;
20 თებერვალი 2012      nika chitishvili     67 კომენტარი     ნანახია 4916-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები

ევროვიზია 2012 -ის შიდა შესარჩევი ტური დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში 18:30-ზე დაიწყო და პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, თუმცა კონცერტზე დასწრებას სულ სხვა ადრენალინი ჰქონდა... სიტუაცია მაღალი კონკურენციის გამო საკმაოდ დაძაბული იყო, თუმცა ამ დაძაბულობას შიგადაშიგ მუხტავდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც იყვნენ: MIRROR ILLUSION, ლევან ჯიბლაძე და ბორის ბედია...

კონკურსანტთა სრული სია ასე გამოყურება:

Mirror Illusion - სიმღერით Whisper
November - სიმღერით Letter To A Friend
Industrial City - სიმღერით Broken
Leo Jee - სიმღერით It's My Life
Edward Tatiani - სიმღერით Hey You
Boris Bedia - სიმღერით It's Life
Vanilla Cage - სიმღერით Breaking The Cage
REMA - სიმღერით Feel Me
Anri Jokhadze - სიმღერით I'm A Joker

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
აუდიტორიის წინაშე პირველი ჯგუფი: MIRROR ILLUSION-ი წარსდგა, ვერ ვიტყვი ევროვიზიის წლევანდელი სლოგანი, "დაანთე ცეცხლი" გაამართლესო, მაგრამ ვფიქრობ თავიანთი მთავარი მიზანი, საზოგადოებას გაეგო ამ ჯგუფის არსებობის შესახებ, საკმაოდ კარგად შეასრულეს.
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
შემდეგი ნომერი NOVEMBER-ს ეკუთვნოდა, რომელსაც INDUSTRIAL CITY მოჰყვა,
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
აი აქ კი ცეცხლი ნამდვილად დაანთეს სცენაზე, შეიძლება ითქვას, ვოკალისტის მონაცემებმა დარბაზი დაანგრია და მქუხარე ტაშიც დაიმსახურეს.
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
სცენა შემდეგ ლევან ჯიბლაძეს დაეთმო, რომელსაც ბექვოკალში "eldrine"-ს ყოფილი სოლისტი ჰყავდა,
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
რომელმაც საწუხაროდ ლევანს წარმატება მაინც ვერ მოუტანა.
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
ედვარდ ტატიანის გამოსვლა საკმაოდ ქარიზმატული იყო და მთელი დარბაზი თუ ვერა ნახევარი მაინც ააცეკვა...ედვარდის შემდეგ ბორის ბედიამ შეასრულა საკუთარი ნომერი, არ ვიცი ბორისის გულშემატკივრები სად იმყოფებოდნენ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დარბაზში არა, რადგან ბორისის გამოცხადებას ყველაზე ნაკლები ემოცია მოჰყვა, თუმცა ამ უკანასკნელს იმაში გაუმართლა, რომ სხვა შემსრულებლების გულშემატკივრებმა გაამხნევეს..
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
სცენაზე ცეცხლი მეორედ, გოგონების როკ ჯგუფმა:"VANILLA CAGE"-მა დაანთო, შესანიშნავი გამოსვლით.
ვანილების შემდეგ ჯგუფი: "REMA" წარსდგა,
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
რის შემდეგაც სცენა ანრი ჯოხაძეს დაეთმო.
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
კონკურსანტებს შორის ევროვიზიის გამოცდილება ყველაზე მეტად, სწორედ ანრის ჰქონდა, რომელიც დიანა ღურწკაიას ბექვოკალში მღეროდა, აღვნიშნავ, რომ მაშინ საქართველო საპატიო მე-10 ადგილს დასჯერდა.

მაშ ასე, საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე ანრი ჯოხაძე წარადგენს!

ჯოხაძის განცხადებით მან სიმღერაში ნაციონალური ელემენტები შეიტანა, ანუ საჭიდაო მუსიკის ფონზე გვიმღეროდა ჯოკერი ვარო, საინტერესოა ამ მუსიკაზე როგორი შოუს დადგმა შეიძლება, სავარაუდოდ სცენაზე ნახერხი დაიყრება და ანრის სიმღერას 2 წელსზემოთ შიშველი, მოჭიდავე ჭაბუკი გააფორმებს... მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა თუ ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიის 57-ე კონკურსზე, დარბაზი (სავარაუდოდ პროტესტის ნიშნად) დაიცალა და გამარჯვებულს ზურგშექცეული აუდიტორიისთვის მოუწია სიმღერა.
(c) დავით ჩირგაძე


ვის გულშემატკივრობდით?

არ ვადევნებდი თვალს ამ კონკურსს
Mirror Illusion
November
Industrial City
Leo Jee
Edward Tatiani
Boris Bedia
Vanilla Cage
REMA
Anri Jokhadze

კატეგორია: ქართველები
Tags:

67


  • ninikoo თქვა:
    13 მარტი 2012 23:42 - ID: 67,
    ვერ ვიტან ანრის ფუუუ გაათრიეთ lol

    fellow

  • Remeber me Baby თქვა:
    21 თებერვალი 2012 22:12 - ID: 66,
    არც სხვები იყვნენ კარგი კანდიდანტები fellow ისე ხომ შეიძლებოდა ჯეოსტარის რომელიმე გამარჯვებული ან მონაწილეს მიეგო მონაწილეობა დავიჯერო მხოლოდ ჯეოთარში მონაწილეობა საკმარისია? no

  • Elenikooo95 თქვა:
    21 თებერვალი 2012 21:51 - ID: 65,
    და ამ ზღრენის ბოჩკით გვინა რომ "ბოლოდან მეორეზე გავიდეთ"?

