;
22 მარტი 2012      Salome_K     35 კომენტარი     ნანახია 5763-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები



STYLISSIMO – Personal, Fashion & Beauty Blog

ბლოგერობა თანამედროვე საზოგადოებაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ბევრს წერენ პოლიტიკაზე, ბიზნესზე, სპორტზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე... მაგრამ ეს ჩამონათვალი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ მას მოდის სფეროს არ მივუმატებთ. დღესდღეობით საკმაოდ მომრავლდა „მოდური ბლოგები“ და სწორედ ამ სტატიაში გაგაცნობთ ერთ-ერთი ქართული პოპულარული ბლოგის www.taa.ge -ს ავტორს.

STYLISSIMO - ეს ის სიტყვაა, რომელიც პირველივე ვიზიტისას მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. STYLISSIMO ჩემში BRAVISSIMO-ს ასოციაციას იწვევს, რასაც ნამდვილად იმსახურებს თათა მორჩილაძის ბლოგი. თუ გსურთ, მიიღოთ ინფორმაცია თანამედროვე (და არა მარტო) მოდის ტენდენციებზე, თბილისურ fashion-სიახლეებზე, ზოგადად სილამაზეზე, ან უბრალოდ გსურთ, განიტვირთოთ, მიიღოთ საოცარი ენერგია და გახალისდეთ, taa.ge ნამდვილად მოგცემთ ამის საშუალებას.

თათა ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. ბლოგერობა 2007 წელს დაიწყო. Taa.ge მალე 5 წლის იუბილეს იზეიმებს. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, თათა არასდროს ღალატობს თავის „შვილობილს“ და თითქმის ყოველდღე ეხმიანება მკითხველს.



„მოდაზე ბევრს ვწერ, მაგრამ პირადად ჩემს ცხოვრებაში მოდას შეძლებისდაგვარად დიდი ადგილი უჭირავს. “შეძლებისდაგვარად” კი ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს. მოდის სიყვარული და მოდურობა მოითხოვს უზომო ენერგიას, დროს და თანხებს.“

“WORKOHOLIC - ასეთი ტერმინი თუ არსებობს, მე შემეფერება“ - ამბობს თათა. მაგრამ დროის დეფიციტის მიუხედავად, ის აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს მოდის ახალ ტენდენციებს და მას არც თუ ისე იშვიათად იხილავთ მოდების ჩვენებებზე. იგი ყოველთვის ცდილობს, მოდას არ „ჩამორჩეს“.

„ზოგადად ვცდილობ, უახლესი ტენდენციების მოპასუხე რამდენიმე სიახლე მაინც შევიტანო ხოლმე ჩემს გარდერობში ყოველ სეზონზე.“



როგორც თვითონ ამბობს, „დაავადებულია“ შოპინგით იმდენად, რომ ხშირად უსარგებლო ნივთებიც კი „შემოეყიდება“ ხოლმე. მისი სუსტი წერტილი კაბები აღმოჩნდა. „როდესაც ონლაინ ან ჩვეულებრივ მაღაზიებს ვათვალიერებ, ისევ და ისევ კაბებისკენ გამირბის თვალი. გაზაფხული-ზაფხულისთვის უკვე იმდენი კაბა მაქვს, ერთი სული მაქვს, როდის დათბება.“



გამორჩეულად საყვარელი დიზაინერი არ ჰყავს, მაგრამ რამდენიმე მათგანს მაინც გამოარჩევს: „Christian Louboutin - მისი ფეხსაცმელები საოცარ ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებს. Isabel Marant - უდიდესი სიამოვნებით ვატარებდი მის სამოსს, მისი ყოველი კოლექცია გამორჩეულია. კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია - Estee Lauder – ამ ქალბატონის მთელი ცხოვრება აღმაფრთოვანებს: მისი წარმატებები, მისი არაფრიდან დაწყებული უდიდესი ბიზნესი, მისი ხასიათი და გამძლეობა. ამ ბრენდის ერთგული ვარ.“



„დიდი ივენთომანი ვარ. საოცრად მიზიდავს საინტერესო ღონისძიებები: უამრავი ადამიანი - მათ შორის ბევრი ნაცნობი; შუშხუნა ღვინის ბოკლები, ფურშეტი და უამრავი ღიმილი; ჩაცმულობის ყველანაირი სტილი, რაც აუცილებლად უნდა დაათვალიერო და შეისწავლო...“



ცხოვრების რიტმი ძალიან დატვირთული აქვს, მაგრამ საკმაოდ საინტერესო, აქტიური და შემოქმედებითი. შთაგონების წყაროდ ქალიშვილი - ვიკიკო გაუხდია, რომელიც წარმატების მიღწევაში ეხმარება. „ვგრძნობ, ჩემი დროა... ყველაფერი უნდა გავაკეთო, ვიდრე ჩემი დრო დასრულდება, რადგან ყველაფერს, მათ შორის ჩემს დროსაც, ალბათ რაღაც სასიცოცხლო ციკლი აქვს. უნდა მოვასწრო ყველაფერი და მოვასწრებ კიდეც.“




