13 October 2015      Tatia_M.     Views 7 567    
Category: Georgians / for ANGEL.ge

It Girl ანი  ფხაკაძე

ქართველი It Girl ანი ფხაკაძე თავისი გამორჩეული და დახვეწილი სტილის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი გოგოა თბილისში.სითის CoverGirl მალე ახალ სტატუსს მოირგებს და საკუთარი ბლოგით საზოგადოების წინაშე წარსდგება.

დიდი ხანი ცხოვრობდი ამერიკაში, როგორ შეგცვალა ამ პერიოდმა და რა ახალი თვისებები აღმოაჩინე შენს თავში?

ამერიკაში ცხოვრებამ ძალიან შემცვალა, ახლა რომ ვუკვირდები სულ სხვა ადამიანი ვიყავი ხუთი წლის წინ და სულ სხვა ვარ ახლა.ბევრად უფრო მოტივირებული და შრომისმოყვარე გავხდი.შევიძინე ძალიან ბევრი უცხოელი მეგობარი,რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს ცხოვრებაში. ვისწავლე დროის დაფასება,იქ ყველას ყველგან ეჩქარება,მუდმივად საქმით არიან დაკავებულები და მეც ესეთი გავხდი. როცა უსაქმოდ ვარ სულ იმაზე ვფიქრობ,რომ დრო მეკარგება და ვცდილობ საქმე გამოვნახო ხოლმე.

It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე


როგორი სტილის სამოსს ანიჭებ უპირატესობას? საყვარელი დიზაინერი და აქსესუარები?



გააჩნია ხასიათს,მაგრამ ძირითადად სთრით სთაილი მაცვია. იყო დრო როცა არ ვაქცევდი ყურადღებას სამოსი კომფორტული იყო თუ არა, თუ ლამაზი იყო ვიცვამდი. მაგრამ მას შემდეგ რაც ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად,ჩემთვის პრიორიტეტი კომფორტი გახდა და ისე შევეჩვიე სხვანაირად არც წარმომიდგენია. მიყვარს და მიხდება ის სამოსი,რომელშიც თავს კარგად ვგრძნობ. ძალიან მიყვარს Alexander Wang,Stella McCartney, საყვარელი აქსესუარი კი არის საათი და სათვალე.


It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე


ხშირად მოგზაურობ, რომელია შენი საყვარელი ქვეყანა და რატომ?

ყველაზე რთული კითხვაა ჩემთვის,რადგან ყველა ქვეყანა თავისებურად მიყვარს. საყვარელი ქალაქი ნიუ-იორკი და ლონდონია (ორი ქალაქი სადაც მინდა მომავალში ვიცხოვრო). ვგიჟდები აზიაზე, შემიძლია ვთქვა,რომ ჰონგ კონგი და შანხაი ჩემთვის გასაოცარი ქალაქები იყო.


It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე


როგორ აღმოჩნდი ჟურნალ სითის გარეკანზე ?


ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა, ამერიკიდან ჩამოვედი,როცა ეკა ხოფერიამ დამირეკა და დავიწყეთ გადაღებები. ამ ზაფხულს ხშირად მიწევდა საქართველოდან გასვლა და ისე გამოვიდა სითი ჩემი ქავერით,რომ გაანალიზებაც კი ვერ მოვასწარი. ძალიან კმაყოფილი ვარ, ხალისიანი ფოტოსესიები გვაქვს და ძალიან მიყვარს სითის გუნდი. მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო პროექტებს ვგეგმავთ.

It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე

ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ხარ, რა შეგიძლია გვითხრა მათზე?


ჩემს ოჯახის წევრებთან საოცრად თბილი ურთიერთობა მაქვს. ძალიან შეკრული ოჯახი ვართ,ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობრები დედა და მამა არიან. ძალიან მიყვარს მათთან ერთად მოგზაურობა, ყველაზე კარგად ვერთობით. რთულია ჩვენი ოჯახის წევრი იყო და შენთვის ოჯახი პირველ ადგილზე არ იდგეს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა,რომ დროებით საქართველოში დავბრუნებულიყავი და ჩემებთან ვყოფილიყავი.

It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე

დაინტერესებული ხარ მოდის სფეროთი,ხომ არ აპირებ საკუთარი ბლოგის გაკეთებას?


სხვათაშორის ჩემი ბლოგი სულ რამდენიმე დღეში იქნება მზად პუბლიკისთვის. უცხოელმა მეგობრებმა მომაწოდეს ამის იდეა და მეც მოვსინჯე. რამდენიმე თვეა ამ ბლოგზე ვმუშაობ და სულ ცოტაც დამრჩა. ეს უფრო უცხოელებზე გათვლილი ბლოგი იქნება ინგლისურ ენაზე, ვაპირებ ბევრ სხვა პროექტზე მუშაობას როდესაც ნიუ-იორკში დავბრუნდები.


როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი რამდენიმე წლის შემდეგ?


არვიცი, საერთოდ ძალიან სპონტანური ადამიანი ვარ, ვიცი რომ ჩემთვის წინასწარ დაგეგმვას აზრი არ აქვს, შეიძლება ერთ დღეს თავში რაღაც გადამიტრიალდეს და სულ სხვა რაღაც გავაკეთო,თუმცა ახლა ძალიან ბევრს ვმეცადინეობ და ვემზადები GMAT _ის გამოცდისთვის რომ მაგისტრატურაზე წავიდე.ასე რომ ცოტა ხანში გავემგზავრები ნიუ-იორკში სასწავლებლად და შემდეგ რა იქნება მართლა არ ვიცი.


It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე

It Girl ანი  ფხაკაძე

Category: Georgians / for ANGEL.ge
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top