;
8 დეკემბერი 2014      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 5445-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები




კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ნუკი კოშკელიშვილი

Hookah Lounge-მა“ კრისტისა და ნუკის უმასპინძლა. BUON VIAGGIO-ს პროექტის მთავარი თემა მოდაა. როგორი სტილი აქვს ნუკის, საყვარელი აქსესუარებისა და მოდის სახლების შესახებ ის კრისტის ესაუბრა. ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს, ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა




ნუკი, დიდი მადლობა რომ BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარი. შენ მუდამ არაორდინარული სტილი გაქვს. ძალიან მომწონს შენი სტილი, დამახასიათებელი და ინდივიდუალურია, არავის არ ჰგავს. შორიდანაც კი გიცნობ რომ შენ ხარ. ბავშვობიდან ასეთი სტილი გქონდა?

არ ვიცი, ბავშობაში ცანცარა ვიყავი. ჩემი სტილი ახლაც არ ჩამოყალიბებულა. შეიძლება დაგინახო და გავიფიქრო: „კრისტი ყიფშიძეს რა ლამაზად აცვია-თქო“ და მეც მომინდეს შენი სტილის მორგება. დრეკადი ვარ. ვფიქრობ, რომ კარგი გემოვნება მაქვს, თუმცა არა ისეთი კარგი, როგორიც სხვებს, თვითონ რომ ირჩევენ სტილს. სხვისი გემოვნებიდან ხშირად ვარჩევ რაღაცებს.

შეგიძლია თავისუფლად მიენდო ვინმეს?

არა. მაგალითად, მოდის კიმ კარდაშიანი და მომეწონა მისი სტილი, როგორიც სხვებმა შეურჩიეს. მეც შეიძლება ჩემი თავისთვის იგივე შევარჩიო. ან მოდის კრისტი ყიფშიძე, მე მომეწონე და შეიძლება მოგბაძოსავით. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვამატებ ჩემს ელემენტებს.


„ჩემი სტილი ახლაც არ ჩამოყალიბებულა. შეიძლება დაგინახო და გავიფიქრო: „კრისტი ყიფშიძეს რა ლამაზად აცვია-თქო“ და მეც მომინდეს შენი სტილის მორგება. დრეკადი ვარ. ვფიქრობ, რომ კარგი გემოვნება მაქვს, თუმცა არა ისეთი კარგი, როგორიც სხვებს, თვითონ რომ ირჩევენ სტილს. სხვისი გემოვნებიდან ხშირად ვარჩევ რაღაცებს. “


სულ განსხვავებული ხარ. არ ვიცი ეს შეიძლება შენი თმის ფერიდანაც გამომდინარეობს. ხშირად ატარებ სათვალეებსაც. სულ ექსტრავაგანტული ხარ.

შეიძლება სადად გეცვას და აქსესუარებით გადაასხვაფერო, სპორტული გახადო ან პირიქით, კლასიკური.

რამდენი სათვალე გაქვს?

ძალიან ბევრი. სამწუხაროდ, იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე რეალურად მაქვს. ძალიან ხშირად ტყდება სათვალეები. ფაქტის წინაშე რომ დამაყენო რამდენი მაქვს, შეიძლება მთელი სულ ხუთი მქონდეს დარჩენილი. თუმცა, მანამდე ბევრი მქონდა.


„სულ ვამბობ, რომ ქართველი დიზაინერების სამოსი ჯერ არ მცმია.
იმიტომ კი არა რომ არ მომწონს, უბრალოდ არ ვიცნობ მათ შემოქმედებას. არ ვარ ჩახედული.“



რომელია შენი საყვარელი ფერი, ყველაზე კომფორტულად რა ფერის სამოსში გრძნობ თავს?

ძალიან რთული კითხვაა, ყოველ წელს კი არა, უფრო ხშირად მეცვლება აზრი.
რამდენიმე თვის წინ გადაწყვეტილი მქონდა რომ აი, ეს ფერი- ლურჯი, რომელსაც შენი მკითხველი ფოტოებში ნახავს, ეს იყო ჩემი საყვარელი ფერი. ახლა, ძალიან მომწონს მალინისფერი. ვფიქრობ, რომ ეს ჩემზეც არ არის, ტენდენციებს მივყვები.

რომელი მოდის სახლის სამოსი არის შენს გემოვნებასთან ყველაზე ახლოს?

„VALENTINO“ ძალიან მომწონს. ასევე, „MOSCHINO“. ზოგადად, მიყვარს დახვეწილი სტილი,
ქალური და არაორდინარული აქსესუარებით, მაგალითად, სათვალეებით.




