;
19 თებერვალი 2012      ANGEL     55 კომენტარი     ნანახია 12966-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები



Victoria's Secret-ის მოდელებმა დაგვიმტკიცეს, რომ მოდელობა და დედობა სრულიად შეთავსებადია.
საქართველოს ფარგლებში კი ამას ქართველი მოდელი, შოუ-წამყვანი და ტელე-მსახიობი (სარეკლამო რგოლებიდან) ალექსანდრა პაიჭაძე მოწმობს,
რომელმაც 22 ოქტომბერს (2011) დემეტრე მოავლინა ქვეყანას.

ალექსანდრა და ფეხბურთელ გიორგი ხატიაშვილისთვის ეს პირველი შვილია.

ალექსანდრა გვესაუბრა ორსულობის პერიოდზე - როგორ მოახერხა ფორმის შენარჩუნება და რა თქმა უნდა დემეტრეზე.



ქორწილში ალექსანდრა უკვე 5 თვის ორსული იყო, თუმცა გადაწყვიტეს ეს სიურპრიზად დაეტოვებინათ, რაც არც თუ ისე რთული აღმოჩნდა. სტუმრების უმეტესობამ ბედნიერი 'სამეულის' შესახებ არაფერი იცოდა.



წონის ცვლილება: ორსულობამდე ალექსანდრას წონა 53 კილო იყო. ორსულობისას 15 კილო მოიმატა. დემეტრე 3.080, 51 სმ. დაიბადა, მშობიარობის შემდეგ კი ალექსანდრამ 18 დაიკლო და დღეს შეიძლება ითქვას არნახულ ფორმაშია - 50 კგ.



რეჟიმი: ალექსანდრამ ორსულობის შეტყობისთანავე განსაკუთრებულ ჯანსაღ კვებაზე გადაიყვანა მისი რეჟიმი და გადაწყვიტა ორსულობის მიუხედავად საკვებით თავი არ გაენიბევრებინა: "ჩემთვის დიდი წონა დიდი სტრესი იქნებოდა და თავს ვარწმუნებდი რომ მხოლოდ საჭირო და გარდაუვალი საკვები მიმეღო, საერთოდ არ არის საჭირო ბევრის ჭამა უაზროდ და მარტო იმიტომ, რომ ორსულად ხარ! ყველა მომავალ დედას ვურჩევ დღის რაციონი ვიტამინებით გაამდიდრონ, რათა ორსულის ორგანიზმმა მიიღოს ყველა საჭირო ელემენტი, შემდეგ კი უკვე უნდა ისწავლონ მადის და შიმშილის გაკონტროლება,
ანუ არა-მადას, კი-შიმშილს = არა-თვალს, და კი-კუჭს :)))) "



ალექსანდრა მუდამ ზრუნავდა მის კვების რაციონსა და სხეულზე, ორსულობისას მის რეჟიმში კიდევ ერთი დანამატი სპეციალური Reebok-ის ბოტასები აღმოჩნდა ამორტიზატორებით.

სტრიები: სტრიებისგან დაცვა არც კი უცდია, რადგან რატომღაც დარწმუნებული იყო რომ მისი სხეული და კანი შეეგუებოდა ამ მცირე წონის მომატებას. ზაფხულში ახალშეუღლებულებმა (ორსულმა ალექსანდრამ) ზღვისპირა კურორტზე თაფლობის თვის მოწყობაც მოახერხეს, თუმცა კი შვებულება სამსახურის გამო მხოლოდ 2 კვირას გაგრძელდა.



მშობიარობა: გარკვეული პრობლემების გამო ორსულობის ბოლო პერიოდში 1,5 თვით წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს ნაადრევი მშობიარობის შიშის გამო. 38-ე კვირაზე ანუ 22 ოქტომბერს საკეისრო კვეთით დემეტრე ხატიაშვილი დაიბადა და როგორც ალექსანდრა ამბობს: "და ამ დღიდან უფრო ბედნიერი ვარ!"

დემეტრე წყნარი და მხიარულია, კომუნიკაბელური და მოსიყვარულე, რასაც ხშირად გამოხატავს დედიკო და მამიკოს მონატრებისას, რაც ახალგაზრდა მშობლების დატვირთული გრაფიკის გამო ხშირია. პატარა დემეტრეს, რომელსაც მოლურჯო-ნაცრისფერი თვალები აქვს და ბუნებრივ კვებაზეა უყვარს დედიკოს სიმღერა და მშვენივრად პოზირობს დეიდას მიერ მოწყობილ ფოტოსესიებში.