სალომე კაკაბაძე www.angel.ge -სთვის

კატეგორია: ქართველები
Tags:

35


  • kristinka თქვა:
    8 მაი 2012 16:22 - ID: 35,
    MELINDA,
    am request

  • va7latama თქვა:
    26 მარტი 2012 03:20 - ID: 34,
    Kerr,
    ჰო, მეც, მაგრამ ბევრი არ იცნობს საქართველოში და არ იციან რა სერიოზული ბლოგერი გვყავს მისი სახით...

  • Kerr თქვა:
    24 მარტი 2012 14:17 - ID: 33,
    va7latama,
    vgijdebi mag gogoze

  • tannk თქვა:
    23 მარტი 2012 19:50 - ID: 32,
    რა საყვარელი შვილი ყავს : )

  • Like No One Else თქვა:
    23 მარტი 2012 15:05 - ID: 31,
    მე პირადად არ მომწონს ამ გოგოს სტილი... belay

  • Alice თქვა:
    23 მარტი 2012 00:21 - ID: 30,
    ხშირად ვკითხულობდი...კარგი ადამიანია და ყველაზე მთავარი კარგი დედა )) და როდესაც აკრიტიკებთ ადამიანს არა მხოლოდ ის უნდა დაწეროთ რა აქვს ცუდი არამედ ისიც რა უნდა გააკეთოს ამის გამოსასწორებლად) მისი პოსტებიდან ჩანს,რომ კრიტიკას იღებს) მაგრამ ჯანსაღ კრიტიკას )))

  • va7latama თქვა:
    23 მარტი 2012 00:12 - ID: 29,
    PinkJuicyGlitter,
    ნინო ელიავა :)http://www.trivialinsanity.com/

  • Nat_barca თქვა:
    22 მარტი 2012 20:55 - ID: 28,
    საერთოდ ვუყურებ და ვერ ვხვდები ამან სხვას რა უნდა ურჩიოს მოდაში, თავისთვის ვერ ჩაუცვამს :D :D

  • Anna-Frank თქვა:
    22 მარტი 2012 20:29 - ID: 27,
    Mari.♫,
    მართალი ხარ ...
    ივენთები ,ფურშეტი , ივენთომანი :D ... ქართული ენა :D უკვე მთელი თბილისი ამ ტერმინებით ლაპარაკობს, . კიდევ "კრეატივი" , "გლამური" ... სულ ეს სიტყვები მესმის და ვეღარ ვიტან უკვე. ვითომ მოდურები :D

  • MELINDA თქვა:
    22 მარტი 2012 19:53 - ID: 26,
    აჰაა იასამნისფერი ჟაკეტი და ყვითელი კაბა ერთად მოდის ბოლო კივილია lol

  • nila თქვა:
    22 მარტი 2012 19:46 - ID: 25,
    fellow

  • lizii თქვა:
    22 მარტი 2012 19:39 - ID: 24,
    ეს თუ ბლოგერიაააა......უიმეე ყოველი მეორე ესეთია თბილისში:)

  • elena -elena თქვა:
    22 მარტი 2012 19:01 - ID: 23,
    გოგოს არაუშვას მარა სტილი ძანნ ჩვეულებრივი აქვს ერთი წიგრავოი რაღაცა აკლია და ჩვეულებრივი თბილისელი "მოდური" გოგო იქნება wink

  • TatelishviliMonika თქვა:
    22 მარტი 2012 18:16 - ID: 22,
    Gოგო კარგია,სტილი არა..!

  • Mari.♫ თქვა:
    22 მარტი 2012 18:10 - ID: 21,
    სტილი არ მომეწონა .
    საერთოდ არ მევასებიან ასეთები,
    გაგიჟებულები რო არიან შოპინგზე :|

  • annita.... თქვა:
    22 მარტი 2012 18:02 - ID: 20,
    აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ეს გოგო შეიძლება მოდური ბლოგერი იყოს. არცერთი ლუქი არ მომეწონა.

  • aniki..... თქვა:
    22 მარტი 2012 17:50 - ID: 19,
    puuu es tu kargad icmevs

  • izizi თქვა:
    22 მარტი 2012 17:48 - ID: 18,
    სტილის და მოდის პროვოკაციაააააა wink

  • tusia თქვა:
    22 მარტი 2012 17:16 - ID: 17,
    crying

  • m_a_n_ch_o თქვა:
    22 მარტი 2012 17:10 - ID: 16,
    სტილი არ მომეწონააააააა fellow

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top