ქართველი დიზაინერების სამოსი არის შენს გარდერობში?

სულ ვამბობ, რომ ქართველი დიზაინერების სამოსი ჯერ არ მცმია. იმიტომ კი არა რომ არ მომწონს, უბრალოდ არ ვიცნობ მათ შემოქმედებას
. არ ვარ ჩახედული. სხვებზე მინახავს ქართველი დიზანერების ნამუშევრები და ძალიან მომწონს. ვამბობ, რომ უნდა მივიდე მათთან, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე.

ძალიან ბევრი გადაცემა მიგვყავდა. შენი გარდერობიდან არჩევდი სამოსს?

გააჩნია. როცა სპონსორი იყო, მაშინ მაღაზიიდან მე თვითონ ვირჩევდი სამოსს. იყო შემთხვევები, როცა სხვა მაცმევდა და ასევე, მხოლოდ ჩემი გემოვნებით რომ მეცვა. როცა სტუმრად მივდივარ რომელიმე გადაცემაში, იქ რა თქმა უნდა, მე თვითონ ვირჩევ თუ რა უნდა ჩავიცვა.

ჩანთას რა ადგილი უკავია შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

დიდ ჩანთებს არ ვატარებ. ყოველთვის კლატჩი მაქვს ან პატარა ჩანთა. ის დრო გავიდა დიდი ჩანთები რომ მიყვარდა. ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე რომ საზამთრო დამქონდა ჩანთით. ყველაფერი მედო ჩანთაში. მივხვდი, რომ კლატჩი ყველაფერს ჯობს.




როგორ ფეხსაცმელებს ანიჭებ უპირატესობას?

ე.წ. „ლოდაჩკას“. ახლა, არ მაცვია, მაგრამ მანქანაში ბევრი წყვილი მიდევს.
რომ გადმოვედი დამავიწყდა ჩაცმა, ჩექმის ამარა დავრჩი.

რომელია ის აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან ვერ გადიხარ?

სათვალე, იმიტომ რომ ამის გარეშე მაშინვე ხეს შეხევეჯახები. საყურეს მხოლოდ ერთს ვატარებ.

ვეღარ ვხედავ, მგონია რომ ყველაფერს უხდება, ისე შემეჩვია თვალი.

რომელი სუნამო გიყვარს გამორჩეულად?

Chanel No. 5”, მიყვარს მძაფრი სურნელი. TOM FORD ძალიან მომწონს.



„ტატუ - ებრაულად მაწერია „ნუკი“. ებრაული სისხლი მირევია და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა.
ისრაელში ვიყავი, დიდი გავლენა მოახდინა, დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. “



ვარცხნილობას ხშირად არ იცვლი, სულ გრძელი თმა გაქვს.
შენ თვითონ იკეთებ ვარცხნილობებს?

კი, ყველაფერს მე თვითონ.

ანუ სალონს ამისთვის არ სტუმრობ.

არა, სალონში წამწამებს ვიგრძელებ, მანიკურსა და პედიკურს ვიკეთებ, ვიწმინდავ სახეს
სალონში თმასაც არ ვიღებავ.

ტატუ თუ გაქვს, რა დანიშნულება აქვს შენთვის?

კი, მაქვს. ებრაულად მაწერია „ნუკი“. ებრაული სისხლი მირევია და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა.

ისრაელში ვიყავი, დიდი გავლენა მოახდინა, დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.



როგორც გავიგე, ახალი პროექტისთვის ემზადები.

კი. მე, თიკა ფაცაცია და ზალიკო ბერგერი გავუძღვებით ახალ გადაცემას არხზე „მარაო“, რომელსაც ერქმევა „შეიცვალე“.
ამ გადაცემაში იქნებიან გმირები, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ისტორიები და პრობლემები. ჩვენ მათ არა მარტო გარეგნობას, არამედ ყველაფერს შევუცვლით: გარდერობს, სტილს.

დიდი მადლობა ინტერვიუსათვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!




Buon Viaggio: ნუკი კოშკელიშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი
Buon Viaggio: სალომე ჭაჭუა
Buon Viaggio: ლალი ტოტიკაშვილი
Buon Viaggio: ილია ბეროშვილი „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“
Buon Viaggio: ზურა ხიზანიშვილი
Buon Viaggio: ვიქტორია პლეშაკოვა
Buon Viaggio: ირმა შარიქაძე
Buon Viaggio: ანუკი ქორქია
Buon Viaggio: მიშა მესხი

კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top