[ორსულობის შემდგომი ფოტო anne vitale -ს ფოტოსესიიდან]

4 თვის დემეტრეს უკვე ისეთი პორტფოლიო აქვს ნებისმიერ მოდელს რომ შეშურდება.
დედიკოსთან ერთად ჟურნალში მოხვედრაც მოასწრო (CITY)
დემეტრეს ფოტოების ავტორია ანასტასია პაიჭაძე (დეიდა)



კატეგორია: ქართველები
Tags:

55


  • Natalie007 თქვა:
    17 აპრილი 2012 20:35 - ID: 55,
    ულამაზესი ოჯახი :)ვგიჟდები ამ ხალხზე!!! მამა ფეხბურთელია,დედა მოდელი :)დემეტრე კი ყველაზე საოცარი ბავშვი:) love

  • Realist თქვა:
    22 მარტი 2012 21:34 - ID: 54,
    რა ლამაზი ოჯახია:) და ამ გოგოს საოცარი ტანი და გემოვნება აქვს

  • Melakoo თქვა:
    5 მარტი 2012 19:18 - ID: 53,
    ქეით მოსს გავს თვალებით feel საყვარლები

  • aleksandra თქვა:
    27 თებერვალი 2012 14:43 - ID: 52,
    ta-ta,
    179სმ

  • ivditi თქვა:
    20 თებერვალი 2012 16:16 - ID: 51,
    ლამაზი ფეხმზიმე იკო

  • ta-ta თქვა:
    19 თებერვალი 2012 22:29 - ID: 50,
    აუუ მითხარით რაა ამისი სიმაღლეეე

  • hx თქვა:
    19 თებერვალი 2012 21:24 - ID: 49,
    საყვარლები ლამაზიგოგოა )))

  • m_a_n_ch_o თქვა:
    19 თებერვალი 2012 20:35 - ID: 48,
    love მეც პირველად გავიგე , რა საყვარელი ბავშვიაააააააა

  • lalaa თქვა:
    19 თებერვალი 2012 19:13 - ID: 47,
    კაი გოგოა თვითონაც და ბავშვიც უუსაყვარლესი და ულამაზესი ყავს love

  • xunwo თქვა:
    19 თებერვალი 2012 18:34 - ID: 46,
    hah chemtvis ucnobi iko esgogoc da ratomgac misi meuglec :0)) ravi kai bavshvi kavt :)) punchu;la

  • meducha თქვა:
    19 თებერვალი 2012 18:29 - ID: 45,
    ლალალა love :X :X პირველად გავიგე ამ გოგოს სახელი და გვარი

  • amanda თქვა:
    19 თებერვალი 2012 18:17 - ID: 44,
    მოდელი როა ვიცი ,მაგრამ მართლა რომელი შოუ მიყავს?:D

  • svanka თქვა:
    19 თებერვალი 2012 18:07 - ID: 43,
    ყველაფერი მომეწონა მაგრამ ეს გოგო აზრზე არ ვიყავი აქამდე ვინ იყო რა შოუ-წამყვანი ეს არც ერთზე შოუზე არ მინახავს ნუ 1არხს არ ვუყურებ და იქ თუა არ ვიცი :D

  • tekuna) თქვა:
    19 თებერვალი 2012 17:42 - ID: 42,
    ძაან საყვარელი ოჯახია winked

  • foreveralone თქვა:
    19 თებერვალი 2012 17:13 - ID: 41,
    ვაიმეე როოგორ მომეწონაა ამათიი ოჯახიი : )) ბედნიერეებაას ვუსურვეეეეეეეებ :)))))

  • Nukaaa თქვა:
    19 თებერვალი 2012 16:17 - ID: 40,
    ბაჭია,
    ქართველი ენჯელი. არაა ენჯელი კარგად წაიკითხე აბა და მიხვდები <3

  • Naanuukaa. თქვა:
    19 თებერვალი 2012 15:59 - ID: 39,
    ეს გოგო არც ვიცი ვინ არის , პირველად მესმის მისი სახელიდა გვარი, მაგრამ მომეწონა ოჯახი... ბედნიერებას ვუსურვებ love

  • tamo თქვა:
    19 თებერვალი 2012 15:36 - ID: 38,
    ალექსანდრა პაიჭაძე ? პირველად მესმის ამ გოგოს შესახებ. საყვრელია ისე
    ვაიმე ბავშვიი რა სიცოცხლეეაააა love

  • amanda თქვა:
    19 თებერვალი 2012 14:54 - ID: 37,
    აა ანასტასიაც ვიცი და ეს გოგოც მაგრამ ამის ქამრი არაა:D ეს გოგო კი მომწონს საყვარელია და ლამაზიი love ბავშვიც ძაან საყვარელია love 15 კილოს მომატება ცოტა არაა მაგრამ არც ძალიან ბევრი და ვეთანხმები რომ ორსულებმა უნდა იცოდნენ ჭამის გაკონტროლება,ზოგი ბავშვს აბრალებს უნდაო და იმდენს ჭამენ სივდებიან და მერე მშობაირობაც უჭირთ:D ჩემმა დამ 12 კილო მოიმატა და რო როცა იმშობიარა უცბად დაიბრუნა ძველი წონაა
    ისე არამარტო სიკრეტის ანგელოზებმა არამედ ბევრმა უფრო მეტად ცნობილმა მოდელმა დაამტკიცა რომ მოდელობასთან ერთად დედობაა სრულიად შესაძლებელია

  • Rma_(k) თქვა:
    19 თებერვალი 2012 14:43 - ID: 36,
    საყვარელი ოჯახი love

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top