;
25 მარტი 2012      ANGEL     24 კომენტარი     ნანახია 6504-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები



ყველაზე ორიგინალური დესერტის დასახელება შეუძლებელია. ძნელია განსაზღვრო როდის გაჩნდა დედამიწაზე პირველი მზარეული და კონდიტერი. თუმცა, ვერსია არსებობს: მაშინ, როდესაც ადამიანმა ცეცხლს მიაკვლია და საკვებიც მოამზადა, ამიტომ მზარეულის პროფესია უძველესად მიიჩნევა. დღეისათვის კი ეს პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. მზარეულობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, კარგი მზარეულები კი მხოლოდ რჩეულები ხდებიან. თუმცა, რჩეულთა შორის რჩეული რომ გახდეთ, ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო და მიზნის მისაღწევად ჩემპიონატებში მონაწილეობაზეც არ უნდა თქვათ უარი, იქნებ გაგიმართლოთ და აღიარებაც მოიპოვოთ.

პარიზში DGF -ის მიერ ორგანიზებული " Le Mondial des Arts Sucrés " ტკბილეულის ხელოვნების მესამე მსოფლიო ჩემპიონატი 3-6 მარტს გაიმართა, სადაც საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი. საკონდიტრო ნაწარმის ოთხდღიან მარათონში "გუდვილის" კონდიტერებმა ათეულში გასვლის გარდა, მედიის სიმპათიის ჯილდოც დაიმსახურეს!



საქართველოში უნდა ყოფილიყო შიდა შეარჩევი ტური, თუმცა მონაწილეობის სურვილი მხოლოდ „გუდვილის“ კონდიტერებმა გამოთქვეს. 135 მონაწილე ქვეყნიდან ქართველი კონდიტერები საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. ეს კი, თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია.

”ჩვენთვის ფინალში გასვლა იყო წარმატება, ხოლო 8-ე ადგილი და დამატებითი ჯილდო - სრულიად მოულოდნელი” - განაცხადა ჩემპიონატში მონაწილე კონდიტერმა.

ჩემპიონატში გუნდი აუცილებელად უნდა წარედგინა ქალს და მამაკაცს - მარიამ თიბილაშვილი და დავით ყურაშვილი. ასევე საქართველოდან უნდა წასულიყო ჟიურის 2 წევრი და გუნდის კაპიტანი. კაპიტნობა ითავა ნათია ცხომელიძემ, ხოლო მსაჯები იყვნენ - ივანე კანდელაკი და ლია კანდელაკი.


ფოტოები კონკურსიდან და კონკურსანტთა შემოქმედება
იხილეთ მეტი ლინკზე: facebook.com/media/set/?set=a.380112042014005.95998.108253242533221&type=3





”ბევრი მიზეზის გამო, ჩვენთან ინფორმაცია გვიან მოვიდა და ფინალში მოხვედრასთან დაკავშირებით შევიტყვეთ 2 თვით ადრე. ასე რომ, მხოლოდ თვენახევარი გვქონდა მოსამზადებლად, რაც ძალიან მცირე დროა“ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ქვეყნები ამ ჩემპიონატისთვის 1-2 წლის განმავლობაში ემზადებიან. ეს ყველაფერი კი ქართველი კონდიტერების მიღწევას უფრო დასაფასებელს ხდის.



”გუდვილში” ხშირად ჩამოდიან სხვა ქვეყნის რჩეული კონდიტერები და ატარებენ მასტერკლასებს. ამ კონკრეტული ჩემპიონატისთვის კი თბილისს ეწვია ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი საკონდიტრო ხელოვნებაში პატრიკ კაზულა. ხელოვანმა 5-დღიანი მასტერკლასი ჩაუტარა "გუდვილის" კონდიტერებს და გააცნო ის ძირითადი მოთხოვნები, შესრულების ტექნიკა და პრინციპები, რომელსაც ჩემპიონატის ორგანიზატორები ითხოვდნენ. შეირჩა საგამოცდო სკულპტურის თემა, გაკეთდა სატესტო ნიმუშები, შეფასდა მომზადების დონე და შესრულების ხარისხი.



ჩემპიონატს ჰქონდა მოთხოვნები, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. კერძოდ: კონდიტერებს უნდა შეექმნათ სკულპტურები, რომლებიც შოკოლადით, კარამელით და შაქრის ფხვნილისგან მიღებული პასტიაჟით იყო შესრულებული. ამ შემთხვევაში შესრულების ხარისხთან ერთად, შინაარსობრივ დატვირთვასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სკულპტურები უნდა ყოფილიყო კრეატიული და მაღალტექნოლოგიური დონით შესრულებული, ასევე კონდიტერებს ევალებოდათ ტრუფელების და პწიფურების (მინი ნამცხვრები, რომლის წონა 25-30 გრ.ია) შექმნა. შემდეგი მოთხოვნა კი იყო დესერტებისა და ნამცხვრების მომზადება. კონდიტერები პარიზში 14 დღე იმყოფებოდნენ.



”ჩვენ ვიღვიძებდით ღამის 3 საათზე და გავდიოდით მოსამზადებელ პერიოდს, შემდეგ 4 საათზე ვსაუზმობდით და გამთენიისას 5 საათზე ვიწყებდით მუშაობას დილის 7 საათამდე. ჩვენ პრეტენზია არ გვქონია გამარჯვებაზე, თუმცა უიმედოდ ნამდვილად არ ვყოფილვართ, რადგაც ჩვენი შესაძლებლობების გვჯეროდა“ - განაცხადეს კონდიტერებმა.



