;

10 April 2012      anuki     Views 9786    
Category: Georgians



ქართველი ბლოგერი ნინო ელიავა თბილისს დაუბრუნდა
www.Trivial Insanity.com

ქართველი ბლოგერი, ნინო ელიავა სამშობლოში დაბრუნდა. იგი შევახსენებთ მკითხველს, რომ ბლოგერია და მისი სამუშაო თემა, უმეტესად მოდაა. თავად დადის ჩვენებაზე, იღებს ფოტოებს და წერს არტიკლებს როგორც მისი ბლოგისთვის ასევე სხვადასხვა გამოცემებისთვის. მისი მასალა ყოველთვის exclusive. მისი ბლოგი, ძალიან პოპულარულია რუსეთსა და ლონდონში, ასევე ჰყავს მკითხველები საქართველოდანაც. მან ბევრი გვიამბო იმ კვირეულების შესახებ, რომელთაც თავად დასწრებია. ნინო მეუღლესთან ერთად ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თბილისში და სურვილის შემთხვევაში მზადაა ბლოგზე ქართველ დიზაინერებზეც დაწეროს.

მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ,სად დაიბადეთ? როგორ ცხოვრობდით აქ?
დავიბადე თბილისში.. 3 წლამდე აქ ვიზრდებოდი. შემდეგ არეულობა რომ დაიწყო მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად, მშობლებთან ერთად. მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებდი და სამშობლოში პერიოდულად ჩამოვდიოდი.

როგორც ვიცი დედათქვენი დიზაინერია
კი დედას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და საოცარ ესკიზებს ჰქმნის. რუსეთში ცხოვრების ჟამს იგი თანაშრომლობდა ცნობილ სახლთან “Дом Моды” შემდეგ კი საკუთარი სამკერვალო გახსნა. დედამ დიდი გავლენა იქონია, ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში და მოდის აღქმაში.




შემდეგ როგორ ვითარდება თქვენი ცხოვრება?
სკოლის დამთავრების, შემდეგ ვაბარებ უმაღლეს სასწავლებელში ბიზნესის მენეჯმენტზე. ამ ხნის მანძილზე მოდისადმი ინტერესი სულ თან მსდევდა.

შეგუება რამდენად გაგიჭირადთ გარემოსთან? რა გენატრეოდათ ყველაზე მეტად?
საქართველოდან რომ წავედი 3 წლის ვიყავი და ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც გამიჭირდა შეგუება რუსულ ყოფასთან. თუმცა სულ მენატრებოდა. ქართული ნაყინი, მზიანი ამინდი და ახლობლები.

როგორ გახდით ბლოგერი?
რუსეთის ცივი ზამთრის ატანა გამიჭირდა (იცინის). ისე კი წერა მაშინ გადავწყვიტე, როცა ლონდონში ქმართან ერთად გადავედი საცხოვრებლად. თავიდან არავისთვის მითქვამს, რომ ვწერდი, უბრალოდ ვერთობოდი. ახლა რომ პირველ პოსტებს ვუყურებ სრულებით არ მომწონს.

www.Trivial Insanity.com


არსებობს უამრავი სხვა ბლოგები მოდაზე თუმცა თქვენი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულია ევროპაში რა არის ამის მიზეზი თქვენი აზრით?
იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ ყველაზე პოპულარულია. არსებობს სხვა ბლოგებიც, რომელიც მისწრებენ რეიტინგში, თუმცა წარმატების საიდუმლო მაინც იმაშია, რომ მე არასდროს მასალას არ ვაკოპირებ, ეს ჩემი პრინციპია. ფოტოები ყოველთვის ჩემი გადაღებულია მასალას მე ვწერ. ყოველთვის ვცდილობ ის მასალა მოხვდეს ჩემ ბლოგში, რაც მე მომწონს პირადად. რეკლამის გამო არ ვთანხმდები იმის გაშუქებას, რასაც უგემოვნოდ მივიჩნევ.

