;
1 აპრილი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 9433-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



IT GIRL: ქეთი ჟღენტი
საქმიანობა: მოდელი, 17 წლის

KATIE JGENNTI © MADE FOR WALKING
Instagram: @Katie Jgennti
10.6k followers



ქეთი ჟღენტი "ის თბილისელი გოგოა" რომელიც ამჟამად ყურადღების ცენტრშია მისი ვიზუალიდან, საქმიანობიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. 17 წლის ქართველ მოდელს ხშირად იხილავთ ქართველი ფოტოგრაფების ობიექტივში, ცნობილი დიზაინერებისა და ბრენდების კამპანიებში, ცოტა ხნის წინ მან წარმოადგინა MORE IS LOVE-ს კატალოგი და საქართველოს ფარგლებს გარეთაც იყო დაკავებული სამოდელო საქმიანობით, თუმცა ამჟამად სასწავლო წლის გამო უწევს საქართველოში დარჩენა. ქეთი აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა [10.6k followers], მისი და მისი მეგობრების ფოტოებს instagram-სა და phhhoto-ზე მრავალი ადევნებს თვალს.
Phhhoto: Katiejgenti / Snapchat: KatieJgenti




IT GIRL: ქეთი ჟღენტი
www.angel.ge-სთვის
ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე
facebook.: Anna Batsikadze Photography



ენჯელ.ჯი ქეთის ესაუბრა ცხოვრების სტილზე: სამოდელო კარიერასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე:
ჩემს გარშემო ძალიან ბევრი მოდელია - დედა, ნათლიები, მეგობრები და ალბათ მეც ამიტომ გადავწყვიტე ამ სფეროში მოღვაწეობა. მოდელობა 14 წლის ასაკში დავიწყე, მაშინ პირველად გამოვედი ERMANNO SCERVINO-ს შოუზე, რომელიც დავხურე და აქედან დაიწყო ყველაფერი. სიმართლე გითხრათ ჩემს ოჯახს ურჩევნია ვისწავლო ვიდრე ვიმოდელო, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ჩემს გადაწყვეტილებასაც პატივს ცემენ.

საქართველოში სამოდელო სფერო სამწუხაროდ ძალიან ჩამოუვარდება სხვა ქვეყნებს, იქ სულ სხვა სამყაროა. მოდელობას არ აღიქვამენ როგორც პროფესიას, მოდელობა არის ჩემთვის ერთგვარი ჰობი და საყვარელი საქმე, ხოლო პროფესია უფრო სხვა რამეა.



საერთოდ ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, ალბათ ეს იმან განაპირობა რომ 14 წლის ვიყავი როდესაც მარტო, 3 თვე ვიცხოვრე პარიზში. მოგზაურობით ხშირად ვმოგზაურობ, მოგზაურობაზე მეტად არაფერი მიყვარს, მაგრამ სწავლის გამო ახლა ვერ ვახერხებ საქართველოდან წასვლას, რადგან გამოცდები მაქვს უამრავი და მიწევს ბევრი მეცადინეობა. სამომავლოდ ვაპირებ სასწავლებლად წასვლას და შეძლებისდაგვარად იქ მოდელობას. ჩემს პროფესიას - მოდელობას ალბათ სწორედ საქართველოდან წასვლა და ამ სფეროში ინტენსიურად მუშაობა განავითარებდა, რასაც სამწუხაროდ ახლა ვერ ვახერხებ. დამწყებ მოდელებს ვურჩევდი, რომ თუ მოდელობა აქვთ პროფესიად არჩეული, წავიდნენ კარგ სააგენტოში და კარგ ქვეყანაში, რაც შეიძლება დიდი ხნით და იქ განაგრძონ თავიანთი კარიერა.




მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფით
მიზანი ალბათ არის ის, რომ მივაღწიო წარმატებას და ვიამაყო ჩემი თავით,
არ აქვს მნიშვნელობა ეს სამოდელო სფეროში იქნება თუ ბიზნეს სფეროში.