  • AMBAQO თქვა:
    21 თებერვალი 2012 19:38 - ID: 64,
    ვაიმე ეს რა საზიზგრობაა>>>მრცხვენიააა/

  • queen spears თქვა:
    21 თებერვალი 2012 15:50 - ID: 63,
    ვაიმე არა ღმერ/თო რაა ანრი რა ჯოკერი ფუ ვერ ვიტან ამ კაცს და ამის
    ხმას საზისთრობაა ესეთი გოიმი რომ გადის

  • Ggvantsa თქვა:
    21 თებერვალი 2012 15:06 - ID: 62,
    რას აბოლებენ ხალხს მაინც წინასწარ იციან ყოველთვის ვინ გაუშვებენ belay ან ეს ხალხი არს ბოლდება belay

  • niniiiiiii თქვა:
    21 თებერვალი 2012 12:55 - ID: 61,
    მაზე ბანძი სიმღერა არ ომისმენია, რა საშინელებაა, წესიერი ვერ აიღო რამე? belay

  • shatirinka თქვა:
    21 თებერვალი 2012 10:41 - ID: 60,
    რა მნიშვნელობა აქვს კარგ სიმღერას გავიტანთ თუ ცუდს მაინც არავინ მოგვაგებინებს,წინა წელს რომ მაგარი სიმღერა გაიტანეს იყო რამე შედეგი?

  • amanda თქვა:
    21 თებერვალი 2012 01:06 - ID: 59,
    აუ ეს რო არ გასულიყო გამოვიდოდა და იტყოდა დამჩაგრესოო:D არა უდაოდ კარგი ვოკალი აქვს მაგრამ ეს სიმღერა რა არის რა იდიოტობაა,პრინციპში სიმღერასაც ვერ დავარქმევ ასეთ სიგოიმეს არ მოველოდი რა პონტში გავიდა ეს,დასაცინი კიარა მეტიაა საერთოდ არ გავუშვებდი ამ სიმღერით მეე,ნუ ევროვიზიაა რო პოლიტიკური კონკურსია ვიდრე მუსიკალური ვიცი მაგრამ მაინც სირცხვილია რაა

  • Dreamer012 თქვა:
    21 თებერვალი 2012 00:32 - ID: 58,
    არადა მართლა მაგარი ვოკალი აქვს და საერთოდ არ ჩანს ამ სიმღერაში, მოკლედ არც შინაარსი ჩანს და არც ვოკალი, არც ჰოლივუდის ღიმილი აქვს ანრის ამითი რომ მოხვდეს ათეულში მაინც :D ეეჰ... არადა NOVEMBER და REMA როგორ მომეწონააააა feel

  • Fancy_G თქვა:
    21 თებერვალი 2012 00:01 - ID: 57,
    ეს რა სიმღერაააა, შეცვალონ რა ეგ სიმღერა, სირცხვილია ბოლოს და ბოლოს

  • KeSso13 თქვა:
    21 თებერვალი 2012 00:00 - ID: 56,
    კარგი მომღერალია მაგრამ სიმღერა ძალიან არაეფექტურია :( არამგონია რამე გამოვიდეს მაგრამ მაინც წარმატებებიი :)

  • milla თქვა:
    20 თებერვალი 2012 23:50 - ID: 55,
    anris magari xma aqvs mahgram simgeraa ragac sashinelebaa..vaime shevrcxvebit.......

  • LittleJohnnyDepp თქვა:
    20 თებერვალი 2012 22:35 - ID: 54,
    ვაღიაროთ რომ ხმა აქვს wink სხვა რავი რაგაც არა მგონია გამარჯვება მოგვიტანოს ამ სიმღერით სხვა მაინც გაეტანა fellow

  • user თქვა:
    20 თებერვალი 2012 22:24 - ID: 53,
    მეზიზღება ეს საქონელი კაცი wink

  • =anka= თქვა:
    20 თებერვალი 2012 22:22 - ID: 52,
    ქართველების გამოსწორება არ იქნება რაა:@ როდემდე ესეთი სიგოიმეე.....რა დროს ანრი ჯოხაძეა

  • demuka თქვა:
    20 თებერვალი 2012 22:13 - ID: 51,
    ანრის რა უნდა მაინც არ უშვებენ და არ დაიღალა? wink

  • Perfection❣ თქვა:
    20 თებერვალი 2012 21:46 - ID: 50,
    რაღაც მდარე დონეა რაა lol წასვლა მინდოდა ევროვიზიაზე მაგრამ ახლა აღარ წავალ lol

  • delete თქვა:
    20 თებერვალი 2012 21:37 - ID: 49,
    anris dzalian vafaseb martlac,nichieri da clieri momxeralia..magram es simxera katastrofaa,vfiqrob ro aranairi shansebi ar gvaqvs..saertod wlevandeli shida shesarchevi yvelaze idiotoba iyo...aravis ar umxeria eurovisonistvis shesaferisi simxera.exaa chaqolvebi ar iyos es chemi subieqturi azria,ketili inebet da pativi ecit :D:D:D

  • MaLu ^_^ თქვა:
    20 თებერვალი 2012 21:30 - ID: 48,
    ფუი ეშმაკს :D რა იyო ეს :დ ვაიიი wink

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top