1 December 2015      TataNakani     Views 23 542    
Category: Georgians / for ANGEL.ge / Luca Polare



დღიურის მომდევნო სტუმარი ალტისტი გიორგი ცაგარელია!

- რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება. საინტერესო სტუმრის დღიურში მკითხველი მისი შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ შეიტყობს. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, მუსიკაა, მაშინ როდესაც გია ყანჩელი მას #1 ალტისტად ასახელებს, სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა.

Angel.ge-ს მკითხველს წინ გიორგი ცაგარელის დღიური ელის!



ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია

- რომ არა გიორგი ცაგარელი, ვიქნებოდი...
- გიორგი ცაგარელი- ფეხბურთელი.
- ჩემი პიროვნება რამდენიმე სიტყვით რომ დავახასიათო...
- რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი, ემოციური.
- ჩემი ცხოვრება 10 წლის შემდეგ წარმომიდგენია...
- შვილთან ერთად.


- ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო გარემოა...
- იქ სადაც კამათობენ.
- ხელოვანი ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ამის გარეშე...
- საკუთარი თავის რწმენის გარეშე.
- სიმღერა, რომელიც არ მბეზრდება...
- Led Zeppelin- Since I've been loving you


- ნაწარმოების შესრულების პროცესი რომ აღვწერო...
- არამატერიალურ სამყაროსთან კონტაქტი, ლოცვა.
- ალტი არის...
- ოცნებების ასრულების რეალური მექანიზმი.
- გავლენა ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე მოახდინა...
- ძველმა ფირფიტებმა.


- სუპერ ძალა რომ მქონდეს...
- თითოს ერთი მოსმით გავაქრობდი თბილისის ყველა მახინჯ შენობას!
- გიორგი ცაგარელის ბიოგრაფიული წიგნის ბოლო ფრაზა იქნებოდა...
- ...რამდენ რამეს შევცვლიდი...
- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც დაუსვამთ...
- კლასიკური მუსიკის კონცერტებზე დადიხარ?


- ჩემთვის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნიშნავს...
- ისეთივე უმნიშვნელოვანესი რამაა, როგორც სიყვარულის განცდა, როგორც საკვების მიღება, ძილი, წიგნის კითხვა და მუსიკის მოსმენა!
- გიორგი ცაგარელის დღიურის ბოლო ფრაზა იქნება...
- სხვას ნუ უყურებ, იმოქმედე!


დღიური უერთდება აქციას „მე ვეხმარები SOS ბავშვთა სოფელს“ და ჩვენს სტუმართან ერთად მოვუწოდებთ ყველას შემოგვიერთდნენ. საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი უკვე 20 წელზე მეტია ეხმარება მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და ამ რისკის წინაშე მყოფ ბავშვებს. #soschildrensvillagegeorgia, #WeSupportSOS.
დამატებითი ინფორმაცია კამპანიის შესახებ - http://lucapolare.com/Wristlet/Index
დღიური
ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
მასპინძელი - კაფე-სანაყინე Luca Polare.
თბილისი, ლესელიძის ქ. 34, ერისთავის ქ. 12, პეკინის გამზირზე 7ა, აღმაშენებლის გამზირის 125
Tel: 0322 38 08 02
www.facebook.com/LucaPolareOriginal

Category: Georgians / for ANGEL.ge / Luca Polare
Tags:

Share it
Comments
Back to Top