13 January 2015      ANGEL     Views 32 023    
Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars



● პროექტისთვის 1 celebrity=5 looks @მიმი შელია ანუ რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მირანდა შელია ჩავწერეთ. ირინა შეიკის ორეულად წოდებული მიმი, სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი. მისი ინსტაგრამიდან ვხედავთ, რომ თანამშრომლობს და მეგობრობს Dream Studio - ბერასთან, ქეთა თოფურიას ახლო მეგობარია და ლეიბლ Lika for lika boots-ს ლუქბუქშიც ვიხილეთ ცოტა ხნის წინ მოდელის როლში. მიმი მოსკოვში ცხოვრობს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. თუმცა, ქართულად საუბარი არ უჭირს. ამჟამად კი საახალწლო არდადაგებზე თბილისში იმყოფება. გავიგოთ, მეტი მისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ: რა არის მისი ძირითადი პროფესია, როგორ ატარებს დროს მოსკოვსა თუ თბილისში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენ. პროექტის ფარგლებში მიმი 5 სხვადასხვა ვითარებაში გადაიღო ჩვენმა ფოტოგრაფმა - ელენე გოგელიამ.

მირანდა შელია @mimishelini ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია; ჟურნალისტი: ტატა ნაკანი





instagram: @mimishelini
437 posts 107k followers


მიმი ახალი იმიჯით - ქერა თმებით, with @beraofficial 👑💜


როგორი იყო მიმის ბავშვობა?
მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა.
შვიდი წელი ცკევავდი შოუ-ბალეტ TODES-ში. რუსეთის მართლმსაჯულების აკადემია დავამთავრე.

მოსკოვში ცხოვრების მიუხედევად, ქართულად ძალიან კარგად საუბრობ.
დაახლოებით, სამი წლის დავიწყე ქართულად საუბარი. წერა-კითხვა მე თვითონ ვისწავლე.

მშობლები მეგრელები არიან და მეგრული უფრო კარგად ვიცი.


#1 ლუქი: - კაბა - რუსი დიზაინერის; ფეხსაცმელი - Christian Louboutin; ჩანთა- Hermès Kelly



საქართველოს პირველად რომ ესტუმრე, რა იყო შენთვის ყველაზე დიდი განსხვავება მოსკოვსა და თბილისს შორის?
განსხვავება ხალხშია. აქ ძალიან თბილი ხალხია. მოსკოვი მეგაპოლისია და იქ მეტი აგრესიაა ადამიანებს შორის. თბილისი ძალიან მიყვარს. ვფიქრობდი, აქ გადმოსვლაზე, მაგრამ მერე გადავიფიქრე.

პროფესიით იურისტი ხარ, გიმუშავია შენი პროფესიით?
არა, ამ მიმართულებით არ ვმუშაობ.

რამ განაპირობა შენი პროფესიული არჩევანი?
მამამ მითხრა, რომ ოჯახში იურისტი აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ამ პროფესიის ყველაზე კარგი მხარე ის არის, რომ შენი უფლებები უნდა იცოდე. თუ რამე პრობლემა შეგექმნება, ყოველთვის იცი როგორ უნდა გადაჭრა.



განსხვავება ხალხშია. აქ თბილისში ძალიან თბილი ხალხია. მოსკოვი მეგაპოლისია და
იქ მეტი აგრესიაა ადამიანებს შორის. თბილისი ძალიან მიყვარს.





შენ რა პროფესიის არჩევა გინდოდა?
ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი, მაგრამ ასე არ მოხდა.

მოდელობაზე არ გიფიქრია?
არა, რადგან სიმაღლე არ მიწყობს ხელს. 1,67 სმ ვარ. მოდელისთვის ცოტაა. ფოტომოდელობა ჩემი საქმიანობაა. შემოთავაზებებიც მაქვს.
5 წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს პარიზსა და ნიუ იორკში. ჯერ ვფიქრობ, არ ვიცი რას გადავწყვიტავ.


#2 ლუქი: პალტო - ალექსანდრ არუტუნოვი, სვიტერი - Topshop; შარვალი - Topshop;
ყელსაბამი - CHANEL; საათი - ROLEX; სამაჯური - Cartier.