რამდენად შემოსავლიანია ეს საქმე?
კი არ ვუჩივი, მაგრამ ამ საქმის გარდა კიდევ სხვადასხვა ჟურნალებთან ვთანამშროლობ და ისინიც მგზავნაიან კვირეულებზე და ძალაინ ცოტა დრო მაქვს თავისუფალი, თუმცა შემოთავზება რომ იყოს ისეთი, რომ მომეწონოს სიამოვნებით ვითანამშრომებდი საქართველოშიც.

თქვენ თავად მოდაზე წერთ და საინტერესოა როგორია თქვენი სტილი?
მე თავად ვცდილობ, რომ არც ერთი დღე არ გავდეს ერთმანეთს. ყოველდღე სხვადასხვანაირად გამოვიყურები. მიყვარს ექსპერიმენტბი, სტილის არევა და საბოლოოდ საინტერესო სამოსს ვიღებ.

ვინ არის თქვენი საყვარელი დიზაინერი?
საყვარელი დიზაინერი სულ მეცვლება, რადგან სეზონიდან-სეზონამდე ახალს აღმოვაჩენ, ან ვიღაც დავიწყებული გააკეთებს რაღაც ძალიან საინტერესოს. ისე კი ყველაზე მეტად Nicolas Ghesquière მიყვარს, რომელიც ამჟამად Balenciaga-ს კრეატიული სახლის დირექტორია. ასევე ძალიან მიყვარს ქართველი დიზანიერები დები Tata Naka საოცრად ნიჭიერი გოგონები არიან.



ალბათ ქართველი დიზაინერების შექმნილ კოლექციებსაც ადევნებ თვალს?ვინ მოგწონს?
ჯაბა დიასამიძე, ტატუნა ნიკოლაიშვილი, აკა ნანიტაშვილი, ჩუბიკა.

მათ სამოს თუ ატარებ?
კი ჯაბასგან ორი კაბა მაქვს. აკასგან ფეხსაცმელი. ეხლა ვაპირებ ტატუნას შევუკვეთო სამოსი.

ვისი ჩვენება ნახეთ ბოლოს და ისეთი, რომ ძალიან დასამახსოვრელი იყო.
Louis Vuitton-ის ჩვენების დროს პირდაპირ მატარებელი შემოვიდა და იქ ისხდნენ მოდელები. ასეევე საინტერესო ჩვენება ჰქონდათ Jil Sander, Balenciaga და Ferragamo-ს, როგორც წესი მათი კოლექცია ძალიან ქალური და ნაზია ხოლმე, მაგრამ ამ წლის ჩვენება ძალიან მილიტარული აღმოჩდა.




შეგიძილიათ აღწეროთ ლონდონში მცხოვრები 20-25 წლის გოგონას ყოველდღიური ჩაცმულობა?
ძალიან მრავალფეროვანი ხალხია, იქ ბევრნაირი სტილის ხალხი ცხოვრობს. ვერ გამოკვეთ ერთს, ძირითადად ძალიან კრეატიულები არიან.

www.Trivial Insanity.com




თქვენს მეუღლეზე რას მეტყვით? როგორც ვიცი ქართველია
კი იგი ქართველია. ადრე დამინახა ქუჩაში, მოვეწონე მერე ინტრნეტით დამიკავშირდა. თავიდან პასუხს არ ვცემდი, შემდეგ შეძლო და ჩემი ყურადღება მიიპყრო.

აქ ყოფნისას შესაძლებელია რომ ქართველი დიზაინერების კოლექცია მოხვდეს თქვენ ბლოგში?
რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს და აქამდეც მქონია მათზე პუბლიკაციები.

და ბოლოს რა მოდური ტენდეციების ნახვას ისურვებდით საქართველოში?
მინდა, რომ უფრო კრეატიული იყოს ხალხი. მოდის მიმართ ძალიან სერიზულად არ იყვნენ განწყობილნი. გაერთონ ჩაცმით და ახალი ექსპერიმენტებით!

ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნინოს და იმედს ვიტოვებთ, რომ Louis Vuitton-ის კოლექციის გვერდით ქართველი დიზანერების კოლექციებს ვიხილავთ.



ანა დავლიანიძე www.angel.ge -სთვის.
ენჯელ.ჯის ჟურნალისტისთვის თემის მოსაწოდებლად მოგვწერეთ: [email protected]




Category: Georgians
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top