;

15 April 2012      DiamondsAndHeels14     Views 13629    
Category: Georgians

აღდგომა - უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და
8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა,
საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის
მოვლინებისა. ქრისტეს წამებიდან და მისი ხორციელი გარდაცვალებიდან მესამე დღეს ის ამაღლდა,
განკაცდა და თავს იდო ჩვენი, კაცობრიობის ცოდვები.
ქრისტე აღსდგა - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინ უძღოდა ვნების კვირა. შვიდივე დღე გამოირჩევა
თავისი მნიშვნელობით:

დიდი ორშაბათი – როცა იესომ დაწყევლა უნაყოფო ლეღვი;
დიდი სამშაბათი – როცა იესომ ტაძარში ახალი მოძღვრება იქადაგა;
დიდი ოთხშაბათი – როცა მოწაფეებმა იესოს სერობა მოუწყვეს;
დიდი ხუთშაბათი – როცა იესომ თვითონ გაუმართა მოციქულებს
სერობა, ამხილა იუდა და დაადგინა ზიარების საიდუმლო;
დიდი პარასკევი – როცა იესო აწამეს და ჯვარს აცვეს;
დიდი შაბათი – როცა იესო დაკრძალეს.


აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული წითელი კვერცხი, ტკბილი პური ანუ პასკა და ჯეჯილი.
საიდან მოდის წითელი კვერცხის ტრადიცია და რატომ უნდა იყოს სააღდგომო კვერცხი წითელი ფერის?

წითელი კვერცხი

არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

აღდგომის მნიშვნელობა:

თავისი სიძლიერით ამ დღეს ვერ შეედრება მიწიერი კეთილდღეობით გამოწვეული ვერცერთი განცდა. ამ
იდუმალ ღამეს, როგორც არასდროს, ჩვენი სული თბება რწმენით, სასოებითა და სიყვარულით;
უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვეუბნება: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ“ (ლუკა 8,50).
ქრისტე აღსდგა - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

სააღდგომო საგალობლები:

'შენ უბიწო'



'ქრისტე აღსდგა მკვდრეთით'



ქრისტე აღსდგა


Category: Georgians
Tags:

Related
Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top