22 December 2014      ANGEL     Views 2 515    
Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი კახა მამულაშვილი

Unique Terrace“ და BUON VIAGGIO-ს პროექტი კახა მამულაშვილს მასპინძლობს. კრისტისა და კახას საუბრის თემა მოდა და სტილია. მისი სამომავლო გეგმების, საყვარელი დიზაინერისა და ყოველდღიური სტილის შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა




დიდი მადლობა რომ BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარი ხარ. ჩვენი საუბრის თემა
მოდა და სტილია. როგორი დამოკიდებულება გაქვს სამოსთან, პრეტენზიული ხარ?

არა, პრეტენზიული ჩამცმელი არ ვარ. არ მიყვარს კოსტუმის ჩაცმა, იშვიათად ვიცვამ.
ძალიან მიყვარს ჯინსი და სულ ვცდილობ ჯინსი მეცვას. მიყვარს სპორტული სტილი.


ჯინსი გამორჩეულად გიყვარს, დაგითვლია სულ რამდენი გაქვს?

არ დამითვლია, მაგრამ ბევრი მაქვს. დაახლოებით, 15 ჯინსი მექნება. რასაც ვეჩვევი,
იმის ჩაცმა მიყვარს. ჩემი ძირითადი სტილი თავისუფალი და სპორტულია.



ლელა (მეუღლე) ერევა შენს ჩაცმულობაში? გაძლევს რჩევებს?

კი, ხშირად. 100%-ით ვენდობი. თუ რაღაც ნახა ჩემთვის, ყოველთვის მირეკავს რომ მეც მივიდე და ვნახო.
ზოგადად, მე და მაღაზიებს ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მაღაზიაში უფულოდ იარონ და დაათვალიერონ სამოსი. მაღაზიაში გატარებული მაქსიმალური დრო 2-3 წუთია. მერე ხალისი მეკარგება.

ვიცი რომ ლელას ძალიან უყვარს შოპინგი, ერთად არ მიდიხართ ხოლმე?

კი, მაგრამ მალევე ვიყოფით. ის შოპინგობს, მე კაფეში მეგობრებთან ერთად მივდივარ. ბევრს უყვარს შოპინგი, მაგრამ ვინც ლელასთან ერთად წასულა, გადაღლილებს უთქვამთ, გაძლება მოგცეს ღმერთმაო.

• როგორი ტიპის ფეხსაცმელი გიყვარს?


არ მიყვარს ზამშის ფეხსაცმელი. მიყვარს სპორტული სტილის ფეხსაცმელი, მარტივად რომ ჩაიცვამ.



• გამორჩეულად რომელი ფერი გიყვარს?


მიყვარს შავი და ცისფერი ფერი. ასევე, თეთრიც, უცბად რომ არ ისვრებოდეს კარგი იქნებოდა.

• ქართველი დიზაინერების სამოსი არის შენს გარდერობში?

ყოველ წელს ჩემს დაბადების დღეზე ავთანდილ ცქვიტინიძის საჩუქარს ვიღებ.
სიამოვნებით ვირგებ მის სამოსს.

• ყოველდღიურად გიწევს ჩანთის ტარება?


ჩანთის ტარება ძირითადად ზაფხულში ბასეინზე მიწევს. მიყვარს ცურვა.
სავარჯიშოდ იშვიათად მივდივარ. ცურვა სიამოვნებისთვის მიყვარს.




• მოგზაურობის დროს ბევრ ჩემოდანს ატარებ?

ვცდილობ, ორი დღის სამოსი პატარა ჩემოდანში ჩავატიო. ისეთი,
რომლის ჩაბარებაც არ მომიწევს. ყველაფერი მარტივად მიყვარს.

• რომელია ის აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ?


ადრე არასდროს მკეთებია საათი. ჩემმა მეგობარმა მაჩუქა და ახლა ამის გარეშე სახლიდან ვეღარ გავდივარ. ძალიან მივეჩვიე. არ მიყვარს რამე რომ მიკეთია. მიყვარს სათვალეებიც, ერთი, ორი მაქვს. ლელას კოლექცია აქვს. ეს რეალურიც არის, ისეთ პროფესიას ემსახურება საჭიროც არის.


• ვარცხნილობას ხშირად იცვლი?

არა, რადგან თხელი თმა მაქვს. არ მიყვარს წვერის გაპარსვაც.

• კლუბში ხშირად დადიხარ? იქ როგორია შენი ჩაცმის სტილი?


40 წლამდე საერთოდ არ დავდიოდი. ადრე ისეთი დატვირთული რეჟიმი გვქონდა მე და ლელას ,თვითმფრინავში ვცხოვრობდით, კლუბისთვის არ მეცალა. არ ვსვამ, არ ვეწევი და სიფხიზლით დავიღალე. ერთხელ მეგობარს გავყვევი და გამიტაცა. სხვა ატმოსფერო დამხვდა. დიდ სიამოვნებას ვიღებ კლუბში.

• ფესტავალებზე დადიხარ?

გერმანიაში ვიყავი რამდენიმეჯერ, სადაც კლუბური ცხოვრება მაღალ დონეზეა. საქართველოშიც ვინმე
თუ ჩამოყავთ სულ ვესწრები. მიხარია რომ ეს კულტურა ვითარდება საქართველოში.




როგორია შენი სამომავლო გეგმები ნუცა ბუზალაძესთან ერთად?

სამწუხაროდ, ფეხის მოტეხვის გამო ბევრი გეგმა ჩაიშალა. საახალწლო კონცერტები და ევროვიზია უკან ჩამოვიტოვეთ. იურმალის ფესტივალზე გვინდა რომ მესამედაც გავიმარჯვოთ, თუმცა ჯერ ვერ ვიპოვეთ სათანადო მომღერალი. საქართველოში ბევრი კარგი მომღერალია, მაგრამ კონკურსს სხვა მონაცემებიც სჭირდება. როგორც ვიცი, იურმალაში აღარ ჩატარდება ეს ფესტივალი, სხვაგან გადადის.

პირველი გამარჯვება დუეტი „ჯორჯია“ იყო, შემდეგ ნუცა ბუზალაძე და „გასამებას“ ველოდებით.

ბევრი წინადადება მქონდა პროდუსერობაზე, თუმცა არ ვთანხმდები. მირჩევნია პროექტებზე ვიმუშავო, რადგან კომერციული სეგმენტი საქართველოში აღარ არის. შოუ ბიზნესის სფეროში კონკურენცია აღარ არის. ინტერესიც გაქრა.
ფილმში ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით, ძალიან მაინტერესებს გადაღების პროცესი.
მაინტერესებს, სხვადასხვა ადამიანს როგორ ვითამაშებ.

დიდი მადლობა ინტერვიუსათვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!




Buon Viaggio: კახა მამულაშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი
Buon Viaggio: სალომე ჭაჭუა
Buon Viaggio: ლალი ტოტიკაშვილი
Buon Viaggio: ილია ბეროშვილი „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“
Buon Viaggio: ზურა ხიზანიშვილი
Buon Viaggio: ვიქტორია პლეშაკოვა
Buon Viaggio: ირმა შარიქაძე
Buon Viaggio: ანუკი ქორქია
Buon Viaggio: მიშა მესხი
Buon Viaggio: ნუკი კოშკელიშვილი
Buon Viaggio: მაკა შალიკაშვილი


Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top