;

5 April 2012      ANGEL     Views 4107    
Category: Georgians

14 წელი ხალხის სამსახურში და მსოფლიო აღიარება. სამოდელო სააგენტო მაქსიმუმი იუბილარია. 1998 წლიდან მოყოლებული დღემდე კომპანია დაუღალავად მუშაობს და ცდილობს საკუთარი მოდელების კარიერულ წინსვლაზე იზრუნოს. კონტაქტები, ხალხის ნდობა და წარმატებები ეს იმ მიღწევების მცირე ჩამონათვალია, რომლის მოპოვებაც საერთაშორისო კომპანიამ შეძლო. დაბადების დღე სამოდელო სააგენტომ მეგობრებების წრეში "ვილა ლაუნჯში"აღნიშნა. წვეულებას ენჯელ.ჯი-ც დაესწრო და წარმოგიდგენთ საღამოს შეფასებას



29 მარტის საღამო ერთი შეხედვით ჩვეულბრივი, მაგრამ რაღაცით მაინც გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო, "ვილა ლაუნჯში" შეკრებილი საზოგადოებისთვის. აქ სამოდელო (და არა მარტო) სააგენტო " მაქსიმუმი" მეგობრების წრეში 14 წლის იუბილეს აღნიშნავდა.

www.facebook.com/pages/MaximuM/273166776058188

ქართული შოუბიზნესის ნაღები საზოგადოება, ჟურნალისტები, ადამიანები, რომელთაც უბრალოდ აინტერესებდათ რა ხდებოდათ და ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ სიამოვნებას იღებდნენ იქ ყოფნით, მოკლედ იმ საღამოს თვალს ნებისმიერი სქესის, ნებისმიერი შეხედულების და მისწრაფების მქონე ადამიანს მოჰკრავდით.


სააგენტო 1998 წელს შეიქმნა ეკა ჩიტაშვილის ორგანიზებით, 2008 წელს კი მას ახალი სიცოცხლე ირინა ჩახუნაშვილმა მისცა.
ჩვენ ირინას ვესაუბრეთ: რას ნიშნავს შენთვის სამოდელო საგენტო "მაქსიმუმი" ?
"ჩემთვს მაქსიმუმი ჩემი ოჯახია, ვცდილობ და მაქსიმალურს ვაკეთებ იმისთვის რომ უფრო მეტად განვავითარო და გავაძლიერო როგორც კომპანია
რას გეგმავთ სამომავლოდ"

"გეგმაში მაქვს საბავშვო საპროდიუსერო აკადემიის ბაზაზე, რომელიც 1 თვეა რაც მაქსიმუმის ბაზაზე დავაარსე KID`S STAR ACADEMY ახალი საინტერესო საკონცერტო მუსიკალური პროექტები მოვამზადო და გავაგზავნო საზღვარგარეთ სხვა და სხვა მუსიკალურ ფესტივალებზე და კონკურსებზე... მაქვს დაგეგმილი რამოდენიმე ვიზიტი საზგვარგარეთ სადაც სამომავლო თანამშრომლობის ხელშეკრულებების გასაფორმებლად მივემგზავრები"


საღამოს შუა ნაწილში გაიმართა ჩვენება, სადაც მაყურებლის წინაშე მოდელების პედაგოგი დუდი ზირაქაშვილიც წარსდგა.



საერთო ჯამში საღამომ კარგად ჩაიარა. ყველა ერთმანეთს უღიმოდა. სააგენტო მაქსიმუმმა ისიც კი მოახერხა, რომ ერთ მაგიდაზე ორი ყველაზე სკანდალური სახე დასვა. საღამოს ბოლოს ულამაზესი ტორტი გაიჭრა მისულმა საზოგადოებამ კი კიდევ ერთხელ მიულოცა სააგენტოს 14 წლის იუბილე.



Category: Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top