12 იანვარი 2011      Mari__Angel     0 კომენტარი     ნანახია 23523-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები




ქართული სამოსელი - ჩოხა

სიტყვა ჩოხა კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ქვეყნების ენებში გვხვდება.
ასე მოიხსენიებენ მოსაცმელი სამოსელის შალის ქსოვილს - საჩოხეს.

ჩოხა - შესამოსელი კაბაა, რომელიც ქართული სამოსელის ერთერთი მკაფიო მახასიათებელია.

გულმკერდზე საწამლე, მკვეთრად გამოკვეთილი წელი, სამასრეები, ქამარზე იარაღის დასტები, კაბის თავისუფალი ტოტები...
ჩოხის შიგნით კი სპეციალურ პერანგს იცმევდნენ, რომლის საყელოც ფიქსირებული იყო.


ეროვნული ტანსაცმლის მაღაზია ”სამოსელი პირველი”




ვიცით, რომ ის კავკასიიდან შემოვიდა მე-17 მე-18 საუკუნეებში

კავკასიური ტიპის ჩოხა
- ტანზე მჭიდროდ იყო შეკერილი, გამოკვეთდა მამაკაცის მხარბეჭს და წელს. მკერდის ორივე მხარეს სამასრეები ქონდა.
წელს ვერცხლის დეტალებით მდიდრულად შემკული ქამარი უმშვენებდათ.



ჩოხა ეროვნული სამოსის სახეს იღებს მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დამდეგისთვის.




გრძელი ჩოხა პირველად მეგრელებმა მოირგეს. ის მე-19 საუკუნისთვის სამეგრელოს და სვანეთის თავადების გარდერობში უკვე
კარგად გათავისებული სამოსელი იყო. შემდეგ კი იმერეთშიც შემოვიდა ჩოხა, ის უფრო მოკლე იყო სიგრძეში და შარვლის და პერანგის მკლავები ჩანდა.



1-2 მეგრელები და გურულები; 3-6 იმერლები; 8-9 აჭარლები

ქართლ-კახეთში
ჩოხა აქტიურად არ მიუღიათ. გრძელი ჩოხა არც გავრცელებულა. ქართლ-კახური ჩოხა - სიგრძით მუხლებს ფარავდა,
მკერდი სამხუთხა ფორმით ქონდა ამოჭრილი, რომელიც ახალუხს აჩენდა. ძირითადად უსარტყლოდ ატარებდნენ.


1-ქართლელი გლეხი; 2-მოქალაქე ხელოსანი; 3-მოქალაქე ვაჭარი; 4-7 მაღალი წოდების ქართლელები და კახელები; 8-9 ინგილოები


მთიანმა რეგიონმა კი ჩოხას თავისებული ხიბლი მისცა
ხევსურული - მოკლე, უღილკილო. გულმკერდზე ონრამენტული ნაქარგით, ჯვრებით.


1-2 თუშები; 3-6 ხევსურები; 7 სვანი; 8-10 რაჭველები



წყარო: alanazi.ge, mtavari.ge, forum.archangels.ge





გურიელი ცხენოსნები



ძმები გურიელები (გურულები) | თუში ჩოხაში




მეგრული ჩოხა



ხევსურები



ქართლ-კახელები



სვანები (გელოვანები)

მართალია ქალის სამოსელს არ წარმოადგენდა ჩოხა, მაგრამ დღეს სტილიზირებული ფორმით
მრავლად შეხვდებით ჩოხის ქალურ ვარიაციას. განსაკუთრებით კი სუხიშვილების ცეკვებში



ქართველი ქალის ტრადიციული სამოსი კი ასე გამოიყურებოდა:








ჩოხის პოპულარიზაცია XXI საუკუნეში

ჩოხას მე-20 საუკუნის 20-იანის წლების შემდეგ ვეღარ შეხვდებოდით, რაც სოციალისტურმა წყობამ გამოიწვია.

რამოდენიმე წლის წინ კი დაიწყო ქართული სამოსელის - ჩოხის გაცოცხლება. მოიძიეს და აღადგინეს ქართული ტრადიციები,
შეასწავლეს ისინი თერძებს და შეეცადნენ ეს დავიწყებული სიბრძნე გაეხსენებინათ.

დღეს კი ჩოხის პოპულარიზაცია ხდება. ქართველ ელჩებს უცხოეთში ოფიციალურ შეკრებებზე ქართული ნაციონალური სამოსის ტარება ევალებათ.
საქართველოშიც მრავლად შეხვდებით დღესასწაულებზე ქართველ მამაკაცებს ჩოხა-ახალუხით.



იან ჯილანი (Deep Purple -ის წევრი) რომელმაც 1990 წელს საქართველოში იქორწინა ქართული ჩოხით

დღეს კი ქართული ჩოხის პოპულარიზაციის კიდევ ერთი ტალღა დაიძრა და ის ამჯერად აპირებს ქართველი მანდილოსნების აყოლიებას.

თუკი გავიხსენებთ სილამაზის კონკურსებზე ქართველი ლამაზმანები ეროვნული სამოსის კონკურსზე უკვე რამოდენიმე წელია ჩოხის დეტალებით გაფორმებულ სტილიზირებულ კაბებს წარმოადგენენ და დიდ მოწონებას იმსახურებენ.

ნანუკა გოგიჩაიშვილი Miss Universe 2009 -ზე ნაციონალური კოსტუმი ხევსურული დეტალებით
გვანცა დარასელია Miss Universe 2008 - ტრადიციული ჩოხის სტილში





რამოდენიმე წლის წინ ქართული ჩოხის ტარება მიუღებელი იყო, დღეს კი ვფიქრობ საამაყოა.
ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია. რითი შეიძლება მსოფლიო მოდის გაკვირვება როდესაც შოტლანდიური კილტი, იაპონური კიმონო და ბელორუსიული წითელ-თეთრ ორნამენტული კაბები და თავშალები მთელმა მსოფლიომ გაიცნო ლეიდი გაგას სტილთან და ნიკი მინაჯის ვარცხნილობასთან ერთად?

ჟურნალ სითის ახალი ნომერი სწორედ 'ჩოხოსან ქართველ მანდილოსნებს' დაეთმოთ




თქვენ დღევანდელი თაობა როგორ ფიქრობთ: სამარცხვინოა თუ საამაყოა ქართული ტრადიციული სამოსის ტარება?
რამდენად მიესალმებით ჩოხის და სხვა ეროვნული სამოსის პოპულარიზაციას მათი გათანამედროვების ხარჯზე?
თქვენ თუ მოირგებდით ქართულ ნაციონალურ სამოსელს?

კატეგორია: ქართველები
Tags:

0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ART ANGEL: ლევან აბრამიშვილი
    Op-Art ჟანრში ხატავს, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.
  • ნუკი კოშკელიშვილი = 5 LOOKS
    მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს პუბლიკის გამახვილებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
  • "მის საქართველო" ანა ზუბაშვილი - 5 LOOKS
    ჩაცმის სტილი დიადემით და დიადემის გარეშე - როგორც ერთი თბილისელი, 20 წლის სტუდენტი გოგონა
  • ანუკი არეშიძე - 5 LOOKS
    "განტვირთვა - ოჯახი და ახლო მეგობრები, ან სრულიად მარტო. თუ მნახეთ კაფეში მარტო არ იფიქროთ, რომ მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა."
  • ART ANGEL: თეო კოხოძე
    „ჩემი სახელოსნო - "პირადი ოდისეაა", სივრცეა სადაც დრო ჩერდება, რჩები მარტო, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. “
  • ნინა სუბლატი - 5 LOOKS
    ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks
Back to Top