⊙ Idol: რომელიც შთაგაგონებთ და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს:
ჩემი საყვარელი მოდელი და მისაბაძი ადამიანი არის მოდელი ნატალია ვოდიანოვა.

top 5 person/account სოც. ქსელში, რომელთაც ადევნებთ თვალს:
Natalia Vadianova, Lena Perminova, Fashiontomax, FashionTV და ალბათ Kardashians/Jenners.

ANGEL: სოც.ქსელში, ინსტაგრამზე მრავალი ფოლოუერი გყავთ (10.4k) და ღია პროფილს აწარმოებთ, როგორ აკონტროლებთ კონტენტს, რომელსაც ასეთ მრავალრიცხოვან აუდიტორიას უზიარებთ და თუ უწესებთ თავს შეზღუდვებს:
ჩემი სამოდელო კარიერიდან გამომდინარე, არ ვუწესებ თავს შეზღუდვებს ფოტოების მხრივ, მაგრამ ვცდილობ არ დავპოსტო ისეთი რამ რაც საზოგადოებას გააღიზიანებს.


@Katie Jgennti © onInstagram: “HK is LOVE💙


შოპინგი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ფეხსაცმელების ყიდვა მიყვარს, რომელსაც ძირითადად საზღვარგარეთ ან საქართველოში FASHION HOUSE-ში ვყიდულობ. სპორტულებიდან ძალიან მომწონს Adidas-ი. ყოველდღიური ტანისამოსისთვის KENZO. ასევე ქართველი დიზაინერებიც მომწონს, გამოვყოფ დალოოდს და ანუკის. ხოლო, ჩანთებს ვყიდულობ საზღვარგარეთ.

თუ თვლით, რომ გაქვთ ჩამოყალიბებული სტილი, და როგორ აღწერდით საკუთარ ჩაცმის სტილს:
განსხვავებული სტილი მაქვს თქო ვერ ვიტყვი. ვიცმევ ხასიათის შესაბამისად. მიყვარს სპორტული სტილიც, კლასიკურიც არვიცი ხასიათს გააჩნია. მაგრამ ძალიან არ მიყვარს ვულგარულად შემოსვა.



ფეიჯი, საიტი თუ ჟურნალები, საიდანაც ეცნობით მოდის ტენდენციებს:
ძირითადად ყველა ინფორმაციას მოდის შესახებ Instagram-იდან ვიღებ.

3 must have გაზაფხულის სეზონისთვის:
ასე ვთქვათ ხელებ-დახეული მაისური, ადიდასის "Stan Smith" ფეხსაცმელი და ბარხატის ფერადი შარვლები.❞



top 5 make-up ბრენდი:
ESTEE LAUDER, MAC, DIOR და CHANEL.

როგორ ინარჩუნებთ ფორმას; სპორტის რა სახეობებით ხართ დაკავებული:
ფორმის შესანარჩუნებლად დიეტა არასდროს დამჭირვებია, რადგან არასდროს ვსუქდები. უბრალოდ ფორმების გასაუმჯობესებლად და მკვრივად ყოფნისთვის დავდივარ ჩოგბურთზე და ტრენაჟორებზე. ჩოგბურთზე დავდივარ 9-წელია და ჩემი საყვარელი სპორტია. სხვათაშორის ადრე ჩოგბურთელობას ვაპირებდი.

top 3 სიმღერა ამჟამინდელი პლეილისტიდან:
► Miami Horror - Sometimes;
► Amine Edge, Dance - Going To Heaven;
► Rihanna - Work.




✉ top 3 წიგნი/ნოველა:
Jane Austen - სიამაყე და ცრურწმენა;
Scott Fitzgerald - ნაზია ღამე;
Guy de maupassant - ლამაზი მეგობარი.


საყვარელი ადგილი თბილისში: რომელსაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვსტუმრობთ არის კაფე CECILIA.
საყვარელი TV შოუ: Gossip Girl.
საყვარელი ბრენდი: Chanel, Louis Vuitton და Kenzo.
top 5 app: Whatsapp, Snapchat, Phhhoto, Periscope და iVideo.

IT GIRL: ქეთი ჟღენტი
www.angel.ge-სთვის
ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე
facebook.: Anna Batsikadze Photography



კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags:

0





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top