მასიურ სამკაულს ითხოვს, მაშინ სიამოვნებით ვატარებ. ყოველდღიურად არ ვიყენებ. მაქვს ერთი საყვარელი ბეჭედი, რომელსაც ჯვრისწერის ბეჭედთან ერთად ვატარებ ხოლმე. დანარჩენი ბეჭდები, ძირითადად, ყველა დიდი მაქვს. რასაც მჩუქნიან , ყველაფერი დიდი მაქვს. ვერასდროს მოვიცალე რომ ეს ყველაფერი შევკრა და გადავაკეთო.

ტატუ გაქვს?

არა, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს რომ გავიკეთო.

ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი რა მინდა. ალბათ, უახლოეს მომავალში გავიკეთებ.

დიდი მადლობა ინტერვიუსათვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!






Buon Viaggio: ანუკი ქორქია
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი
Buon Viaggio: სალომე ჭაჭუა
Buon Viaggio: ლალი ტოტიკაშვილი
Buon Viaggio: ილია ბეროშვილი „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“
Buon Viaggio: ზურა ხიზანიშვილი
Buon Viaggio: ვიქტორია პლეშაკოვა
Buon Viaggio: ირმა შარიქაძე

კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: Buon Viaggio, ანუკი ქორქია

2


  • darcu თქვა:
    24 ნოემბერი 2014 12:40 - ID: 1,
    კარგი გოგოა ანუკი და ლიკაც love კარგი იქნება თუ სტუმრად ანუკი არეშიძეც ეყოლებათ,მიყვარს ეს გოგო love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top