19 December 2015      TataNakani     Views 21 714    
Category: Georgians / for ANGEL.ge / Luca Polare


დღიურის სტუმარია მუსიკოსი სოფი ვილი!
კაფე-სანაყინე Luca Polare-მ პროექტის სტუმარსა და Angel.ge-ს გუნდს გვიმასპინძლა.
დღიურის კითხვებს სოფიმ ამომწურავი და საინტერესო პასუხები გასცა. მკითხველისთვის სოფის დღიურში მისი განსხვავებული მხარე წარმოჩინდება. დღიურის ერთგულ მკითხველებს ჩვენი სტუმრების ხელწერის ხილვის საშუალებაც აქვთ. დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. იხილეთ სოფი ვილის დღიური, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.


ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია

- რომ არა სოფი ვილი, სიამოვნებით ვიქნებოდი...
- ვეშაპი.


- ჩემთვის ბედნიერებისა და კომფორტის მთავარი ელემენტია...
- მუდმივი მოძრაობა, საყვარელი საქმის კეთება, ბევრი მოგზაურობა, ახალი სივრცეების შემეცნება, საყვარელი ადამიანების ბედნიერება.
- ჩემთვის ყველაზე საინტერესო და უინტერესო სივრცეებია...
- ყველაზე საინტერესო- ბუნება ( მთა, ტყე, ზღვა), ყველა ის ადგილი, სადაც შეიძლება თავისუფლად სუნთქვა.
- უინტერესო- ზედმეტად ხმაურიანი, ბნელი, ხალხმრავალი ადგილები.
- მუსიკის შექმნის პროცესი რომ აღვწერო...
- თავისუფლების საოცარი შეგრძნებაა, საკუთარ სივრცეში ხარ...
არ გრძნობ თავს მარტოდ, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ხარ. დროის აღქმას კარგავ.



- მუსიკა, რომლის ავტორიც ვიქნებოდი...
- ბევრი ნაწარმოებია ისეთი, რომელიც გამახარებდა, ჩემი რომ ყოფილიყო, მაგრამ ალბათ ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს უნარი საკუთარი მუსიკა შევქმნა.
- შთაგონების წყარო და მთავარი მიზანი არის...
- ცხოვრება და მისი ყოველი წამი. ყოველ ნაბიჯზე ვცდილობ დავინახო და შევნიშნო რაღაც ახალი, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი. მთავარი მიზანია, პირველ რიგში, მოველაპარაკო საკუთარ თავს, ვიპოვო ბალანსი. მინდა ვიყო ბედნიერი და გარშემომყოფებს ვაბედნიერებდე.


- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც სულ მახსოვს...
- რაც არ ხდება, ყოველთვის უკეთესობისთვის ხდება.
- სოფი ვილის ბიოგრაფიული წიგნის ბოლო ფრაზა იქნებოდა...
- ... So it goes...

- დღეს Luca Polare-ში თავს ვგრძნობ...
- წვიმიანად.


- ჩემთვის ქველმოქმედება ნიშნავს...
- ზრუნვას უანგაროდ.


დღიური უერთდება აქციას „მე ვეხმარები SOS ბავშვთა სოფელს“ და ჩვენს სტუმართან ერთად მოვუწოდებთ ყველას შემოგვიერთდნენ. საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი უკვე 20 წელზე მეტია ეხმარება მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და ამ რისკის წინაშე მყოფ ბავშვებს. #soschildrensvillagegeorgia, #WeSupportSOS.
დამატებითი ინფორმაცია კამპანიის შესახებ - http://lucapolare.com/Wristlet/Index
დღიური
ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
მასპინძელი - კაფე-სანაყინე Luca Polare.
თბილისი, ლესელიძის ქ. 34, ერისთავის ქ. 12, პეკინის გამზირზე 7ა, აღმაშენებლის გამზირის 125
Tel: 0322 38 08 02
www.facebook.com/LucaPolareOriginal


Category: Georgians / for ANGEL.ge / Luca Polare
Tags:

Share it
Comments
Back to Top