;
26 თებერვალი 2011      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 6685-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, Georgian Fashion Week



საქართველოს მოდის კვირეული, მალე.


31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით საქართველოს მოდის კვირეული გაიმართება, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდება. მოდის კვირეულზე შემოდგომა-ზამთარი 2011/12 წლის კოლექციებს წარმოადგენს 16 ქართველი (+ newcomers) და 4 უცხოელი დიზაინერი. საქართველოს ეწვევიან მსოფლიო მოდის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები: მოდის კრიტიკოსები, ჟურნალისტები, რედაქტორები, PR მენეჯერები და დიზაინერები.





საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთდღიანი ფესტივალი A Shaded View of Fashion Film, რომელსაც თავად დამაარსებელი დაიან პერნე წარადგენს, რომელიც ცნობილი და გავლენიანი პერსონაა მოდის სფეროში. Diane Pernet




მოდის კვირეულს გახსნის ცნობილი ფრანგი კოლექციონერი ბასტიენ დე ალმეიდა ვიტნაჟის სტილის კოსტუმების გამოფენით. Bastiendealmeida Bda
საქართველოს მოდის კვირეული უკვე შევიდა ოფიციალურ კალენდარში და თარიღიც მოდის კვირეულების განრიგის მიხედვით დაინიშნა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოდის კვირეული ოფიციალურ რანგზეა.



GFW ოფიციალური მხარდაჭერი ინტერნეტ სივრცეში იქნებიან ინტერნაციონალური საიტები TheFashionInsider.com და ModemOnline.com




Georgian Fashion Week
-ის მიზანია ქართული მოდისა და კულტურის მეშვეობით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია და ინტეგრაცია მსოფლიო მოდის ბიზნესში. საქართველოს მოდის კვირეული უკვე მესამედ ჩატარდება. წინა მოდის კვირეულში მონაწილეებმა უკვე გამოთქვეს სურვილი კვლავ ეწვიონ საქართველოს და გაეცნონ სიახლეებს ქართული მოდის სფეროდან. თუკი თვალს მიადევნებდით უცხოურ პრესას დააფიქსირებდით, რომ საგრძნობლად იმატა ინტერესმა საქართველოს რეგიონის მიმართ. მრავალმა საიტმა თუ ჟურნალმა გააშუქა საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერების, მოდელების და ჩვენი ქვეყნის შესახებ. დაიწერა უამრავი საინფორმაციო სტატია და დღეს უკვე გვაქვს საშუალება ქართული ნაწარმი მსოფლიო ბაზარზე გავიტანოთ, ჩვენი სიახლეები პერიოდულად მივაწოდოთ უცხოურ პრესას, რომლებიც უკვე კარგად გვიცნობენ.

GFW ss11 დახმარებით დიზაინერმა ქეთი ჩხიკვაძემ და მოდელმა ქრისტინე ძიძიგურმა პარიზიდან მიწვევა მიიღეს და უკვე წარდგნენ პარიზის მოდის კვირეულზე. Keti Chkhikvadze Fashion House მოაწყო შოურუმი პარიზში და ავთანდილთან ერთად შექმნილი კოლექცია წარადგინა ყაზახსტანის მოდის კვირეულზე.



Keti Chkhikvadze & Avtandil, Kazakhstan Fashion Week, Spr-Sum2011



ქრისტინე ძიძიგური On Aura Tout Vu კოლექციის ჩვენებაზე



როგორც ავღნიშნეთ, საქართველოს მოდის კვირეულზე 16 ქართველი დიზაინერი წარადგენს შემოდგომა-ზამთარი 2011-12 წლის კოლექციას. ესენი იქნებიან ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი დიზაინერები:

აკა ნანიტაშვილი, ანუკა ქებურია, ატელიე ინფორმალი
- ლელა ელოშვილის და თეონა გარდაფხაძის დუეტი, გოგა ნიქაბაძე, გიორგი ფანცულაია, ქეთი ჩხიკვაძე, L.K. ლელა კულიანი, თათა ნიკოლაიშვილი, ZENKA & MARI, ზალიკო ბერგერი, თამარა კოპალიანი "პეპელა", Gola, მოდის სახლი MATERIA, ჯორჯ ამირეჯიბი, დათუნა სულიკაშვილი, მოდის სახლი LAURA


და უცხოელი დიზაინერები:

Marco Corso
მილანიდან, Andre Tan უკრაინიდან, ფახრია ხალაფოვა ბაქოდან და Bastien de Almeida თავისი კოლექციის გამოფენით.
მასტერკლასებს ქართველი დიზაინერებისთვის გამართავენ Tranoï წარმომადგენლები.