პარიზში ქართველი კონდიტერების მიერ დამზადებული დესერტის სახელწოდებაა - "მაკაღუნი"
, (Macaroon) რომელიც ყველაზე მოდური და ბოლო ათწლეულის ტენდენცია გახლავთ საფრანგეთში და შესაბამისად მსოფლიოში.

გუდვილის კონდიტერები უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებზე დამზადებულ მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ მომხმარებელს. ამ პრუდუქტებს კი 23 მარტიდან მცირე ზომის მაკაღუნებიც შეემატა - ვანილის, ხილისა და შოკოლადის არომატით. ასე რომ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ სუპერმარკეტის ნებისმიერ ქსელში და დააგემოვნოთ ეს არაჩვეულებრივი დესერტი.



DGF -ის მიერ ორგანიზებული "Le Mondial des Arts Sucrés" ტკბილეულის ხელოვნების ჩემპიონატი პარიზში 2 წლის შემდეგაც გაიმართება, რომელშიც ”გუდვილის” კონდიტერები კვლავ გეგმავენ მონაწილეობის მიღებას, რათა შედეგი გააუმჯობესონ. თუმცა პარიზამდე ისინი სხვა კონკურსებშიც ეცდებიან საკუთარი ძალების მოსინჯვას. ჩვენ მათ დიდ წარმატებას ვუსურვებთ.


საკონკურსოდ წარდგენილი გუდვილის კონდიტერების მიერ მომზადებული დესერტები
იხილეთ მეტი ლინკზე: facebook.com/media/set/?set=a.370325686325974.93606.108253242533221&type=3




მარიამ ბარნაბიშვილი www.angel.ge -სთვის.
ენჯელ.ჯის ჟურნალისტისთვის თემის მოსაწოდებლად მოგვწერეთ: [email protected]

კატეგორია: ქართველები
Tags:

24


  • Lucette თქვა:
    17 აპრილი 2012 18:22 - ID: 24,
    Anano.,
    საშინელებაა, მე არ მომეწონა:D

  • Taamoo თქვა:
    26 მარტი 2012 17:00 - ID: 23,
    love love

  • amanda თქვა:
    25 მარტი 2012 23:42 - ID: 22,
    ვაა ძაან მაგარიაა კი ვნახე წასულები რო იყვნენ მაგრამ მერვე ადგილი თუ ავიღეთ არ ვიცოდი და მართლა დიდი რამეა ეს
    აუუ მინდა ყველაფერი მინდა ქედაან:( ვგიჟდები ტკბილეულზეე love

  • demuka თქვა:
    25 მარტი 2012 22:29 - ID: 21,
    აუ რა მაგარიააა საღოლ love love

  • natianatia თქვა:
    25 მარტი 2012 21:30 - ID: 20,
    love

  • lika:p თქვა:
    25 მარტი 2012 18:34 - ID: 19,
    მაგარიააა love

  • tamo თქვა:
    25 მარტი 2012 18:05 - ID: 18,
    დამბურძგლა,რომ ვკითხულობდიი,მაგრიიაააა გამიხარდა ძალიან love

  • m_a_n_ch_o თქვა:
    25 მარტი 2012 16:24 - ID: 17,
    აუ ყოჩაღ , ძააან მაგარია love

  • Anano. თქვა:
    25 მარტი 2012 15:24 - ID: 16,
    მაკარუნები მაიინტერესეებბს ძაან ყველა ამბობს რო უგემრიელესია feel

  • salome55555 თქვა:
    25 მარტი 2012 15:09 - ID: 15,
    აუუუ ძააან გამიხარდა რო წარმატებას მიაღწიეს love

  • ani:) თქვა:
    25 მარტი 2012 15:01 - ID: 14,
    ისე დეგუსტატორი რო ვყოფილიყავი აქ არა lol

  • someone თქვა:
    25 მარტი 2012 14:17 - ID: 13,
    მაკარუნები???? wow ძაან მაგარია

  • Perfection❣ თქვა:
    25 მარტი 2012 14:01 - ID: 12,
    მაკარუნებიი როგორ მიყვაარს love მნია მნია:DD

  • koko :)) თქვა:
    25 მარტი 2012 13:47 - ID: 10,
    ძან გამიხარდა love დიდი სიამოვნებით წავიდოდი პარიზში და დავაგემოვნებდი ყველაფერს :D

  • Mari Lovato თქვა:
    25 მარტი 2012 13:00 - ID: 9,
    ძალიან კარგია, ვულოცავ. აუ როგორ მიყვარს ტკბილეულიიი love

  • MaRihanna თქვა:
    25 მარტი 2012 12:56 - ID: 8,
    mariami_d,
    ჰმმ... ბოლოზე კი არა, ათეულში მოვხვდით და საპატიო მე-8 ადგილი დავიკავეთ !

  • nila თქვა:
    25 მარტი 2012 12:12 - ID: 7,
    ეს მაკარუნები რო გავსინჯე არ მომეწონა
    არადა კაი ვიდი აქვთ :)

  • 25 მარტი 2012 11:58 - ID: 6,
    საქართევლოს ბედი რო ვიცი ბოლო ადგილს დაიკავებს wink wink wink

  • mkesho თქვა:
    25 მარტი 2012 10:58 - ID: 5,
    კარგი ნიუსია love love love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top