19 January 2016      TataNakani     Views 60 273    
Category: Georgians / for ANGEL.ge / Luca Polare


დღიურის მკითხველს საახალწლოდ საინტერესო, გამორჩეული და განსხვავებული დღიური მოვუმზადეთ! ჩვენი რესპონდენტი ანუკი არეშიძეა. საზოგადოება მუდმივად ინტერესდება დიზაინერის საქმიანობით. როგორც თავად ამბობს, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა ღლის, თუმცა მისი ცხოვრების პრიორიტეტი ოჯახი, საქმე და დროის სწორად გამოყენებაა. სამი ვაჟის დედა, დიზაინერი და პოლიტიკოსის მეუღლე დროს უქმად არ კარგავს. დღიურის მკითხველი დიზაინერის ხელწერას იხილავს და მის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას შეიტყობს. წინ გამორჩეული დღიური გელით!


ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია

- აღწერე საკუთარი თავის სამი სიტყვით...
- მხიარული, ჯიუტი, მიზანდასახული.
- 5 წლის შემდეგ ჩემი ცხოვრება წარმომიდგენია...
- პოლიტიკის გარეშე.
- ჩემთვის ბედნიერებისა და კომფორტის მთავარი ელემენტია...
- სიმშვიდე.


- ჩემი ცხოვრების პრიორიტეტია...
- ოჯახი, საქმე, მაქსიმალურად დროის სწორად გამოყენება.
- მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა...
- მღლის.
- ახალი სამოსის შექმნის პროცესი რომ აღვწერო...
- ყველას სძინავს სახლში, მე კი, ჩემს თავს გამოტენილი იდეებისგან ვცლი.


- ჩემი ჩვენების ყველაზე საყვარელი მომენტია...
- 3 წამი რომ გავდივარ და მადლობას ვიხდი.
- მოდის მოყვარულის მთავარი გამოწვევა და ჩვევაა...
- ფერების სწორად შერჩევა, სილუეტის მოხდენა.
- დიზაინერის ცხოვრება ამის გარეშე წარმოუდგენელია...
- მრავალფეროვნება, ნაჭერი, იდეები, საშუალება!


- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- დროის უკან დაბრუნება.
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც სულ მახსოვს...
- ეშმაკი დეტალებშია და ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე.


- დღეს Luca Polare-ში თავს ვგრძნობ...
- გემრიელად.
- ჩემთვის ქველმოქმედება ნიშნავს...
- სულიერ სიმშვიდეს.
- ანუკი არეშიძის დღიურის ბოლო ფრაზა იქნება...
- გაიღიმეთ!
ეს არის ყველაზე იაფი საშუალება რომ გამოვიყურებოდეთ კარგად :)


დღიური უერთდება აქციას „მე ვეხმარები SOS ბავშვთა სოფელს“ და ჩვენს სტუმართან ერთად მოვუწოდებთ ყველას შემოგვიერთდნენ. საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი უკვე 20 წელზე მეტია ეხმარება მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და ამ რისკის წინაშე მყოფ ბავშვებს. #soschildrensvillagegeorgia, #WeSupportSOS.
დამატებითი ინფორმაცია კამპანიის შესახებ - http://lucapolare.com/Wristlet/Index
დღიური
ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
მასპინძელი - კაფე-სანაყინე Luca Polare.
თბილისი, ლესელიძის ქ. 34, ერისთავის ქ. 12, პეკინის გამზირზე 7ა, აღმაშენებლის გამზირის 125
Tel: 0322 38 08 02
www.facebook.com/LucaPolareOriginal


Category: Georgians / for ANGEL.ge / Luca Polare
Tags:

Share it
Comments
Back to Top