Georgian Fashion Week - AW 11-12


საქართველოს მოდის კვირეულის რებრენდინგი მოხდა, შეცვალეს ლოგო და განაახლეს საიტი. fashionweek.ge რიგით მე-3 GFW თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ აკადემიურ თეატრში ჩატარდება. სულ საქართველოს მოდის კვირეული 20 ჩვენებას უმასპინძლებს, რომელსაც 15 000-ზე მეტი მოწვეული სტუმარი და 130-ზე მეტი აკრედიტირებული პრესის წარმომადგენლები დაესწრებიან.


გადავავლოთ თვალი, რა რეცენზიები მოყვა GFW წინა სეზონებს მსოფლიო პრესაში

პირველი მოდის კვირეულის შესახებ
ინტერნაციონალური მედია და მოდის კრიტიკოსები დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს საქართველოში მიმდინარე პირველ მოდის კვირეულს. Euronet -ის მოდის ღონისძიებების და კომუნიკაციების მენეჯერმა სილვიო მეისონეივი აღაფრთოვანა წარმოდგენილმა სამოსმა. ”ვფიქრობ თქვენ შესანიშნავი დიზაინერები გყავთ, რომ განვითარდეს თქვენი ეკონომიკა ტექსტილის ბიზნესზე.”

უცხოელმა დიზაინერმა აგატა რუიზ დე ლა პრადამ, რომელმაც ასევე წარმოადგინა თავისი კოლექცია GFW-ზე თქვა: ”ქვეყნისთვის, რომლისთვისაც მთავარი მისწრაფებაა თავისუფლება მნიშვნელოვანია გამოხატოს ეს თავისუფლება მოდაში. ამიტომაც არის ესოდენ მნიშვნელოვანი მოდა საქართველოსთვის. მოდელები ულამაზესები არიან, ქართველი ქალები გამორჩეულად მომხიბვლელები არიან. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ხალხს ბევრი რამ აქვს სათქმელი და მოდაში მათ გაცილებით მეტის თქმა შეუძლიათ ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამ ქვეყანაში მოდა ძალიან მნიშვნელოვანია, ისე როგორც იყო ესპანეთის 1980’იანების დასაწყისისთვის.”



ქართველი დიზაინერის ირაკლი ნასიძის კომენტარი უცხოური გამოცემისთვის: "მხარს ვუჭერ ამ იდეას (GFW). შესანიშნავი იქნება თუკი ის სისტემატიურად გაიმართება, მაგრამ ამას ბევრი მუშაობა დასჭირდება. საჭიროა ახლო კონტაქტები არა მხოლოდ ევროპასთან, ასევე აზიასთან. რათა გაფართოვდეს ამ პროექტის საზღვრები"

მოდელი მაკა ცქიტიშვილი: "პირველად მასპინძლობს საქართველო მოდის კვირეულს და ეს ძალიან მნიშნველოვანია მოდელებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოდელებისთვის, რათა შეძლონ წარუდგინონ თავი Vogue, Oficiel, Fashion TV -ს და შესაძლოა მალე მსოფლიო პოდიუმზეც ვიხილოთ.” წერდა 3news.co.nz
ParisModesen, Euronews სპეციალური რეპორტაჟები მიუძღვნეს ქართველ დიზაინერებს GFW -ს ფარგლებში.

