19 July 2015      ANGEL     Views 2 656    
Category: Georgians / ART



International Art Festival Utsera 2015
საერთაშორისო არტ ფესტივალი "უწერა 2015"

27.07.2015. - 05.08.2015

საერთაშორისო "არტ პროექტი უწერა" მიზანია ხელი შუწყოს ქართული კულტურის, ბუნების პოპულარიზაციას და უკეთ წარმოაჩინოს იგი. 2015 წლის 27 ივლისი - 5 აგვისტოს, ჩატარდება საერთაშორისო არტ ფესტივალი უწერა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ამგვარი საერთაშორისო პროექტი საქართველოში პირველად ტარდება. საერთაშორისო ფესტივალი დაკომპლექტებულია პროფესიონალი არტისტებით, არქიტექტორებით, დიზაინერებით, ფოტოგრაფებით , ხელოვანებით. ფესტივალის მსვლელობისას გაიმართება პლენერი უორქშოფი, მოიხატება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის ფასადები, მოეწყობა ფოტო კონკურსი (ტურიზმი, მარკეტინგი, ბუნება) ჩატარდება გამოფენა/დაჯილდოება.

‘’ საერთაშორისო არტ ფესტივალი უწერა -’’არტ პროექტის პირველი ეტაპია. ვგეგმავთ, იგი, კვლავ საინტერესოდ განვავრცოთ და ყოველ წელს ერთგვარი ტრადიციისს სახით ჩავატაროთ, მითუმეტეს, რომ ინტერესი არტისტებისგან მხრიდან უკვე მზარდია. დიდი სურვილი გვაქვს განსაკუთრებულად წარმოვადგინოთ , როგორც საქართველოს ,ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლების შემოქმედება. ამგვარი ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. მნიშვნელოვანი, საინფორმაციო-ვიზუალური დატვირთვა ექნება და შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად წარმოაჩენს ქართულ და სხვადასხვა ქვეყნების არტისტებს თუ შემოქმედთა მაღალ პოტენციალს, რაც უწერას პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.




The participant Artist:
ორგანიზატორი / კურატორი: ანა ლაღიძე

ლესია დამჩენკო - უკრაინა (მხატვარი)
დარია ბროშკოვა-ბაბიჩი - უკრაინა (მხატვარ-არქიტექტორი)
ოლღა კადიკოვა - რუსეთი (მხატვარი)
ვაჰიპ ნოვრუზოვი - აზერბაიჯანი (მხატვარი)
იოსებ კატანოვი - აზერბაიჯანი (მხატვარი)
ზეინებ ას ლიქიოსთეფენ - თურქეთი (მხატვარი)
დერვიშ ერგიუნ - თურქეთი (მხატვარი)
მარიამ გულისაშვილი - საქართველო (არქიტექტორი)
სოფო მაისურაძე - -საქართველო (არქიტექტორი)
ლელა შევჩენკო - საქართველო (მხატვარი, არქიტექტორი დიზაინერი)
ლუკა ვადაჭკორია - საქართველო (მხატვარი)
თეკლა ჭითანავა - საქართველო (სტუ ურბანისტიკის,დიზაინის, არქიტექტურის ფაკულტეტი, სტუდენტი)
რუსკა კამკამიძე - საქართველო (სტუ ურბანისტიკის, დიზაინის, არქიტექტურის ფაკულტეტი, სტუდენტი)
მიქაელ ქავთარაძე – საქართველო (ფოტოგრაფი)
ხატია ფარსმანაშვილი - საქართველო (ფოტოგრაფი)
მერაბ ცაავა – საქართველო (ფოტოგრაფი)
ანა ლაღიძე - საქართველო (მხატვარი არქიტექტორი)
ონის სამხატვრო სკოლა
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია




სწორი მენეჯმენტისა და მარკეტინგის შემთხვევაში, საერთაშორისო ფესტივალმა დიდი შემოსავალი უნდა მოუტანოს, არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ქვეყანას.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ხელოვანები, არქიტექტორები, ფოტოგრაფები, დიზაინერები, მატვრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე სტუდენტები, პროფესორები, ონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია.

ფესტივალის ჩატარებით საერთაშორისო საზოგადოებას საშუალება მიეცემა დაწვრილებით გაეცნოს ქართულ კულტურას და საქართველოს მთიანი რეგიონების კერძოდ უწერას პოტენციალს.









Category: Georgians / ART
Tags:

Share it
Comments
Back to Top