16 June 2015      Tatia_M.     Views 6 043    
Category: Georgians



წყალდიდობა თბილისში

13 ივნისის ღამე მთელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი თბილისისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შედაგად მდინარე ვერე ადიდდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. სტიქიას სამწუხაროდ მოჰყვა მსხვერპლი. დაღუპულია 15 მდე ადამიანი, რამდენიმეს კი ამ დრომდე ეძებენ. ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

სტიქიის შედეგად განადგურდა თბილისის ზოოპარკი და ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. დაიღუპა და უსახლკაროდ დარჩა ასევე უამრავი ცხოველი. ისინი ძალიან საჭიროებენ ჩვენს დახმარებას.


ორი დღეა დატბორილ ადგილებზე არ წყდება ხალხის ნაკადი, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ შექმნილი სიტუაციის განმუხტვას. ამ მძიმე დღეებში გასაოცარი სანახავი იყო ათასობით ადამიანის მიერ გამოხატული თანადგომა და სოლიდარობა.



ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ვერემ კალაპოტი გადმოლახა და მიმდებარე ხეობა დატბორა, რის გამოც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა თბილისის ზოოპარკი. სამწუხაროდ სტიქიამ ზოოპარკის 3 თანამშრომელი იმსხვერპლა. სამაშველო და საძიებო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გრძელდება ტერიტორიის გასუფთავება. თბილისის ზოოპარკის ბინადრების 50%-ზე მეტი დაიხრჩო. ნაწილმა ტერიტორიიდან გასვლა შეძლო. მათ შორის იყო ჰიპოპოტამი, რომლის იმობილიზაცია და ზოოპარკში დაბრუნება გუშინვე მოხერხდა.

ამჟამად ზოოპარკში იმყოფება ყველა თანამშრომელი და აგრძელებენ როგორც გადარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობასა და რეაბილიტაციას, ასევე ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში. ზოოპარკში მობილიზებულია ასობით მოხალისე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ტერიტორიის გასაწმენდად.




უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი,რომელიც სტიქიამ მთლიანად გაანადგურა. სამწუხაროდ გადარჩენილი ძაღლები ღია ცის ქვეშ დარჩნენ და აუცილებლად საჭიროებენ ჩვენს დახმარებასა და თანადგომას. უმრავლესობა მათგანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს,რაც თავშესაფრის და საჭირო მედიკამენტების გარეშე კიდევ უფრო რთულდება.



#13ივნისი

























Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top