11 June 2015      ANGEL     Views 6 078    
Category: Georgians / Stars


კატარის პირველი ლედი შეიხა მოზა ბინტ ნასერი
და რუსი დიზაინერი ულიანა სერგეენკო თბილისს ესტუმრნენ

ფარაჯანოვის შემოქმედებით შთაგონებულმა ქალბატონებმა ძველი თბილისი, მშრალი ხიდის ბაზრობა მოინახულეს. ესტუმრნენ რეზო გაბრიაძის კაფეს, ქართველი დიზაინერების ბუტიკებს და სასტუმრო ROOMS-ში დაბინავდნენ 3 დღით.

შეიხა მოზა ბინტ ნასერი საქართველოს პირველად არაოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან შვებულება თბილისში ცნობილ დიზაინერთან ულიანა სერგეენკოსთან ერთად გაატარა. მათ ერთად რუსეთი და სომხეთიც მოინახულეს. საქართველოში ვიზიტის დროს კატარის პირველმა ლედიმ მოინახულა თბილისის ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობები, სიძველეების ბაზრობა მშრალ ხიდზე, ანტიკვარული მაღაზიები და გალერეები.

ცნობილი რუსი დიზაინერი ულიანა სერგეენკოს უახლესი SS Couture 2015 კოლექციის შთაგონებას კავკასიური კულტურა და ფარაჯანოვის შემოქმედება წარმოადგენს, განსაკუთრებით კი მისი ბროწეულების თემა. დიზაინერი ინსტაგრამის @ulyana_sergeenko_moscow/ საშუალებით გვიზიარებს ამ უახლესი კოლექციის პარიზული პრეზენტაციიდან ფოტოებს.



აღმოსავლური სტილის ხატი – შეიხა მოზა, რომელიც ცნობილია მისი ჩინებული და დახვეწილი გემოვნებით, სერგეენკოს მეგობარი და მისი შემოქმედების მიმდევარია, ჩანს მანაც დიდი ინტერესი გამოიჩინა ფარაჯანოვის თბილისისადმი და ქალბატონები ქართველი დიზაინერების ბუტიკებსაც ესტუმრნენ.

მათ ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის კაფეში ნამდვილი ქართული ვახშამით გაუმასპინძლდნენ ნაციონალური მუსიკისა და ცეკვის თანხლებით. იმავე საღამოს მწერალთა სახლში სტუმრებისათვის იმღერა საქართველოს ლეგენდამ – ნანი ბრეგვაძემ. შეიხა მოზამ საქართველოში სამი დღე დაჰყო. საქართველოს დედაქალაქში დედოფალი და ულიანა სერგეენკო თანმხლებ პირებთან ერთად სასტუმრო “Rooms” -ში ბიანდრობნდნენ.










@ulyana_sergeenko_moscow/
ფოტოები ულიანა სერგეენკოს დიზაინერული სახლის ინსტაგრამიდან,
რომელიც ასახავს მის ახალი კოლექციაზე ფარაჯანოვის და თბილისის გავლენას:


@ulyana_sergeenko_moscow#inspiration #parajanov #thecolorofpomegranates #sofico #цветграната #параджанов #вдохновение


ulyana_sergeenko_moscowUlyana Sergeenko Couture SS2015 presentation in Paris. Stephen Jones Millinery for Ulyana Sergeenko Couture hat, blue crepe dress with hand stitched stripes and metal bag decorated with feathers #ulyanasergeenko #couture #paris #ss2015 #caucasus #parajanov #love #family #параджанов #ульянасергеенко #весналето2015

Ulyana Sergeenko Couture SS2015 silk velvet and leather high heels sandals with semi-precious stone drops #ulyanasergeenko #couture #ss2015 #caucasus #love #ульянасергеенко #весналето2015

Ulyana Sergeenko Couture SS2015 hand embroidered silk satin and leather bag with metal trim and silk tassels

Ulyana Sergeenko Couture SS2015 metal and leather bag decorated with feathers and semi-precious stones #ulyanasergeenko #couture #thecolorofpomegranates #parajanov #caucasus #ульянасергеенко


რუსი დიზაინერი ინსტაგრამზე ძველი თბილისის ფოტოს
უზიარებს
მის ათასობით ფოლოუერს, წარწერით:
შთაგონება, მიყვარს საქართველო, ერთა მეგობრობა
#inspiration #lovegeorgia #tbilisi #caucasus #дружбанародов #вдохновение


#inspiration #parajanov #caucasus #georia #armenia #сергейпараджанов #кавказ #вдохновение




შეიხა მოზა ბინ ნასერ ალ მისნედი - მას არაბ გრეის კელიდან მოიხსენიებენ
კატარის ამირას - შეიხ ჯამადის მეორე ცოლია, ეგვიპტის პრეზიდენტ ნასერ აბდულა ალ-მისნიდის ქალიშვილია. ის 18 წლის გააყოლეს ცოლად პრინცს ჰამად ბინ ჰალიფ ალ-ტანის, რომელიც დღეს ქვეყნის მმართველი შეიხია.

ტრადიციის მიხედვით მის მეუღლეს კიდევ 2 ცოლი ყავს, თუმცა სწორედ მოზა მიიჩნევა ქვეყნის პირველ ლედიდ, რომელიც ქვეყანაში სიახლის შემომტანი და მისაბაძი მაგალითია. ის პირველად გამოჩნდა ხალხში პირბადის გარეშე, რითაც ისლამური ეტიკეტი დაარღვია, თუმცა ამის გამო არ გაიკიცხა. მას ჩაცმის და თვითგამოხატვის უნიკალური სტილი აქვს, რომელსაც ჭეშმარიტი სარწმუნოების ტრადიციებს შესანიშნავად უხამებს. განუმეორებელია მისი ჩალმის ტარების სტილი. მოზა ბინ ნასერ ალ მისნედი არაერთხელ დასახელდა მსოფლიო მოდური და გავლენიანი გამოცემების მიერ ყველაზე ელეგანტურ ქალბატონად.








Category: Georgians / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top