ვისაუბროთ, შენს სტილზე. ვინ ითამაშა როლი შენი სტილის ჩამოყალიბებაში?
ალბათ, დედამ.

ყოველდღიურად რა სტილს ანიჭებ უპირატესობას?
განწყობას გააჩნია. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარული არ მიყვარს. იმიტომ არა რომ ვერ დავდივარ, არ მიყვარს ზედმეტი დისკომფორტი. უმეტესად, კედები, სპორტული ფეხსაცმელი და ბატინკები მაცვია.

რა აქსესუარს ატარებ მუდმივად?
საათს, ხშირად მძინავს კიდეც საათით. მიყვარს ბეჭდები და სამაჯურები. ყელსაბამები არა. ხელზე აუცილებლად უნდა მეკეთოს რაღაც. მიყვარს ჩანთები. ფოტოებშიც ნახავს მკითხველი, ბოლო დროს სულ CHANEL-ის ზურგჩანთას ვატარებ. ყველგან დამაქვს. ყველა სტილს ვუხამებ. მიყვარს კლასიკური ჩანთები.

ქართველებს აქვთ გემოვნება. მოსკოვშიც აქვთ, მაგრამ ყველას არა. თბილისში შეიძლება სულ არ გეცვას ძვირადღირებული სამოსი, მაგრამ ძალიან კარგად შეუხამო ერთმანეთს. მომწონს როგორც იცვამენ თბილისში.




რომელი მოდის სახლია შენს სტილთან ყველაზე ახლოს?
Givenchy, Balmain.

დემოკრატიული ბრენდებიდან რომელს ანიჭებ უპირატესობას?
H&M, Zara, Topshop. უპირატესობას Topshop-ს ვანიჭებ.

როგორ შეადარებდი მოსკოვისა და თბილისის მოდას?
ქართველებს აქვთ გემოვნება. მოსკოვშიც აქვთ, მაგრამ ყველას არა.
თბილისში შეიძლება სულ არ გეცვას ძვირადღირებული სამოსი, მაგრამ ძალიან კარგად შეუხამო ერთმანეთს. მომწონს როგორც იცვამენ თბილისში.


#3 ლუქი: ფეხსაცმელი - Balenciaga; ზურგჩანთა- CHANEL; სათვალეები- DIOR.







როგორია შენი მოსკოვური ცხოვრება?
ბევრი შემოთავაზება მაქვს. ხშირად მაქვს გადაღებები კომერციული რეკლამების, კლიპების. ბოლოს Bob Sinclar-ის კლიპში გადამიღეს. მალე გამოვა. სულ ვმუშაობ პროექტებზე, ტოქ-შოუებში.

ქართველები ხშირად გეძახიან „ქართველ ირინა შეიკს“, ირინას სტილს როგორ შეაფასებდი?
ძალიან მომწონს ეს ქალი. სულ რომ ტომარა ჩამოაფარო მაინც ულამაზესი იქნება. ვგიჟდები, ჩემთვის #1 ადგილს იკავებს.


#4 ლუქი: - ჯინსი & მაისური - Topshop; შარფი - Alexander McQueen; ფეხსაცმელი - Lika for lika boots




ირინას სტილს აქვს გავლენა შენს სტილზე?
არა, გავლენა არავის არ აქვს. უბრალოდ სასიამოვნოა მისი ყურება. მიხარია,
რომ არსებობენ ასეთი ადამიანები. რომ მეუბნებიან გავხარო, დიდი კომპლიმენტია ჩემთვის.

როგორია შენი სამომავლო გეგმები, არ ფიქრობ თბილისში დარჩენაზე?
არ ვიცი, არამგონია. კონტრაქტს თუ მოვაწერე ხელი, ალბათ, მალე წავალ.


#5 ლუქი: - შარვალი & სვიტერი - Topshop; ფეხსაცმელი - Balmain; ქურთუკი - Dolce & Gabanna.





მირანდა შელია @mimi shelini ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია; ჟურნალისტი: ტატა ნაკანი


Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top