რიგით მეორე მოდის კვირეულის შესახებ

ზოი მაუანმა მისი სტატია რიგით მე-2 GFW შესახებ საქართველოს პოლიტიკური ფონის აღწერით დაიწყო, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში ახალგაზრდობა მთავარ მოქმედ პირებად წარმოდგებიან. აღნიშნა, რომ თავად ახალგაზრდა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პარლამენტი ახალგაზრდა მინისტრებით დააკომპლექტა და ასევე წარმატებით გამოდიან პოდიუმზე ახალგაზრდა დიზაინერები, რომლებიც არ ჩამორჩებიან გამოცდილ უცხოელ დიზაინერებსო. ჟურნალისტი აღაფრთოვანა იმან, რომ მისი ფავორიტი დიზაინერების უმეტესობა 22 წელზე ნაკლები ასაკის იყო. განსაკუთრებით მოეწონა ქეთი ჩხიკვაძე, თათა ნიკოლაიშვილი და დათუნა სულიკაშვილის თეატრალური შოუ-პოდიუმი, რომელსაც როგორც თავად წერს ქართული ელიტა Bravo, Bravo! შეძახილებით შეხვდაო. მიმოხილვის ბოლოს ჟურნალისტმა დასძინა, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი მსოფლიო პოდიუმამდე ქართველ დიზაინერებს, მაგრამ თუკი ვინმე მოდის მცოდნე ეძებს ახალ სახეებს სჯობს ყურადღება საქართველოს მოდის კვირეულისკენ მიმართოსო.


Georgian Fashion Week - AW 11-12

ბეტ არნოლდმა კი თავისი სტატია ასე დაიწყო. ”მილანის და პარიზის შემდეგ თბილისის მოდის კვირეული? რა თქმა უნდა.”
After the catwalks of Milan and Paris, Fashion Week in Tbilisi? As curious as it may sound, the answer is yes.

სტუმრებს ხიბლავდათ საქართველოში ისტორიულ ძეგლთა სიმრავლე, თუნდაც ის, რომ მოდის კვირეული ნაციონალურ თეატრში, ბიბლიოთეკასა და მუსიკალურ ცენტრში იმართებოდა კიდევ უფრო ახლოს აცნობდა მათ საქართველოს კულტურასთან, რომელიც გაჟღენთილია ევროპული-აზიური და საბჭოთა კავშირის გავლენით. სწორედ ეს არის საქართველო. ბეტ არნოლდის, სტილისტ კეტრინ ბაბას და ბლოგერ აივან როდიჩის თვითების შემდეგ ქართველ მკითხველთა გულები სიამაყით ივსებოდა, უცხოელებს კი დიდ ინტერესს უჩენდა ჩვენი ქვეყნის მიმართ.




ბეტი მოხიბლა თბილისის აეროპორტმა, მეტეხის ხიდმა და ავთანდილის კოლექციამ, რომლის მოდელებსაც ქართული ქალღმერთი ფერიები უწოდა. თუმცა ქალბატონი ყველაზე მეტად მუსიკისა და დრამის თეატრში გამართულმა დათუნა სულიკაშვილის შოუმ მოხიბლა.
დიზაინერი ანუკა ქებურიას კოლექციის აზრსაც დიდად ჩაწვდა და მკითხველს მოუყვა, მისი ბაბუის - საქართველოს პირველი ავიატორის შესახებ. ბიჭოლას კოლექციაზე მცირე რევიუს შემდეგ კი ბიორკთან გაუწია რეკომენდაცია.

სტატიის ბოლო კი აღნიშნა, რომ სიამოვნებით ეწვევა საქართველოს კვლავ და ვფიქრობ მას შემდეგ რაც უცხოელი სტუმრები და ბაიერები კარგად გაეცნენ საქართველოს კულტურას და ერს შემდეგ ვიზიტზე მოახერხებენ სრულად ფოკუსირება გააკეთონ ქართველ დიზაინერებზე და შეიცნონ მათი სტილი.




GFW , ss11. იხილეთ მეტი: angel.ge/index.php?do=cat&category=gfw
ფოტოები: ზვიად როსტიაშვილი; angel.ge (გამოუქვეყნებელი ფოტოები)

ქეთი ჩხიკვაძის კოლექცია






Andre Tan -მა მეორედ გამოთქვა სურვილი წარმოადგინოს თავისი კოლექცია GFW-ზე





Pepela&Gola





გოგა ნიქაბაძე




ბიჭოლა



ანუკა ქებურია


კატეგორია: ქართველები, Georgian Fashion Week
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top